imedi /  07 აპრილი 2020, 23:36 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: პოლიტიკური შეფასება სტრასბურგის გადაწყვეტილების გაკეთებულია და ქართველი ხალხი ამ დამნაშავეებს ოქტომბერში წერტილს დაუსვამს

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

პოლიტიკური შეფასება ვფიქრობ რომ უკვე მიღებულია. სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც არის შეფასება. დანარჩენი ქართველს ხალხზეა დამოკიდებული და ხალხიც მგონი ყველაფერ ხედავს - - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

სოზარ სუბარმა, რომელიც 2006 წლის მარტში ე.წ. ციხის ბუნტის დროს სახალხო დამცველი იყო, მაშინდელი ღამის მოვლენები გაიხსენა.

„2010 წელს ამ საქმეზე ყველაფერი მორჩა, უბრალოდ ახლა გამოქვეყნდა თორემ 2010 წელს უკვე დამთავრებული იყო იქ ყველანაირი პროცედურა. ანუ ეს საქმე წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იმ 7 მოკლულის გარდა მე აღმოვაჩინე, მე-6 საპყრობილეში გადაყვანილები. საპყრობილეში, რომელიც ჯერ არ იყო დამთავრებული და ჩაბარებული, იქ არი იყო შიგნით გათბობა, წყალი. ამ საკნებში შეყარეს და აღმოვაჩინე 22 ცეცხლსასროლი ტყვიით დაჭრილი, 100-ზე მეტი რეზინის ტყვიითა და ხელკეტით დაშავებული. უმძიმესი ჭრილობების მქონე პატიმრები, რომელთაც არ მკურნალობდნენ, არ პატრონობდნენ. მე რომ არ დამეწყო ყვირილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დერეფანში ციხის დირექტორ ვუყვიროდი და გამოვედი, განცხადება გავაკეთე, შეიძლება გვყოლოდა მეტი გარდაცვლილიც. ეს ადამიანები დღეს ლაპარაკობენ ქვეყანაზე, დემოკრატიაზე და დასავლურ ღირებულებებზე. მგონი პოლიტიკური შეფასება გაკეთებულია და ქართველი ხალხი დაუსვამს წერტილს ამ მოძრაობას, ამ დამნაშავეებს ოქტომბერში“, - განაცხადა სუბარმა.

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე, კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დღეს გამოქვეყნდა.

ყველა სიახლე

პრემიერ-ლიგა

07 ივნისი 2020, 11:20

COVID19

პრემიერ-ლიგაში კორონავირუსზე ტესტი 1195 ადამიანს ჩაუტარდა

ინგლისის პრემიერ-ლიგაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. პრემიერ-ლიგის განცხადებით, ტესტი ინფექციაზე, 4-5 ივნისს, 1195 მოთამაშეს და თანამშრომელს ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს, 2 მატჩით განახლდება.

კონორ მაკგრეგორი

07 ივნისი 2020, 11:18

სპორტი

კონორ მაკგრეგორი: გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო

„გადავწყვიტე, მებრძოლის კარიერა დავასრულო. ყველას დიდი მადლობა საოცარი ამბებისთვის. შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ეს ფოტო დედაჩემთან ერთადაა გადაღებული ლას-ვეგაში, ერთ-ერთი ტიტული მოგებისას. მეგ, მე შენ მიყვარხარ, რასაც ისურვებ ყველაფერი შენია!“ - ამ სათაურით ირლანდიელმა დედასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

ენტონი ჯოშუა

07 ივნისი 2020, 11:11

მსოფლიო

ენტონი ჯოშუა: რასიზმი პანდემიაა

მძიმეწონაში მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით წარსდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას telegraph ავრცელებს. მსოფლიო ბოქსის ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ უამრავ სპორტსმენს შორის, ვინც აქციებზე შენიშნეს. როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს ჯოშუა აქციაზე, რომელიც ვატფორდში გაიმართა, სკუტერით მივიდა.

07 ივნისი 2020, 11:10

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა და 402 283 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, აღიცხულია კოვიდინფიცირების 6 983 734 შემთხვევა, 3 413 749 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მატეუშ მორავეცკი

07 ივნისი 2020, 10:57

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს

პოლონეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ადგილობრივ რადიოს განუცხადა. მისი განმარტებით, ახლა, გადაწყვეტილების მიღება აშშ-ზეა დამოკიდებული.

07 ივნისი 2020, 10:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 809 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 674 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

07 ივნისი 2020, 10:32

მსოფლიო

შვეიცარიაში ანტირასისტული აქცია გაიმართა

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, რომელიც მასობრივ თავშეყრას კრძალავს, პროტესტი დაახლოებით 5000-მა ადამიანმა გამოხატა. ადგილზე პოლიცია იყო შეკრებილი, თუმცა ღონისძიების მიმდინარეობაში არ ჩარეულა.

07 ივნისი 2020, 10:24

COVID19

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

07 ივნისი 2020, 10:15

სამართალი

მობილური ტელეფონის წართმევისა და მუქარისთვის, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

07 ივნისი 2020, 10:06

მსოფლიო

ლიბანში ანტისამთავრობო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა

ცრემლსადენი გაზი, ქვების სროლა და მაღაზიების ფანჯრების მსხვრევა - ასეთი სურათია ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელიც დასაწყისში მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ძალადობაში გადაიზარდა. მოსახლეობა მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად რეფორმებს ნელი ტემპით ატარებს.

ფოტო: Facebook

07 ივნისი 2020, 09:53

მსოფლიო

ჩინეთმა და ინდოეთმა სადავო საზღვრის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყეს

ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში დავის საგნად ქცეული საზღვრის პრობლემის გადასაჭრელად ჩინელმა და ინდოელმა გენერლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ვითარება მაისში დაიძაბა. როგორც ოფიციალური დელი აცხადებს, ჩინეთი მათ ქვეყანაში შეიჭრა, თუმცა იმავე ტერიტორიას პეკინი საკუთარს უწოდებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

07 ივნისი 2020, 09:47

COVID19

„აი, ასეთ პედაგოგებსა და მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს ასაჯაროებს

იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბათუმელი პედაგოგის წერილი, სადაც მასწავლებელი იმუნოლოგს უყვება, რომ მოსწავლეებს საკუთარ სახლში უტარებს გაკვეთილებს და კითხულობს, ზედმიწევნით იცავს თუ არა ბავშვების უსაფრთხოების ზომებს.

07 ივნისი 2020, 09:38

ტაბლოიდი

ელტონ ჯონმა ყოფილ საცოლეს ოპერაციის ფული გადაუხადა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავის ყოფილ საცოლეს ოპერაციის ხარჯები დაუფარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლინდა ჰენონს ელტონ ჯონი 50 წლის წინ ხვდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი მომღერალი იყო. მეგობარი გოგო მას ფინანსურადაც ეხმარებოდა. 21 წლის მომღერალი ლინდაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ქორწინება არ შედგა.

07 ივნისი 2020, 09:32

რეგიონი

ქვემო ქართლის რწმუნებული და დმანისის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ისეთ ლოკაციებზე ეწყობა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ათეული წლების განმავლობაში არ ყოფილა. ამ ეტაპზე, 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება სოფელ დაგარახლოში, ბაზაქლოში, კამიშლოში, პანტიანში, ტნუსში, მაშავერაში, კიზილაჯლოში, კაკლიანში, ამამლოსა და კამიშლოში.

07 ივნისი 2020, 09:16

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ოფიცერი: ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვინტინ დოლი შეხვდა.

ილონ მასკი

07 ივნისი 2020, 09:04

მსოფლიო

ილონ მასკი: მარიხუანის გაყიდვა თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს

„ამის თქმა, ალბათ, უსიამოვნებებს მომიტანს, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა: პანდემიის დროს მარიხუანის რეალიაზცია ამერიკის დიდი ნაწილისთვის ძირითად ბიზნესად იქცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი ამისთვის ციხეში ზის, რაც უაზრობაა და არასწორია,“- წერს მასკი.

07 ივნისი 2020, 09:00

საზოგადოება

ნათია თურნავა კახეთში გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

ენრიკე ალფარო

07 ივნისი 2020, 08:59

მსოფლიო

მექსიკაში პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო გუბერნატორმა მოსახლეობას მოუბოდიშა

მექსიკის დასავლეთ რეგიონის, ხალისკოს შტატის გუბერნატორმა, ენრიკე ალფარომ მოსახლეობას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების გამო მოუბოდიშა და პირობა დადო, რომ მიაკვლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაუჩინარდგენ.

07 ივნისი 2020, 08:51

მსოფლიო

ლონდონში არეულობისას 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ 23 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის პრეს-სპიკერმა ჯო ედვარდსმა განაცხადა. „სხეულის დაზიანება მიიღო 23 პოლიციელმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და საზოგადოებრივ წესებს იცავდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“-აღნიშნა ედვარდსმა.

07 ივნისი 2020, 08:43

COVID19

მეცნიერები: კორონავირუსი არაა უკანასკნელი პანდემია

ჩვენ შევქმენით „შესანიშნავი შტორმი“ იმ დაავადებებისთვის, რომელიც ველური ბუნებიდან ადამიანებზე გადადის და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიში. ადამიანის შეჭრა ბუნებრივ გარემოში ამ პროცესს აჩქარებს, - აცხადებენ გლობალური ჯანდაცვის ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ, თუ საიდან ჩნდება ახალი დაავადებები.