imedi /  23 მაისი 2017, 17:16 / სანდო წყარო

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზის სამეწარმეო საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის
მღვდელ-მონაზვნები

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის
მღვდელ-მონაზვნები

დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.

ეპარქიის თქმით, მათ არაფერი იცოდნენ დეკანოზის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

„დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ჩვენი მხრიდან გაეცემა პასუხი. თუმცა არსებობს კითხვები, რომელსაც ამჟამად ზოგადი პასუხი მაინც უნდა გაეცეს.

სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ადვილად შესამჩნევია ერთი გარემოება, რომ ჟურნალისტების, სტუმრებისა და ადვოკატების მხრიდან ხშირად გარკვეული მინიშნებები კეთდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სადაო ქმედებებთან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის კავშირზე, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, თითქოს ამით ვიღაც არის დაინტერესებული. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო 22 მაისს, 20 საათზე, ტვ პირველის ეთერში გასული გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”, სადაც დეკანოზის ადვოკატი საუბრობს ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საქველმოქმედო საქმიანობაზე. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეპარქიას და მის მღვდელმთავარს არ გააჩნდა ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ინფორმაცია შევიტყვეთ ტელევიზიის საშუალებით. 

ეპარქიაში არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპარქიის მღვდელმთავართან საუბარი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება ჩაქვის სკოლის მშენებლობას, რომელიც ადვოკატების მხრიდან იქნა გაჟღერებული არასწორია, რადგან ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა აშენდა და ფუნქციონირებს 1998 წლიდან, რომელსაც გარკვეული პერიოდი თავადვე ხელმძღვანელობდა. 

ხოლო რაც შეეხება მის საქართველოს საპატრიარქოში საქმიანობას, ის 2015 წლის 16 ნოემბრიდან… სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ და გამწესებულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ის ვალდებული იყო ყველა მისი ქმედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეეთანხმებინა. ხოლო რაც შეეხება დასახელებულ თანხას, ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით ამის შესახებ, ჩვენ ეს მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ. 

კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს გამოძიების დასრულებისთანავე ჩვენ ამომწურავ პასუხებს გავცემთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ესპანეთში საკუთარი კომპანია აქვს შექმნილი და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. მისივე ინფორმაციით, მღვდლის მიერ სამეწარმეო საქმიანობა კანონიკური სამართლით დაუშვებელია. ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით, დეკანოზმა გიორგიმ საეკლესიო სასამართლოს შექმნა მოითხოვა. 

ყველა სიახლე

12 სექტემბერი 2026, 21:32

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: კომპეტენცია დადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია, მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს

„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსს მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, ვინც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, ვინც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ მახარაშვილი

12 სექტემბერი 2026, 21:23

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში

ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა მოგვცა ჩვენ ასეთი დაკვეთა, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მცოდნე მოქალაქე, შესაბამისი საგანი უნდა ასწავლოს ხარისხიანად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 21:13

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის

„ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გია მურღულია

12 სექტემბერი 2026, 21:10

საზოგადოება

გია მურღულია: ჩვენ ლიტერატურაში ვასწავლით ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე - ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი

„ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:46

საზოგადოება

გივი მიქანაძე: შეიქმნა ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, რომლითაც სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა ამ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრირება

რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ გასული წლის 2 დეკემბერს საჯაროდ წარვადგინეთ და შემდეგ 2-თვიანი განხილვების შემდეგ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა, 8 გამოწვევაზეა ორიენტირებული. 8 გამოწვევიდან, ერთ-ერთი არის ინკლუზიის კომპონენტი. ჩვენ პრიორიტეტულად გამოვყავით ეს მიმართულება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.

თამარ მახარაშვილი

12 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები

სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:39

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება

ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას, პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე მსჯელობისას.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება

ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები

„სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომელიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“ - აღნიშნა მიქანაძემ.

12 სექტემბერი 2026, 19:05

სამართალი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

12 სექტემბერი 2026, 18:47

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

იაგო ხვიჩია

12 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამია

12 სექტემბერი 2026, 17:23

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.

12 სექტემბერი 2026, 17:19

სამართალი

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 17:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

12 სექტემბერი 2026, 16:50

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

დონალდ ტრმაპი

12 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

12 სექტემბერი 2026, 16:28

მსოფლიო

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

ენდი ბერნემი

12 სექტემბერი 2026, 16:12

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.