imedi /  23 მაისი 2017, 11:31 / სანდო წყარო

გიორგი კვირიკაშვილი ბინალი ილდირიმს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ილაპარაკეს. 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას. პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატიც, რომლის მეორე სხდომა დღეს გაიმართება. 

მხარეების შეფასებით, ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სამართლებრივ ბაზას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე დღეში გიორგი კვირიკაშვილის ანკარაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა და თურქი ხალხი ამ სოლიდარობას აფასებს. 

საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში შედეგიანი თანამშრომლობის გაღრმავებას. 

ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის კუთხით, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება. 

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე ისაუბრეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად. 

გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

გურამ ნიკოლაშვილი

19 მარტი 2026, 18:35

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ილია მეორეზე: პატარა მდოგვის მარცვლიდან რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი - იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს

სამებაში დღე და ღამე ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს მეტყველებს, საიდან დაიწო და პატარა მდოგვის მარცვლიდან რა შექმნა - რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი. იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

19 მარტი 2026, 18:32

საზოგადოება

ნადეჟდა ნეინსკი: ილია II განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღვრობდა ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას. მისი დიდი ღვაწლი დიდხანს ემახსოვრებათ - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს მიღმაც

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნადეჟდა ნეინსკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

გურამ ნიკოლაშვილი

19 მარტი 2026, 18:24

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: ვერ დავასახელებთ ვერაფერს, რასაც ილია მეორე შეეხო და რაც არ იყო გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით. სხვანაირად ის არ აკეთებდა არაფერს

მან ყველაფერში ჩადო უდიდესი სიყვარული მრევლის, ქართველების და საქართველოსი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.

არქიმანდრიტი იოვანე

19 მარტი 2026, 18:23

პოლიტიკა

არქიმანდრიტი იოვანე: იმდენად დიდი იყო ჩვენი პატრიარქის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ, რომ ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო

„ვუსამძიმრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, რომლებიც ნამდვილად ჩვენი პატრიარქის სულიერი შვილები ვართ და ყველანი ძალიან განვიცდით ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პატრიარქი უკვდავი გვეგონა და ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა გარდაცვლილიყო. იმდენად დიდი იყო ჩვენი მის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ და ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო. სამწუხაროდ, დადგა ის დღე, როცა ჩვენ გარდაცვლილ პატრიარქზე გვიწევს საუბარი და ძალიან ვწუხვართ ამის გამო“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

19 მარტი 2026, 18:20

საზოგადოება

აღმასრულებელი მთავრობის წევრები და პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სამების საკათედროს ტაძარში მივიდნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

19 მარტი 2026, 18:20

საზოგადოება

ბათუმის მერია პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ირაკლი ბრაჭული

19 მარტი 2026, 18:15

საზოგადოება

ირაკლი ბრაჭული: პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე

პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა.

19 მარტი 2026, 18:11

საზოგადოება

თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოები განთავსდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

ირაკლი ბრაჭული

19 მარტი 2026, 18:05

საზოგადოება

ირაკლი ბრაჭული ილია მეორეზე: პატრიარქი არ იყო მარტო ეკლესიის ხელმძღვანელი და ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ორგანიზატორი, ის იყო დიდი მოაზროვნე და ერის ინტელექტუალური ლიდერიც

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იმ ინტერესებზე და ხედვებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი.

მამა იოანე

19 მარტი 2026, 17:54

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან, რაც ხდება სწორი ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით და ყველა ქრისტიანს ურჩევდა, ხშირად მიეღო წმინდა ზიარება. ეს მისი ერთგვარი ანდერძიც არის“, - აღნიშნა მამა იოვანემ.

19 მარტი 2026, 17:51

მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტია“ უკრაინას მედიის თავისუფლების დაცვისა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

„ევროპის სახალხო პარტიამ“ 50 წლის იუბილესთად დაკავშირებით გაფართოებული სამიტი ჩაატარა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.

19 მარტი 2026, 17:38

საზოგადოება

კუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი

კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი.

19 მარტი 2026, 17:32

რეგიონი

დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი: ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული

ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში პანაშვიდი დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა გადაიხადა. მან პატრიარქის განვლილი წლები გაიხსენა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

19 მარტი 2026, 17:18

საზოგადოება

PABSEC: მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა (PABSEC) და პირადად ჩემი სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.

სკოტ ბესენტი

19 მარტი 2026, 17:16

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ნავთობს, შესაძლოა, სანქციები დროებით მოუხსნას

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამერიკის მთავრობამ, შესაძლოა, ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნას.

19 მარტი 2026, 16:54

საზოგადოება

პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფოტოები განთავსდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.

კაია კალასი

19 მარტი 2026, 15:58

მსოფლიო

კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ჩვენ გვჭირდება ომიდან გამოსვლა და არა ესკალაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა ირანის ომიდან გამოსვლის გზების ძებნა და არა ესკალაცია.

ნიკოლ ფაშინიანი

19 მარტი 2026, 15:32

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.

19 მარტი 2026, 15:17

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ მის ენერგოობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სრულად გაანადგურებენ

„ჩვენ ვაფრთხილებთ მტერს: თქვენ დაუშვით დიდი შეცდომა, როდესაც თავს დაესხით ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. თუ ეს განმეორდება, შემდგომი თავდასხმები თქვენს და თქვენი მოკავშირეების ენერგო ინფრასტრუქტურაზე არ შეწყდება მათ სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ირანის სამხედრო ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა.

19 მარტი 2026, 15:04

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.