საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ
დავით ზალკალიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
„სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დაინიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები. მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს. ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და რაც მთავარია, ერთობლივ ძალისხმევაზე ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 20:08
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ქართული ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა
ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე.
05 მარტი 2026, 20:06
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში
ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე.
05 მარტი 2026, 19:47
მსოფლიო
უნგრეთის მთავრობის სპიკერი: ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა
ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან წამოსული მუქარა და შანტაჟი ყოველგვარ მისაღებ ზღვარს გასცდა, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა.
05 მარტი 2026, 19:27
პოლიტიკა
გვარამიას პარტიის წევრი ივა ჭყონია: როგორ შეიძლება შენს მეზობელთან იყოს ომი და შენ გქონდეს მშვიდობა, ეს ტყუილია. მარტო საქართველოში მშვიდობა ვერ იქნება, პირიქით, შეიძლება უფრო ძვირიც დაგვიჯდეს და მეტი პრობლემები შეგვექმნას
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ივა ჭყონიას თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა, ეს მოჩვენებითია და მას მოგონილ მშვიდობას უწოდებს.
05 მარტი 2026, 19:14
მსოფლიო
იტალიის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები ირანზე აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმა ირანზე აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 19:05
მსოფლიო
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ალიანსის წევრებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ ირანთან ომის მიმართ
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა კატეგორიულად უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ალიანსის წევრებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ ირანთან ომის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
05 მარტი 2026, 18:28
მსოფლიო
სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებისა, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში.
05 მარტი 2026, 18:26
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ხიდაშელის განცხადებაზე: უმძიმესი პროვოკაციული განცხადებაა და მისი მიზანია ქვეყნის იმიჯის დაზიანება
უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ეს არის პროვოკაციული განცხადება და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა"
05 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სადისტრიბუციო და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
05 მარტი 2026, 18:15
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
05 მარტი 2026, 18:12
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე: მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება
მოიძებნებიან და არიან ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაფართოება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, ნახიჩევანში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 18:11
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: რასაც ტრამპი აცხადებს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ზუსტად ჰორმუზის სრუტეს და ნავთობის რეზერვებს უკავშირდება. სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოები ასე თუ ისე შეძლებენ მდგომარეობიდან გამოსვლას
რასაც ტრამპი აცხადებს ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ ზუსტად ჰორმუზის სრუტეს და იმ რეზერვებს უკავშირდება. სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოები ასე თუ ისე შეძლებენ მდგომარეობიდან გამოსვლას, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
05 მარტი 2026, 18:10
მსოფლიო
ზელენსკი ორბანზე: ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შეწყვეტს ევროკავშირის დონეზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის საბოლოო დამტკიცების ბლოკირებას.
05 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. ამის გამოხატულებაა ის შეხვედრები, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ატარებს
მისასალმებელია ეს და ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
05 მარტი 2026, 18:03
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ხიდაშელის განცხადებაზე: ასეთ სიტუაციაში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც
„ასეთ სიტუაციაში, როცა დაძაბულია რეგიონში ვითარება და ვხედავთ პროვოკაციულ ქმედებებს ჩვენს სამეზობლოში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უპასუხისმგებლო არის“, - მიიჩნევს სალუქვაძე.
05 მარტი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა - ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც არის დაბალანსებული ყველა თვალსაზრისით
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
05 მარტი 2026, 17:57
მსოფლიო
არსებობს თავდაცვის საშუალებები, რომლებიც უკრაინას სჭირდება, მაგრამ ახლა მათი გადასროლა ახლო აღმოსავლეთში ხდება - კაია კალასის განცხადებით, ირანის ომმა, შესაძლოა, უკრაინას ავნოს
კრიზისმა ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უკრაინის შესაძლებლობას წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა.
05 მარტი 2026, 17:56
პოლიტიკა
გიორგი კახიანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება ამა თუ იმ ფორმით იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება, მათი გამოაშკარავება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 17:55
სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა
საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - რანგირების საბჭოზე რანგში დაწინაურების მიზნით 41 პროკურატურის თანამშრომელი იყო წარდგენილი. მათ შორის პირველი რანგი მიენიჭა 22 თანამშრომელს აქედან 17 პროკურორს და 5 გამომძიებელს, ხოლო მეორე რანგი მიენიჭა 19 თანამშრომელს - 15 პროკურორს და 4 გამომძიებელს.
05 მარტი 2026, 17:52
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებულ შეტევას. მიუღებელია ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.


