imedi /  09 მაისი 2020, 12:21 / სანდო წყარო

„უკრაინა მოკავშირეს და რუსეთის მტერს კარგავს, სააკაშვილმა კი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია“ - უკრაინული მედია

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

„უკრაინა მოკავშირეს და რუსეთის მტერს კარგავს, სააკაშვილმა კი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია“ - ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL.com აქვეყნებს.

სტატიის ავტორის, ვიტალი ტისიაჩნის აზრით, რეფორმების კომიტეტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სამშობლოში არაერთგზის გასამართლებული მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო უკრაინა დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისმა კონსულტაციებისთვის გაიწვია.

როგორც გამოცემა უკრაინის საგარეო უწყებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, კიევში დაბრუნების შემდეგ თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინულ მხარეს პროტესტის ნოტას გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაწყვეტაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თბილისისგან არც მეგობრული ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი. ექსპერტების აზრით, უკრაინა მოკავშირე ქვეყანას და რუსეთის მტერს კარგავს.

საერთაშორისო საკითხების ექსპერტის, იულია ოსმოლოვსკაიას განცხადებით, თბილისის ასეთი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება რუსეთის პირდაპირ ინტერესებში შედის.

„საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროსტრუქტურების მიმართულებით სინქრონულად მიდიან. ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბულობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებზე კოლექტიური ზეწოლის შესაძლებლობას ამცირებს, რაც რუსეთისა და მისი პოლიტიკისთვისაა სასარგებლო“, - აცხადებს იულია ოსმოლოვსკაია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცემის წყაროს განცხადებით, სააკაშვილის დანიშვნით ვოლოდიმირ ზელენსკი „მთავრობაში ტონუსის შენარჩუნებას“ ცდილობს და ამისთვის საუკეთესო საშუალება რეფორმების კომიტეტში მისი დანიშვნაა, ვინაიდან ამ ორგანოს არანაირი რეალური პასუხისმგებლობა არ აქვს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი მთავრობის მუშაობაზე არაფორმალურ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ღია კონტროლს დაამყარებს, რაც მოდუნების საშუალებას არ მისცემს პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს. ამიტომ სააკაშვილის დანიშვნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრი პოზიტიური მომენტია. ერთი მხრივ, მისი თანამდებობა სიმბოლურია და რეფორმებზე ზეგავლენის არანაირი მექანიზმებს არ ითვალისწინებს. მეორე მხრივ, უკრაინამ საქართველოსთან კონფრონტაცია მიიღო. ტრაგედიას ამას ვერ ვუწოდებთ, თუმცა ამაში არც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური დივიდენდები ჩანს. რეგიონში რუსეთის აქტიურობის გათვალისწინებით, პატარა, მაგრამ მეგობრული ქვეყნის მხარდაჭერის დაკარგვა ალოგიკური გადაწყვეტილებაა“, - წერს სტატიის ავტორი.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

ყველა სიახლე

05 სექტემბერი 2026, 13:55

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ხარკის კუნძულთან ირანული ტანკერი დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში, ირანის ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, ხარკის კუნძულთან ირანულ ტანკერს დაარტყა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ნებიერიძე

05 სექტემბერი 2026, 13:47

პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები, მიშას მხრიდან არ წყდება პოლიტიკური ველის ტალახში ამოსვრის მცდელობა. ამ ქმედებების შეფასებას აღარ გავაკეთებ. ყველასთვის ცხადია რომ უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკეთესს ვერ ისურვებდა ოლიგარქი, - წერს პარტია „ახალის“ წევრი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში. ნებიერიძე წერს, რომ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური ველის „ტალახში ამოსვრის მცდელობა“ არ წყდება, რაც, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკიდურესად საზიანოა.

05 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

The Guardian: გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

გერმანია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების ტურისტული ვიზებით შესვლაზე შეზღუდვები გაამკაცრონ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

05 სექტემბერი 2026, 13:15

რეგიონი

ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

05 სექტემბერი 2026, 13:11

პოლიტიკა

ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ

ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ

05 სექტემბერი 2026, 13:03

სამართალი

ასავალ/დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს რომ ისაა ნამდვილი ცოლი

გაზეთ ასავალ/დასავალის ჟურნალისტი, დომენტი ჩუბინიძე, Facebook live-ში უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან, ისევე როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა და ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაფერი იციან.

05 სექტემბერი 2026, 12:37

საზოგადოება

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი.

სი ძინპინი

05 სექტემბერი 2026, 12:34

მსოფლიო

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მრავალრიცხოვანი ბიზნესდელეგაციის წაყვანას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 სექტემბერი 2026, 12:27

თავდაცვა

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობაში, საპარაშუტო მომზადების პროგრამის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

05 სექტემბერი 2026, 12:06

მსოფლიო

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმა

ამერიკელმა გამომძიებლებმა უპრეცედენტო ნაბიჯს მიმართეს და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაახლოებით 50 წევრი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით პოლიგრაფზე შეამოწმეს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

05 სექტემბერი 2026, 11:34

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე - საქართველოსთან მიმართებაში გერმანიის მთავრობის მხრიდან ურთიერთობის ტაქტიკის ცვლილებაზე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. ექსპერტი წერს, რომ დიპლომატიური შტურმის ნაცვლად გერმანია რბილი ურთიერთობების პოლიტიკაზე გადადის. მისივე თქმით, ურთიერთობების შერბილების გზაზე პირველი ნაბიჯი ახალი ელჩის, ბარბარა ფოსის დანიშვნაა, რომელმაც ამ პოსტზე ხისტი პოლიტიკის გამტარებლად ცნობილი პეტერ ფიშერი შეცვალა.

05 სექტემბერი 2026, 11:29

კულტურა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

დონალდ ტრამპი

05 სექტემბერი 2026, 11:24

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას შემდეგ რაც მან კანადა-ამერიკის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა.

05 სექტემბერი 2026, 11:21

ეკონომიკა

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

05 სექტემბერი 2026, 11:18

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია მისი მისამართით ციხეში იგინება, როდესაც დერეფანში გადაადგილდება

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია მისი მისამართით ციხეში იგინება, როდესაც დერეფანში გადაადგილდება

ნინო წილოსანი

05 სექტემბერი 2026, 11:12

პოლიტიკა

„ეს ნიკა გვარამიას მუქარა ჩემს მიმართ იდოს მაინც აქ, არქივისთვის” - ნინო წილოსანი გვარამიას პასუხობს

ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას პასუხობს. „ეს ნიკა გვარამიას მუქარა ჩემს მიმართ იდოს მაინც აქ, არქივისთვის”, - წერს ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე. აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

05 სექტემბერი 2026, 11:08

პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა" - წამებასთან გათანაბრებულია

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებებში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას აკრიტიკებს და ამ შეზღუდვას თანამედროვე სამყაროში გაუმართლებლად მიიჩნევს.

05 სექტემბერი 2026, 10:53

მსოფლიო

Bild: გერმანიაში ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

გერმანელი სამართალდამცველები საბოტაჟის მორიგ ფაქტს იძიებენ. ქალაქების გიორლიცისა და ბაუცენის მიმდებარედ განთავსებულ ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, იუწყება გამოცემა Bild-ი.

05 სექტემბერი 2026, 10:43

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

05 სექტემბერი 2026, 10:34

სამართალი

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა