imedi /  22 მაისი 2017, 12:59 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა ევროპული კონსტიტუციის შემუშავება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა ევროპული კონსტიტუციის შემუშავება, საქართველოს მიზანია ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია და ამ გზაზე ევროპული კონსტიტუცია ძალიან გამოგვადგება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბერლინის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, როგორი კონსტიტუციაც აქვს ქვეყანას, ისეთივეა პოლიტიკური პროცესებიც. კობახიძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუცია კომისიას სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა. ესენია: კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან; დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გამართული კონსტიტუციის შემუშავება.

ბერლინში ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ორდღიანი შეხვედრები დღეს დაიწყო. შეხვედრებს გერმანელი და ბრიტანელი სპეციალისტებიც ესწრებიან. ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის პროექტს ევროპელ ექსპერტებს მუხლობრივად გააცნობს. ბერლინში იმყოფებიან ოპოზიციონერები, რომლებმაც საკონსტიტუციო კომისია დატოვეს - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს "ქართული ოცნების" 108 დეპუტატი აწერს ხელს. საკონსტიტუციო კომისიამ სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება. საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. საკონსტიტუციო კომისია ბოლო ეტაპზე პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

ირაკლი კობახიძე

ბერლინის კონფერენცია

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2021, 21:14

მსოფლიო

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო თბილისში

22 სექტემბერი 2021, 20:52

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში, - ამის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს.

22 სექტემბერი 2021, 20:50

მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონები გადააგდონ და თავი შეიკავონ მათი შეძენისგან

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინური სმარტფონები გადააგდონ და თავი შეიკავონ მათი შეძენისგან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 20:25

მსოფლიო

ისრაელის საგარეო უწყება: ირანელი აიათოლების რეჟიმი აშკარა და უშუალო საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მშვიდობისათვის

ირანელი აიათოლების რეჟიმი აშკარა და უშუალო საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მშვიდობისათვის, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

22 სექტემბერი 2021, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, დადასტურდა ორმხრივი მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.

ირაკლი ღარიბაშვილი
ეგილს ლევიტსი

22 სექტემბერი 2021, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ

ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ლატვიას და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს და საქართველოს მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 20:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2021, 20:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება არა კახა კალაძის, არამედ თბილისის გამარჯვება

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები - განაცხადა გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფლორანს პარლი

22 სექტემბერი 2021, 19:57

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: დღეს ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება ატლანტიკური ალიანსის შიგნით პოლიტიკური დიალოგის არარსებობას ცხადყოფს.

22 სექტემბერი 2021, 19:44

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2021, 19:41

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

22 სექტემბერი 2021, 19:38

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ამბროლაურში შეხვედრით დასრულდა „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებთან.

22 სექტემბერი 2021, 19:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ საქართველოს ხელოვნების სასახლისთვის ისტორიული შენობა შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუზეუმის - საქართველოს ხელოვნების სასახლის განვითარების მიზნით, 400 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ისტორიული შენობა შეიძინა.

22 სექტემბერი 2021, 19:23

რეგიონი

აჭარაში დამეწყრილი გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, ასევე მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2021, 19:05

მსოფლიო

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს

წყალქვეშა ნავების კონტრაქტთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საფრანგეთს დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

22 სექტემბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მეათე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მე-10 მინისტერიალზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, კოალიციის რუმინეთის თავმჯდომარეობით, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 18:58

სამართალი

შსს კაფე-ბარებში გამოვლენილი თაღლითური სქემების საქმეზე მოპოვებულ აუდიო და ვიდეომასალას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. უწყებამ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული აუდიო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2021, 18:49

რეგიონი

ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

გიორგი პერტაია
ფაიგ გულიევი

22 სექტემბერი 2021, 18:42

ეკონომიკა

გიორგი პერტაიამ და აზერბაიჯანის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების კუთხით ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ჩატარების აუცილებლობაზე.

ბექა დავითულიანი

22 სექტემბერი 2021, 18:33

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დებატებში კახა კალაძის უპირატესობაზე: ეს იყო გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში

მერობის კანდიდატების დებატებმა ყველაფერი ძალიან მარტივად აჩვენა. კახა კალაძე საუბრობდა კონკრეტულად, დანარჩენებს, რომც ჰქონდეთ შანსი გამარჯვების, რას გაუკეთებენ ამ ქალაქს, არ უთქვამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის მზად ამ ქალაქის მერობისთვის, გარდა კახა კალაძისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.