imedi /  04 მაისი 2020, 14:21 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე პარლამენტს დაუყოვნებლივ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

დღეს პარლამენტის განსაკუთრებული ვალია, განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტი „ნებაყოფლობით შვებულებაში“ იმყოფება. დეპუტატი პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს და მოუწოდებს, პარლამენტმა მუშაობა განაახლოს.

„დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით, როცა პარლამენტში უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა, პარლამენტი არის ფაქტობრივად ნებაყოფლობით შვებულებაში გასული. საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის წინაშე წარმოშვა უამრავი პრობლემა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა და მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის, ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც დარჩა უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში. დღეს არის განსაკუთრებული ვალი პარლამენტისა, რომ განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს რეალური გეგმაც კი არ აქვს წარმოდგენილი, თუ როდის დაიწყებს სოციალური დახმარებების გაცემას. ევროპის ყველა სახელმწიფომ, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა დიდი ხანია რაც ამ უმძიმესი კრიზისის პირობებში საკუთარ მოქალაქეებს გაუწიეს ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ასევე მთავრობას მოუწოდებს, საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა პარლამენტში დროულად წარმოადგინოს.

„დღეს საქართველოს მთავრობა მექანიზმებზე ფიქრობს და არ იცის, თუ როდის დაიწყება ის მწირი და უსამართლოდ გაწეული დახმარებების დარიგება, რომელსაც ასე ელოდება ხალხი. საქართველოს მთავრობამ 600 000 ჩვენი მოქალაქე, რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისთვის. ამიტომ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას. მთავრობა, რომელსაც თუკი ვენდობით, მაგრამ ხშირად ილუზიებში იმყოფებიან, აპირებს რამდენიმე მილიარდის დახარჯვას ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს, ვინაიდან პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი და პარლამენტის ნებართვით უნდა იყოს გაწეული ნებისმიერი ხარჯი და ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, დაუყოვნებლივ დაიწყონ კომიტეტებმა მუშაობა, პლენარულმა სხდომამ. ეს სავსებით შესაძლებელია იმ ნორმების დაცვით, რომელსაც ითვალისწინებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წესები. დისტანციის დაცვით პარლამენტი უნდა შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების აღსრულებას, ხოლო მთავრობამ კეთილი ინებოს და დროზე წარმოადგინოს პარლამენტში საგანგაბო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველა სიახლე

წმინდა პეტრეს ტაძარი

07 ივნისი 2020, 08:00

მსოფლიო

რომის პაპის საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაფლანგვისთვის იტალიელი კაცი დააკავეს

დააკავეს იტალიელი კაცი, რომელიც ვატიკანის წარმომადგენლებს ლონდონში ძვირადღირებული ქონების შეძენაში ეხმარებოდა. ჯანლუიჯი ტორზის ბრალად გამოძალვა, გაფლანგვა, თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. ის ასრულებდა შუამავლის როლს, რომელიც ვატიკანის $200 მილიონიან გარიგებებში იყო ჩართული.

სულთმოფენობა

07 ივნისი 2020, 05:04

საზოგადოება

დღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე, დაიწყებს.

07 ივნისი 2020, 01:05

ტაბლოიდი

ვიეტნამში კაცმა სახლის ღობე Iphone-ების კორპუსებით მორთო

კორპუსები ნამდვილია და არა სტიკერები. უბრალოდ კაცი სერვის-ცენტრში მუშაობს და სწორედ აქედან აქვს ამდენი კორპუსი, რომელიც აღარავის სჭირდება. ღობეში ძირითადად მეექვსე და მეშვიდე Iphone-ების ნაწილებია გამოყენებული.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2020, 00:42

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარული კატასტროფისთვის ჯერ არ მიგვიღწევია

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოწოდებების მიუხედავად, ისევ გაჩნდებოდა მოარული ჭორები, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არ ვრცელდება. ჩვენ ამ მოარული ჭორების შედეგების ნაყოფს ვიმკით“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩინეთი მსუქანი ბიჭი

07 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჩინეთში კარანტინის შემდეგ ბიჭს ფორმის შეკვრა გაუჭირდა და ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ვიდეო

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის გამო კარანტინში 4 თვე გაატარეს და ამ დროის განმავლობაში ბევრ მათგანს ტანსაცმლის ზომა შეეცვალა. ერთი ბიჭი ადგილობრივი სოცქსელების გმირი გახდა, მას შემდეგ რაც Weibo-ზე (Twitter-ის ჩინური ანალოგი) აიტვირთა ვიდეო, რომელზეც ის სასკოლო ფორმის ჩაცმას ცდილობს.

07 ივნისი 2020, 00:21

ტაბლოიდი

კრიშტიანო რონალდუმ ​მდიდრული ვილა იყიდა. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში თავისი ახლად შეძენილი სახლის ფოტოები გამოაქვეყნა.

ლონდონი

07 ივნისი 2020, 00:05

მსოფლიო

ლონდონში ანტირასისტული აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ლონდონში, აქციაზე, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, დაუნინგ სთრითზე დემონსტრანტების პატარა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები დაუშინა. თავის მხრივ, პოლიციამ დემონსტრანტებს უკან დახევა აიძულა.

06 ივნისი 2020, 23:46

მსოფლიო

შეზღუდვების მიუხედავად, პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ვიდეო

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ანტირასისტული აქციების ჩატარება აკრძალა. ამის მიუხედავად, პარიზის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები მაინც მივიდნენ.

06 ივნისი 2020, 23:16

COVID19

სომხეთში, პენიტენციურ სისტემაში СOVID19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე ლუსინე მარტიროსიანზე დაყრდნობით წერს.

06 ივნისი 2020, 23:10

თემა

რა არის SPF-ი? იცავს თუ არა ის ადამიანს კიბოსგან და დღეში რამდენჯერ არის საჭირო მისი წასმა?

მზის აბაზანა მხოლოდ D ვიტამინს, კარგ განწყობასა და ლამაზ რუჯს არ გულისხმობს. ამ ყველაფრის პარალელურად ნაადრევი ფოტოსიბერე, იმუნური სისტემის აქტიურობის დაქვეითება, კატარაქტისა და კანის კიბოს განვითარების რისკი დგას. ამის მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 23:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტი არ ჩამოვა, თუ ორი კვირა კარანტინში გააჩერე

თუ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ წავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად, კარანტინი საჭირო არ არის, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოთ ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 22:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა

ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კორონავირუსს სეზონური ბუნება.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივნისი 2020, 21:48

COVID19

სომხეთში ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება

სომხეთში, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას აქვს ვალდებულება, ილაპარაკოს სიმართლე, რამდენადაც სასტიკი არ უნდა იყოს ის.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისული სტრატეგია მზადების პროცესშია და გვაძლევს საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ეკონომიკის ვარდნა ლოგიკური იყო. „ის ნეგატიური მონაცემები რაც ჩვენ მარტსა და აპრილში გვქონდა არის გლობალური კრიზისით და პანდემიით გამოწვეული. სწორედ ამ თვეებში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მობილობა და ეკონომიკური აქტივობა, იმის გამო, რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება და პრევენციული ზომები გამოგვეყენებინა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დმანისი

06 ივნისი 2020, 21:06

საზოგადოება

დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

40 წლის შემდეგ პირველად, დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი) მოსახლეობას სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:56

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ძალიან კარგად ესმის ადგილობრივ ტურიზმს, სასტუმროებს, რომ მათი უსაფრთხოების ხარისხი არის ჩვენი კონკურენტუნარიანობის საწინდარი

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი და ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ტურიზმის ინდუსტრია იქნება მზად, რომ უსაფრთხოდ უმასპინძლოს სტუმარს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 20:28

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხეს. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, შეიხ მირტაგი ასადოვს აცხადებს, უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, რას ეხებოდა კითხვები.

06 ივნისი 2020, 20:04

მსოფლიო

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს

გერმანიაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გერმანული მედიის ცნობით, დაზარალებულთა შორისაა 5, 10 და 12 წლის ასაკის სამი ბავშვი. მთავარი ეჭვმიტანილი მიუნსტერის მცხოვრები, IT-სპეციალისტი, 27 წლის კაცია, რომელიც სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს.