imedi /  29 აპრილი 2020, 04:11 / სანდო წყარო

უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის ვარიანტი განიხილება

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლა შეიძლება შესთავაზონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში დანიშვნის სირთულეების გათვალისწინებით, სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის ვარიანტი განიხილება“, - განაცხადა სწყარომ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. დღეს კი უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია, ვინაიდან საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება ვერ შეძლო.

ყველა სიახლე

გოჩა ლორთქიფანიძე

25 მაისი 2020, 18:38

სამართალი

გოჩა ლორთქიფანიძე: 2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს კომპენსაციის სახით დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია

2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე სახელმწიფოს დაახლოებით 6 მლნ ლარამდე თანხის გადახდა მოუწია, - ამის შესახებ იურისტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მინისტრის მოდგილემ პარლამენტში მის მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მომენტის გამო.

25 მაისი 2020, 18:34

საზოგადოება

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპლაიტეტის სოფელ ტვიბში მდინარე მუხრა ადიდდა, საავტომობილო გზაზე გადავიდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უამინდობოს გამო დაზიანებული გზის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტირსთვის არის შესაძლებელი.

25 მაისი 2020, 18:33

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: აპრილში კომერციული ბანკების დეპოზიტები და სესხები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციას. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით (2.25%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.32%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 34.21 მლრდ ლარი შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 18:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება თუ შეძახილები, რომ სურთ, განახორციელონ საპარლამენტო კონტროლი, დემაგოგია და ფარისევლობაა

„ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული არაერთი რეფორმა ევროპული სასამართლოს ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული“, ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა. ამ საკითხზე მოსმენა დღეს კომიტეტის სხდომაზ მოსმენა გაიმართა.

მიხეილ მიშუსტინი

25 მაისი 2020, 18:26

COVID19

რუსეთის პრემიერი: ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ საზღვარგარეთ ტურისტული მოგზაურობისგან

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვისგან.

25 მაისი 2020, 18:24

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კოვიდინფიცრების 150-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსი 149 ადამიანს დაუდასტურდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 4 271 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 2,741 გამოჯანმრთელდა, 51 კი ვირუსს ემსხვერპლა. აზერბაიჯნში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

25 მაისი 2020, 18:11

ეკონომიკა

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მაისისათვის 49.12 მლრდ ლარი შეადგინა.

25 მაისი 2020, 18:11

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები განიხილეს

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევ საკითხებთან ერთად, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი უძღვებოდა. კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე, სსიპ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ - ლევან რაზმაძემ წარადგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ ზოგიერთ ელემენტთან დაახლოებასა და იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში.

25 მაისი 2020, 18:00

COVID19

ესპანეთში 1-ლი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის მოთხოვნა უქმდება

ესპანეთის მთავრობა 1-ლი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის მოთხოვნას აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais ავრცელებს.

25 მაისი 2020, 17:55

საზოგადოება

უხვი ნალექის გამო, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ კორპუსში წყალი ჩავიდა

ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ კორპუსში, უხვი ნალექის გამო, წყალი ჩამოვიდა. კლინიკის ხელმძღვანელობის განმარტებით, მსგავსი პრობლემები საავადმყოფოში ხშირია და ეს ხელს უშლის საავადმყოფოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 17:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მათი ექსპორტიც დაიწყება

ყველაფერი რაც საქართველოში იწარმოება, ჩვენგან მხარდაჭერილი იქნება და აქ სახელმწიფო პროგრამებსაც დიდი წვლილი აქვთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2020, 17:43

COVID19

დონალდ ტრამპი: უკვე დავასრულე ჰიდროქსიქლოროქინის მიღება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე დაასრულა ანტიმალარიული პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინის მიღება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ანტიმალარიულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს იღებს.

25 მაისი 2020, 17:42

სამართალი

ადვოკატი: მითითებები, რომ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

ამ კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში ჩვენ შეგნებულად არ შევდივართ, არ ვსაუბრობთ და არ ვასაჯაროებთ ამ მტკიცებულებებს, ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ბავშვის ინტერესებს და ასევე გვსურს თავიდან ავიცილოთ დაზარალებულებისთვის ზიანის თავიდან მიყენება, - ეს განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მაისი 2020, 17:40

სამართალი

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი: თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული, მან თავის კარიერაზე უარი თქვა

„ვწუხვარ, მაგრამ თუ მის კარიერას და მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი ვისკენაც შეუძლია ხელის გაშვერა, ეს არის საკუთარი თავი“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილზე საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ჩოგბურთელის წარმატებაში ცოლის როლს გაუსვა ხაზი.

25 მაისი 2020, 17:32

მსოფლიო

საზღვრის გახსნის შემდეგ უკრაინელი მუშები პოლონეთში სამუშაოდ ბრუნდებიან

უკრაიანასა და პოლონეთს შორის საზღვარი გაიხსნა. შეზღუდვის შემსუბუქეის შემდეგ ასობით უკრაინელი უბრუნდება სამუშაო ადგილებს მეზობელ ქვეყანაში. პოლონეთში 2 მილიონამდე უკრაინელია დასაქმებული, ძირითადად - სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში.

25 მაისი 2020, 17:25

COVID19

სამედიცინო პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ახალი პროდუქციის გამოშვებას იწყებს

საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის, Faceguard-ის გამოშვებას იწყებს. საწარმოს გახსნას საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ.

ტარიელ კაკაბაძე

25 მაისი 2020, 17:23

სამართალი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. დღევანდელ მოსათათბირებელ პროცესზე კითხვარის დამკიცება მოხდება, ამის შემდეგად კი ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შემდეგ, მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან და დაიწყება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა.

25 მაისი 2020, 17:19

COVID19

ინფექციონისტი: ვირუსთან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ მოგვიგია

„კორონავირუსი არსად წასულა. საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ერთად გატარებული ღონისძიებებით, ამ ვირუსის გავრცელების შეფერხება შევძელით, მაგრამ ის ისევ ჩვენთან რჩება, ამიტომ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. საზოგადოებას პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ფიზიკური დისტანცირება ჩვევად უნდა ექცეს, რადგან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ესაა. არ დაგავიწყდეთ, ვირუსი ჯერ დამარცხებული არაა“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

კახა კალაძე

25 მაისი 2020, 17:09

საზოგადოება

კახა კალაძე: დიღმის ჭალების პროექტი აუცილებლად განხორციელდება

დიღმის ჭალების პროექტი აუცილებლად განხორიცელდება, უბრალოდ პრიორიტეტები არის გადანაწილებული სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს დიღმის ჭალების ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს ეკუთვნის. მისივე თქმით, პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად განხორციელდება.

კახა კალაძე

25 მაისი 2020, 17:07

პოლიტიკა

კახა კალაძე უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევაზე: ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო

ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.