imedi /  01 მაისი 2020, 10:55 / სანდო წყარო

კეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს პროდასავლურ, პროალიანსურ გზას მიჰყვეს

კეროლ კარსკი

კეროლ კარსკი

“საქართველო რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს, თუმცა მის ამჟამინდელ მთავრობას განზრახული აქვს პრო-დასავლურ, პრო-ალიანსურ გზას მიჰყვეს. მმართველი პარტია - „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ღიად აცხადებს, რომ მთავრობას სურს ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება”, - წერს ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „გაძლიერდეს NATO, დავეხმაროთ საქართველოს, დავიცვათ დასავლეთი“.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ მიზანს და ეს უახლესი გამოკითხვებით დასტურდება.

„ეს შეიძლება აუხდენელ ოცნებად ჟღერდეს, სანამ მონაცემებს ნახავთ. საქართველო სულადობრივად უკვე არის NATO-ს საერთაშორისო მისიების ყველაზე დიდი მონაწილე ავღანეთში და ის ახლახანს გახდა მეორე არაწევრი სახელმწიფო (ფინეთის შემდეგ), რომელიც ალიანსის კიბერუსაფრთხოების პლატფორმას შეუერთდა, რომელსაც MISP აკრონიმით იცნობენ. პარტია „ქართულ ოცნებას“ ასევე განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია: გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება. შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში; მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; „Heritage“ ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშრის ბევრ წევრ სახელმწიფოს”, - წერს ევროპარლამენტარი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს უნდა გვაინტერესებდეს იმიტომ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დამაიმედებელი ამბავია. დასავლური კაპიტალიზმისა და დემოკრატიის კლება ბოლო წლებში ფართოდ იყო პროგნოზირებული, თუმცა საფრთხისა და პესიმიზმის მომასწავებელი უწყებების აზრები მცდარი გამოდგება.

„გაერთიანებული სამეფოს როლი პოსტ-პანდემიური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში ფუნდამენტურია. ნუ დააკნინებთ მის მნიშვნელობას. ალიანსის ძირითადი წევრის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის რანგში, გაერთიანებული სამეფოს როლი თავისუფალი სამყაროს დაცვის საქმეში უცილობელი რჩება, ევროკავშრის დატოვების მიუხედავად.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უახლესი საერთაშორისო ამბავი - სანამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია ყველა სხვას გადაფარავდა - ამ ფაქტს ადასტურებს.

თებერვალში გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში მომხდარი მასიური კიბერთავდასხმა გააანალიზეს. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო ევროპის გეოგრაფიულ და ტექნოლოგიურ საზღვარზე იმყოფება. თუ გლობალური ბრიტანეთი რამეს ნიშნავს, ეს არის მისი გაძლიერებული როლი - ისეთი, როგორიც თებერვალში გამოჩნდა, როდესაც ჩვენს პრო-დასავლურ მოკავშირეებს დაეხმარა მსოფლიოს რთულ ადგილებში. საქართველო ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითია”, - წერს ევროპარლამენტარი.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 08:53

საზოგადოება

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე მტკვარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო. აღებულ სინჯებში ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება.

ენდრიუ კუომო

02 ივნისი 2020, 08:42

მსოფლიო

ნიუ იორკის გუბერნატორი: ტრამპს ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს

„მას ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს ღმერთსა და ქვეყანაზე. ის ჯერ მოუწოდებს სამხედროებს დემონსტრანტების დარბევისკენ, შემდეგ კი ეკლესიაში მიდის სალოცავად. ის იყენებს სამხედროებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქციები დაშალოს და შემდეგ ეკლესიასთან ფოტოებს იღებს. პრეზიდენტი სამხედროებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს და ეს სამარცხვინოა,“-აღნიშნა კუომომ.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:32

მსოფლიო

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩვენი ქვეყანა ხელში ანარქისტებმა და მოძალადეებმა ჩაიგდეს

ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს.

02 ივნისი 2020, 08:00

საზოგადოება

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

02 ივნისი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სახლთან დამაკავშირებელ საიდუმლო გვირაბს აშენებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ჯგუფ Spice Girls ყოფილი წევრი ვიქტორია საიდუმლო გვირაბის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ Express წერს.

02 ივნისი 2020, 00:57

სამართალი

ნოჯიხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა სოფელ ბიიდან ნოჯიხევის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

02 ივნისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

ლედი გაგა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ფოტო

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემამ 34 წლის მომღერლის ფოტოები გაავრცელა, სადაც მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. ფოტოებზე ჩანს, რომ ლედი გაგამ წონა აკრიფა. ის კაფეში ყავის დასალევად თავის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა.

02 ივნისი 2020, 00:40

მსოფლიო

დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამის შესახებ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 00:30

ეკონომიკა

ანგარიში: 2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

02 ივნისი 2020, 00:18

მსოფლიო

ჩინეთში იშვითი სახეობის მაიმუნები აღმოაჩინეს

ჩინეთში ჰაინანის კუნძულზე იშვიათი სახეობის მაიმუნები, ე.წ. ჰაინანური გიბონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორი მაიმუნი ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ტყის სიახლოვეს ჯერ კიდევ შარშან შენიშნეს, რის შესახებაც ხელისუფლებას აცნობეს. რამდენიმე დღის წინ კი მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.

02 ივნისი 2020, 00:09

სპორტი

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა. სამივე ოქროს მედალი მოროუმ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სირბილსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

02 ივნისი 2020, 00:05

ტაბლოიდი

ინდოეთში ქალმა თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონი არ უყიდა

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში ქალმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Nations-ი ავრცელებს. 29 წლის ჯიოტი ქმარს სმარტფონის ყიდვას სთხოვდა, რომელიც მათ შვილებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობისთვის სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც კაცმა სმარტფონის ყიდვაზე უარი თქვა, ჯიოტიმ თავი მოიკლა.

Forbes

01 ივნისი 2020, 23:59

COVID19

Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე. დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით.

01 ივნისი 2020, 23:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა

1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვში COVID19-მა 71 ადამიანი იმსხვერპლა. რუსული მედიის ცნობთ, ყველა პაციენტს კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თბილისის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ლივერპული

01 ივნისი 2020, 23:33

მსოფლიო

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს. მერსისაიდული კლუბის 29 ფეხბურთელმა სტადიონზე წრე შეკრა და გარდაცვლილის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატა. აქცია ეგიდით „ერთობა ჩვენი ძალაა“ ჩატარდა.

ტომ კოტონი

01 ივნისი 2020, 23:29

მსოფლიო

სენატორი ტომ კოტონი: ვნახოთ, „ანტიფას“ ტერორისტები რამდენად მაგრები იქნებიან, როდესაც 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას დაუპირისპირდებიან

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტომ კოტონი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში განვითარებულ ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემთხვევებს გამოეხმაურა. სენატორის თქმით, „არეულობა, ანარქია და ძარცვა დღეს საღამოს უნდა მორჩეს“.

01 ივნისი 2020, 23:27

სპორტი

„რეალმა“ სრული შემადგენლობით ივარჯიშა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „რეალი“ 14 ივნისს „ეიბართან“ გამართავს. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 27 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.

01 ივნისი 2020, 23:03

მსოფლიო

ცუკერბერგს ტრამპის გამო თანამშრომლები აუჯანყდნენ

Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი ვირტუალური გაფიცვის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.