IMEDI /  16 აპრილი 2020, 16:47 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი დამყარებული იქნება მეცნიერების რეკომენდაციებზე

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი დამყარებული იქნება მეცნიერების რეკომენდაციებზე - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „პოსტივის“ ეთერში.

„ჩვენ ვგეგმავთ 22-23 აპრილს ჩავატაროთ სხდომები, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე. ეს არ გამომდინარეობს ჩვენი პოლიტიკური მისწრაფებიდან. ცუდ ადამიანებს სულ ჰგონიათ, რომ რაღაც ჩასაფრებაა და მათ წინააღმდეგ კეთდება რამე ან უნდათ თავისი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ აქედან. რომელი პოლიტიკური ჯგუფი განაგებს სიტუაციას ეს მეორე თემაა, მთავარი თემა ახლა არის პრაგმატიზმი. ჩვენ გვინდა მივიღოთ წესიერი საარჩევნო სისტემა, გადაწყვეტილება მივიღოთ ერთად იმისათვის, რომ სახელმწიფომ იცხოვროს ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ჯანსაღი ოპონირება იქნება და არა ის ვაკხანალია, რასაც დღემდე ვუყურებდით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი მთლიანად დამყარებული იქნება მეცნიერების რეკომენდაციებზე, რომელთა მიზანი ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება ოპტიმალური, პრაგმატული და მოვუწოდებ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სიღრმისეულად გაანალიზონ არსებული მდგომარეობა. ექიმები, რომლებიც ამ დასკვნებს აკეთებენ სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების მატარებელია. არ შეიძლება, რომ ჩვენი თავდადებული ექიმების დიდ არმიას მხოლოდ ერთი პოლიტიკური მოსაზრები ჰქონდეს და ამაზე აგებდეს თავის დასკვნებს. სხვათა შორის, უნდათ, რომ ეს ასე წარმოაჩინონ. კონკრეტული ადამიანები ემსახურებიან იმას, რომ მოხდეს ეკლესიის, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის და მთავრობის დისკრედიტაცია. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მიხედეთ სამშობლოს, ქვეყანას, ეკლესიას და გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე - ეს არის ამოცანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ყველა სიახლე

18 მარტი 2026, 01:32

საზოგადოება

საპატრიარქო: ხვალ შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე

2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

18 მარტი 2026, 01:31

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

18 მარტი 2026, 01:25

საზოგადოება

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი: ილია მეორე სიბრძნით წინამძღოლობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ირაკლი ქადაგიშვილი

18 მარტი 2026, 01:19

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ადამიანის გული დღეს არის დიდი ტკივილით აღსავსე იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა - საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან

საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან, - განუცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს.

18 მარტი 2026, 01:18

საზოგადოება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პატრიარქის გარდაცვალებაზე: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 01:13

საზოგადოება

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო

დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისში, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II - ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო.

ილია მეორე

18 მარტი 2026, 01:11

საზოგადოება

ევროკავშირის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია II-ის გარდაცვალების გამო - მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა

საქართველოში ევროკავშირის საელჩო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 01:01

საზოგადოება

გლოვის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ალუდა ღუდუშაური

18 მარტი 2026, 00:55

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: მივეჩვიეთ იმას, თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება

მივეჩვიეთ იმას, რომ თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება, - განუცხადა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

18 მარტი 2026, 00:54

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

18 მარტი 2026, 00:53

საზოგადოება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: გამოვთქვამთ მწუხარებას ილია II გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მსახურება - რელიგიათშორისი პატივისცემის, საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 00:52

საზოგადოება

თურქეთის საელჩო: ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

თურქეთის საელჩო: ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

18 მარტი 2026, 00:51

საზოგადოება

ჩეხეთის ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ბაიბა ბრაჟე

18 მარტი 2026, 00:43

საზოგადოება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პატრიარქის განსაკუთრებულ როლს ქართველი ერის ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა წარუშლელ კვალს ტოვებს

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.

ილია მეორე

18 მარტი 2026, 00:31

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას - პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის

კომუნიკაციების კომისია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ჯინჭარაძე

18 მარტი 2026, 00:22

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ

განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩვენი ერის სულიერი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობისგან, - წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

18 მარტი 2026, 00:22

საზოგადოება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ - დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ღვაწლს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.

არქიდიაკონი მამა დემეტრე

18 მარტი 2026, 00:17

საზოგადოება

არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში

პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული ან ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში,- განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.

18 მარტი 2026, 00:11

საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი: ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

17 მარტი 2026, 23:51

საზოგადოება

ისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის

„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.