imedi /  23 აპრილი 2020, 11:05 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: COVID-19-ის პანდემიამ მთელ სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, 132 ქვეყნის 206 წარმომადგენელს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც სახლში დარჩენილთათვის კულტურული სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაიდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტერიალის მთავარ მიზანს კულტურულ სექტორზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესახებ მსჯელობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მინისტერიალი UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის მართვისას მიღებული ზომების შესახებ ისაუბრა, რამაც კულტურული ეკოსისტემის შესუსტება გამოიწვია. ამის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

მიხეილ ჩხენკელი: „მადლობას ვუხდი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) და ქალბატონ ოდრი აზულაის კულტურის მინისტრების პირველი ვირტუალური შეხვედრის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, იგი უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისათვის კულტურის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

COVID-19-ის პანდემიამ მთელ სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე. კულტურული ცხოვრების – თანამედროვე და პროგრესული საზოგადოების ერთ-ერთი საყრდენის – შესუსტების მიუხედავად, მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა, საერთაშორისო თანამშრომლობა, ინფორმაციისა და იდეების გაცვლა გადამწყვეტი იარაღია სტაბილურობის მისაღწევად.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

კერძოდ, სამინისტროში შემავალმა 24-მა სამხატვრო დაწესებულებამ წამოიწყო მასობრივი ონლაინ კამპანია: #Stayathome #cultureforyou; გახანგრძლივდა 16-მდე ღია კონკურსის ჩატარების ვადა, რომელიც კულტურული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მხატვრების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ძეგლების 3D ვერსიებისა და აღდგენილი კულტურული ადგილების ვიდეოკლიპების თავისუფალი წვდომა ინტერნეტში. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი (აღდგენა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია). მიმდინარე წელს დაგეგმილია 60-მდე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.

მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს განხორციელებული ახალი პროექტი „ტელესკოლა“ გააცნო, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით 30 მარტიდან დაიწყო და საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, მოისმინონ საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში, მათ შორის, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკაში.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 27 მარტიდან (თეატრის საერთაშორისო დღე) შეიქმნა კულტურული ღონისძიებების ყოველკვირეული კალენდარი, რომელიც აქტიურად ზიარდება როგორც სამინისტროს, ასევე სახელოვნებო ორგანიზაციების ვებგვერდებსა და ოფიციალურ Facebook გვერდებზე. აღსანიშნავია, რომ ერთ ფოლკლორულ კონცერტს 50 000 ონლაინ მაყურებელი ჰყავდა. ქართული თეატრების ონლაინ სპექტაკლებმა კი დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2021, 20:54

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა.

ანდრიუს კუბილიუსი

20 აპრილი 2021, 20:51

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს ჩვენი ყურადღება და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაფიო მიდგომა სჭირდება

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამნისტიის საკითხი ეხება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს და არა მარტო ნიკა მელიას

ამნისტიის საკითხი ეხება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს და არა მარტო ნიკა მელიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის და ნიკა მელია შეძლებს, დატოვოს საპატიმრო, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 20:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხვალ არის სამუშაო დღე პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები აქ იქნებიან

არ არის აუცილებელი სასესიო კვირა იყოს. ხვალ არის სამუშაო დღე პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები აქ იქნებიან, - ამის შესახებ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, როდიდან ელის საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვას.

სალომე სამადაშვილი

20 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენი პირველი ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში უკავშირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს

ოპოზიციის მუშაობა მხოლოდ ამ ამნისტიის კანონთან მიმართებაში დაიწყება. კანონის მიღების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, შევალთ იმ ფაზაში, როდესაც ოპოზიციას სრული შემადგენლობით შეგვიძლია, ყველა დანარჩენ საკითხზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში

მივესალმებით შარლ მიშელს საქართველოში! - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

20 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ეხმაურება.

ვახტანგ მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 20:24

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ნიკა მელიას ჰქონდა შანსი საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და დაესრულებინა ის დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარეც მისი პარტიაა

„ნიკა მელიას გათავისუფლება შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ. მას ევროკავშირმა შესთავაზა საკუთარი გზა და ფორმა, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ჩემდა სამწუხაროდ, ნიკა მელიამ პიროვნულად თქვა ამაზე უარი. მას ჰქონდა შანსი, როგორც პარტიის ლიდერს, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და თავისი პოზიციიდან დაესრულებინა ის დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარეც მისი პარტიაა. მან ეს არ გააკეთა, მაგრამ ამის მიუხედავად, არის მეორე გზა, რომელიც ამ გადაწყვეტილებასაც აზღვევს. და ჩვენ მართლა შეგვიძლია, თუ ეს გვინდა, ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილების გარეშე, ის მაინც გავათავისუფლოთ. და ამას ერთმანეთთან ჩხიკინი კი არა, დასხდომა, კონკრეტულ ტექსტზე მუშაობა და მერე კანონის მიღება უნდა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ჯიმ რიში

20 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძე

20 აპრილი 2021, 20:13

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა

ნიკა მელია ზის ციხეში და ფიქრობს, რომ უშუალოდ შიდაპარტიულ თამაშში წააგო, თან ისე წააგო, რომ საბოლოო ჯამში მიშას თოჯინა გამოვიდა, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 20:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას გადასაწყვეტია, ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას დაეთანხმება, თუ არა

რაც შეეხება ნიკა მელიას, ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდა გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება. თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, ამ გირაოს დაეთანხმება, თუ არ დაეთანხმება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში ბრიფინგზე განუცხადა.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:10

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ნიკა მელიაზე: გაწერილ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მორჩა და დამთავრდა

შეთანხმება გაწერილია დეტალურად ვადებით, იმ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მორჩა და დამთავრდა, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის თაობაზე, როგორ და როდის უნდა გათავისუფლდეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:10

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ყველა პარტია იქნება პარლამენტში, უბრალოდ მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი

„სალომე სამადაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან არასოდეს მქონია კარგი ურთიერთობა, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას, რადგან ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ხედავს, რომ დადგა დრო დასავლური, ევროპული, ეროვნული ტიპის შეთანხმებას მოაწეროს ხელი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 20:09

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კრიზისი დაძლეულია, თუმცა გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია

დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია. გულწრფელად მინდა, თითოეულ პოლიტიკოსს, საჯარო პირს ვთხოვო, რომ ეს დღე არა კინკლაობისა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებისთვის, არამედ ძალიან სერიოზული, სოლიდური დოკუმენტის იმპლემენტაციაზე საუბრისთვის გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ გამოვლინდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ. „ჩვენ ასევე მოვისმინეთ მისი თანაპარტიელებისა და მხარდამჭერების მხრიდან ბრალდებები და ვარაუდები, რომ ხომ არ იყო ნიკა მელიას პატიმრობა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში. მე, რა თქმა უნდა, არ შევალ ამ განსჯაში და არ მივცემ თავს უფლებას, რომ საზოგადოებას ჩემი დასკვნები შევთავაზო, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრიზისის დასრულებისთვის. იგივე გააკეთა ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, მაგრამ არ გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 19:57

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა

„რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ვერ ვისაუბრებ დეტალურად იმ გამოსვლებზე, რაც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა მას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ შეთანხმებამდე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა, რომლითაც ყველა მხარე უნდა მოეკიდოს შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 19:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს - ნათელია, ვის აწყობდა კრიზისი

„რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს: როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება საერთო წინადადებებსა და პირობებს, ამ დროს, რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ესაა ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და რეალურად, ვინ მუშაობდა მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია: რაც გუშინ გაფორმდა, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდა თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დმიტრო კულება

20 აპრილი 2021, 19:38

მსოფლიო

დმიტრო კულება: ევროკავშირში რუსეთისთვის სექტორალური სანქციების დაწესების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსეთისთვის სექტორალური სანქციების დაწესების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

კელი დეგნანი

20 აპრილი 2021, 19:37

პოლიტიკა

კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ნაწილი მალე გახდება

დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ნაწილი მალე გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ნატოს დაარსებიდან 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნატოს გაფართოების პოლიტიკა განიხილეს.

ნიკა მელია

20 აპრილი 2021, 19:25

პოლიტიკა

ნიკა მელია: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით

„ქართულ ოცნებას: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე“, - წერს მელია.