imedi /  29 აპრილი 2020, 18:29 / სანდო წყარო

კახა კალაძე: უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ზიანს მიაყენებს

კახა კალაძე

კახა კალაძე

უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებსა და მათ სტრატეგიულ პარტნიორობას ზიანს მიაყენებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 112 Украина-ს გადაცემა Live шоу-ში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ავანტიურისტია, რომელიც მხოლოდ თავის პიროვნებაზე ფიქრობს და საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს. კალაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტს არანაირი პრინციპები არ გააჩნია და სახელმწიფო ინტერესებს არაფრად აგდებს.

„თავად სააკაშვილი იზრუნებს იმისთვის, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს რაც შეიძლება მეტი პრობლემა გაუჩნდეს. პირადად მე მივიჩნევ, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისათვის სააკაშვილი გუშინდელი დღეა. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. წარსულის გაკვეთილები უნდა გვახსოვდეს. წინ უნდა მივდიოდეთ და არა უკან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 17:37

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს. საუბარია მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე. „ბლანკოსის“ მარცხენა მცველი, ფერლან მენდი და „ჩელსის“ გოლკიპერი ედუარდ მენდი, ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან.

მარია ზახაროვა

15 აპრილი 2021, 17:36

მსოფლიო

ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქცევაზე საკადრის პასუხს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება

„სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

15 აპრილი 2021, 17:27

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში

„თითოეული ჩვენგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერცერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2021, 17:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

შოთა გულბანი

15 აპრილი 2021, 17:24

ეკონომიკა

შოთა გულბანი: წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების შემთხვევები - რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო შუახევი ჰესის, მესტიაჭალაჰესის, ბახვი ჰესის და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების ეტაპებზე, - ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის წევრი, ანალიტიკოსი შოთა გულბანი Facebook-ზე წერს.

ამირან გამყრელიძე

15 აპრილი 2021, 17:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი - ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან - ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე - დისტანციის დაცვა; მესამე - სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიკური ჩვენთვის - დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრების გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება.

15 აპრილი 2021, 17:13

მსოფლიო

ნატო: რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ შეერთებულ შტატებს რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 16:58

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

15 აპრილი 2021, 16:56

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტორია კაზასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელშიც ასევე იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროში საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

15 აპრილი 2021, 16:52

სპორტი

გიორგი ბერიძემ „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. თასის ფინალში ბერიძეს შესაძლოა ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში, რადგან მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს „მტკ“-სა და „ფეჰერვარს“ შორის თამაშში გაირკვევა.

თორნიკე შენგელია

15 აპრილი 2021, 16:37

სპორტი

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში „ცსკა“-მ, საბერძნეთის „პანათინაიკოსი“ 93:86 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

15 აპრილი 2021, 16:35

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

15 აპრილი 2021, 16:32

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ერთ-ერთი ტელეკომპანია დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2,500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“, რომელშიც მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2021, 16:25

პოლიტიკა

ზელენსკი: უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის მიღების კონკრეტული შეთავაზებების დრო დადგა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

15 აპრილი 2021, 16:17

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 400 000 აშშ დოლარი გაყიდა

2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.

სოსო ფრუიძე

15 აპრილი 2021, 16:08

სპორტი

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა. კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, დღეს საღამოს კი გამოცდილმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პირველად ავარჯიშა. ფრუიძისთვის წყალტუბოს გუნდი უცხო არ არის - 1994-1996 წლებში, კარიერის საწყის ეტაპზე ის „სამგურალს“ ამზადებდა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი „ჩიხურაში“ ჰქონდა, სადაც 12 წელი მუშაობდა და დავით ყიფიანის სახელობის თასთან ერთად, ქვეყნის სუპერთასიც მოიგო.

15 აპრილი 2021, 16:04

საზოგადოება

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

„ათასწლეულის ფონდი“ პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო „ათასწლეულის ფონდის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი „გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია“.

15 აპრილი 2021, 15:58

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.