imedi /  07 მაისი 2020, 17:54 / სანდო წყარო

კონსტანტინ კოსაჩევი: რუსეთი მზად არის, საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან სრულად აღადგინოს

კონსტანტინ კოსაჩევი

კონსტანტინ კოსაჩევი

რუსეთი მზადაა, სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასთან და საქართველოსთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდის დროს განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, რუსი პარლამენტარები მზად არიან სრულად აღადგინონ საპარლამენტო დიალოგი, როგორც მათ თანამოაზრეებთან, ისე ოპონენტებთან.

„მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, - განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა.

მისი განმარტებით, რუს პარლამენტარებს არ ეშინიათ მწვავე თემების განხილვის „ჩვენ გვაქვს სათქმელი და ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც”, - დასძინა პოლიტიკოსმა.

Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდში პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

25 მაისი 2020, 15:44

ეკონომიკა

ნათია მეზვრიშვილი: ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები

როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან და საერთაშორისო ვიზიტორებს 1-ლი ივლისიდან ექნებათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ლაშა ჩხარტიშვილი

25 მაისი 2020, 15:40

სამართალი

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით ჩხარტიშვილი „ალუბლების ქუჩაზე“ აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. მომხდარის დეტალები უცნობია.

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 15:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა

როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

25 მაისი 2020, 15:32

ტექნოლოგიები

საგამოძიებო სამსახურის განახლებული ვებგვერდი is.ge დღეიდან ამოქმედდა

უწყების ოფიციალურ გვერდზე ვიზიტორებს შეეძლებათ გაეცნონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, სხვა სიახლეებსა და აქტივობებს, სამსახურის სტრატეგიას, მიზნებსა და მისიას, ყოველწლიურ ანგარიშებს, ასევე ფოტო და ვიდეო გალერეას.

ნათია მეზვრიშვილი

25 მაისი 2020, 15:27

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს

შეზღუდვების ერთიანად მოხსნამ და არათანმიმდევრულმა ქმედებამ შესაძლოა ბევრი ნაბიჯით უკან დაგვაბრუნოს და მიღწეული შედეგები წყალში ჩაგვეყაროს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

25 მაისი 2020, 15:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა და 7 113 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში ვირუსს უკვე 87 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთაგან 3 145 ვირუსისგან განიკურნა.

მდინარე ჭანჭახი

25 მაისი 2020, 15:16

რეგიონი

ონში ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა

ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. სტიქიის ადგილზე მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად იმყოფება. დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული სამუშაოები.

საოკუპაციო ხაზი

25 მაისი 2020, 15:08

რეგიონი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი, გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადასცეს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 15:06

საზოგადოება

ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება

„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

25 მაისი 2020, 15:03

მსოფლიო

ვენესუელაში საწვავით დატვირთული პირველი ირანული ტანკერი ჩავიდა

ვენესუელაში საწვავით დატვირთული პირველი ირანული ტანკერი ჩავიდა. ირანიდან ვენესუელის მიმართულებით სულ ხუთი ტანკერი გაგზავნეს. ირანიდან სულ 5 ტანკერი გაგზავნეს. აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული როგორც ვენესუელისთვის, ისე - ირანისათვის.

25 მაისი 2020, 14:56

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას და ამის მიხედვით გადაწყდება ელჩის დაბრუნების თარიღი

დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.

ამირან გოგიტიძე

25 მაისი 2020, 14:50

COVID19

ამირან გოგიტიძე: ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში მოთავსებული ყველა მედიკოსის ანაზღაურებას შეუფერხებლად გასცემს

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ანაზღაურებს რომელიმე მედიკოსის საკარანტინე პერიოდის თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს. მედიკოსებს ეს თანხა თვის ბოლომდე ჩაერიცხებათ. ახლა დოკუმენტების განხილვა მიმდინარეობს, რომელიც თავად უნდა წარადგინონ.

25 მაისი 2020, 14:42

COVID19

იაპონიის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას გეგმავს

იაპონიის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ხუთ პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში, მოქმედებს.

რატი იონათამიშვილი

25 მაისი 2020, 14:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სტრასბურგში გაგზავნილი ათასობით საქმის უკან გმირი ადამიანები იდგნენ

სტრასბურგის ევროპული სასამართლო ყველაზე მეტად ააშკარავებს, რა არის სინამდვილე, როგორი არის რეალობა. სტრასბურგის სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული, სადაც ადამიანის ძალიან უხეში და სასტიკი დარღვევები გამოვლინდა, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:32

სამართალი

ირმა ჭკადუა: ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა და ბავშვი პრაქტიკულად ძალით წამოიყვანა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა ყოფილი მეუღლე და ბავშვი პრაქტიკულად ძალით წამოიყვანა - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. ირმა ჭკადუამ განმარტა, რომ სპორტსმენს სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობისთვის კვირაში ორი დღე მიაკუთვნა. ადვოკატის თქმით ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ჩაშალა. „სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამართული სოციალური სამსახური. ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ჰქონდა მოლოდინები, რომ შესაძლოა მის მიმართ გარკვეული პროვოკაციები განხორციელებულიყო, ორი დღით ადრე სთხოვა სოციალურ მუშაკს რომ დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას. ნიკოლოზ ბასილაშვილს კვირაში ორი დღე აქვს გამოყოფილი, ხუთშაბათი და შაბათი.

25 მაისი 2020, 14:30

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს დროშის დარბაზი გაიხსნება

„ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა. ასევე წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი (დროშა ეროვნულ ბიბლიოთეკას ყოფილმა დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა გადასცა), რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა“.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 14:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები

„საინტერესოა, რას ეტყვიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები“.

ენტონი ფაუჩი

25 მაისი 2020, 14:23

COVID19

ენტონი ფაუჩი: პრევენციული ზომების მიღება აუცილებელი იყო ეპიდემიის პირველ ეტაპზე, თუმცა ახლა მათი მოხსნის დაწყება შესაძლებელია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სახლში დარჩენის ბრძანების დიდი ხნით გახანგრძლივება აშშ-ს აუნაზღაურებელ ზიანს მოუტანს.

მერაბ ქვარაია

25 მაისი 2020, 14:14

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი განიხილება, კომიტეტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იკითხა, რატომ არ ესწრებიან სხდომას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე დაინტერესდა, რამდენად ირებენ ისინი პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

25 მაისი 2020, 14:13

რეგიონი

გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა

გუდაურში კაფე ვიტამინი დაიწვა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. არ არიან არც დაშავებულები. სპეციალური სამსახურები ახლა იმის დადგენას ცდილობენ თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდარ ფაქტზე საგანგებო სიტუაციების სამსაურში აცხადებენ, რომ შეტყობინება ხანძრის შესახებ არ შესულა,