ბრიტანელი ევროპარლამენტარი: ნატოში გაწევრიანების პროცესი საქართველოში კარგად მიმდინარეობს
ფოტო: shutterstock.com
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო - შავი ზღვის სახელმწიფო, რომელზეც ბრიტანეთმა თავისი ფსონი უნდა დადოს, - ამის შესახებ ბრიტანელი ევროპარლამენტარი და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, ჯეფრი ვან ორდენი წერს.
ევროპარლამენტარის აზრით, ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს პროდასავლურმა მთავრობამ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გატარება თავის ყველაზე პრიორიტეტულ მიზნად აქცია, და ამ მიზანს მხარს უჭერს არა მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება, არამედ საქართველოს მოსახლეობის 80%.
„ერთი შეხედვით, არარეალურად გამოიყურება დასავლეთის ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსში იმ პატარა ქვეყნის გაწევრიანება, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული. და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს“, - წერს ვან ორდენი.
მისი თქმით, თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს ნატოს ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს: „იმ დროს, როდესაც ევროპელ მოკაშირეთა უმეტესობა სულ უფრო მცირე თანხებს ხარჯავს თავდაცვაზე, საქართველოს, ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, ავღანეთში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი“, - ნათქვამია სტატიაში.
ნატოსთან თანამშრომლობა მრავალმხრივი განზომილებაა და საქართველო ამ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში აღრმავებს, თავდაცვა და უსაფრთხოება კი ის მნიშვნელოვანი სექტორია, სადაც ნატოს და მის მოკავშირეებს განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, ნიშანდობლივია, რომ ახალახან საქართველო ნატოს კიბერ უსაფრთხოების პლატფორმას მიუერთდა. „ეს შემთხვევითი არაა, რადგან რუსეთის მხრიდან საქართველო არა მარტო ტერიტორიული თავდასხმების, არამედ კიბერ შეტევების მოგერიების ფრონტის ხაზზეა“, - წერს ვან ორდენი.
ევროპარლამენტარის აზრით, „მსოფლიოს ამ ცვალებად რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი წინაპირობა დინამიურად მზარდი ეკონომიკაა, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი სტაბილური დემოკრატიაა“.
ამ კუთხით, ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 4.5 პროცენტით იზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკის რეიტინგებით, საქართველო მეშვიდე ყველაზე საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთების კუთხით. ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ეკონომიკური თავისუფლების გლობალური ინდექსით კი, საქართველოს მე-12 პოზიციაზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება გაერთიანებულ სამეფოს. რაც შეეხება დემოკრატიულ რეფორმებს, როდენი მიესალმება ქართული ოცნების მთავრობის მიერ ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებას, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს პრო-დასავლური იმიჯი.
„საქართველო ბრიტანეთის მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც ბრექსიტის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა გადადგა ნაბიჯი ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორობის დასამყარებლად. ამ ნაბიჯზე კი ჩვენი პასუხი საქართველოსთან და მის მეზობლებთან ურთიერთობების გაძლიერება უნდა იყოს“, - წერს ვან როდენი.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 10:45
ეკონომიკა
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.
13 ივლისი 2026, 10:43
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს
„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.
13 ივლისი 2026, 10:36
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.
13 ივლისი 2026, 10:33
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 10:31
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
13 ივლისი 2026, 10:25
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია
2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.
13 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
ლინდსი გრემის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა
სენატორის ოფისის ინფორმაციით, გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის განშრევება, რომელიც ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ გამოიწვია. განცხადებაში, რომელსაც Politico ციტირებს, ნათქვამია, რომ საბოლოო დასკვნები ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება.
13 ივლისი 2026, 10:23
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა
იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.
13 ივლისი 2026, 10:20
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის
პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.
13 ივლისი 2026, 10:14
კულტურა
მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა
ახლობლებს მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ კიბო, რომელსაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა, რემისიის სტადიაში იყო.
13 ივლისი 2026, 10:13
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინდელი საღამოს შემდეგ რუსეთის დედაქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას 350-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია. ვრცელდება ცნობები საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ. ასევე, ისტრაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შესახებ დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი.
13 ივლისი 2026, 10:05
მსოფლიო
პარიზთან ტყის ხანძართან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო
ფონტენბლოს ტყის ხანძარმა, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „მძვინვარე“ და „განსაკუთრებული მასშტაბის“ უწოდეს, ნაწილობრივ ჩაკეტა ქვეყნის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობა შეაფერხა.
13 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
რადისლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მოსკოვმა პროვოკაციები მოაწყოს
„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:38
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში მეტალურგიულ ქარხანას დაარტყა
ისრაელმა ღაზის სექტორში, საბრას რაიონში, მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ ცნობით, საწარმო ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა. ოპერაციის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
13 ივლისი 2026, 09:35
სპორტი
სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულეს. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია.
13 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს
ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
13 ივლისი 2026, 09:29
რეგიონი
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.
13 ივლისი 2026, 09:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.
13 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.


