არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისას ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, ახლა კი, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ბრიფინგი ჩაატარეს, რომ მუშაობის საშუალება მიეცეთ, რაც მინიმუმ არადამაჯერებელია
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: Facebook
პარლამენტის თავმჯდომარემ „გაჩერებული პარლამენტის“ შესახებ ოპოზიციის პრეტენზიებს უპასუხა და განაცხადა, რომ მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმში იყო.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ოპოზიცია მუშაობის საშუალებას ითხოვს, რაც როგორც მინიმუმ, არადამაჯერებელია.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, პრაქტიკულად, არც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტის ჩართულობის გარეშე არ ყოფილა მიღებული.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის ოპოზიციის დესტრუქციული და რადიკალური ნაწილის წუხილები. სხვათა შორის, მათი კომენტარები ძალიან მოკლევადიანია - როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით, რომ მობრძანდით, მიიღეთ მონაწილეობა პროცესში; ჩაერთეთ კანონმდებლობის შემუშავების და განხილვის პროცესში; ჩაერთეთ დებატებში, მთელი ეს პერიოდი, როდესაც უნდა ემუშავა პარლამენტს და ემუშავათ მათ, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და ახლა, როდესაც კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, ხაზგასმით ვამბობ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, პარლამენტი გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტი მხოლოდ საგანგებო სხდომებს ატარებს.
ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან მქონდა და მაქვს კომუნიკაცია დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში - ნახეთ სხვა პარლამენტები, მათი საქმიანობა ამ პერიოდში იყო უკიდურესად შეზღუდული, ვინაიდან ეს არის წესი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, თუმცა აქ არის ძალიან დიდი - მაგრამ, რომლის დანახვაც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს არ სურს.
პარლამენტი მთელი ეს პერიოდი სამუშაო პროცესში სრულფასოვნად იყო ჩართული, თქვენ კარგად ხედავდით, რომ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში, პარლამენტი იყო მაქსიმალურად წარმოდგენილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთავრობას კარგი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ პერიოდში იყო და პრაქტიკულად, არც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტის ჩართულობის გარეშე არ ყოფილა მიღებული.
გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოება ყოველდღე ხედავდა, რომ მაჟორიტარები თავის ოლქებში, რეგიონებსა და რაიონებში, კარანტინით ჩაკეტილ ქალაქებსა და რაიონებშიც კი რჩებოდნენ წინა ხაზზე და მოქალაქეებთან ერთად იდგნენ, ჯანდაცვის სამსახურთან ერთად ორგანიზებას უწევდნენ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ღონისძიებებს, ასევე ჩართული იყვნენ უშუალოდ დახმარების მობილიზებასა და ორგანიზებაში
გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობდით დიასპორის კომიტეტთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტი მუშაობდა და დღემდე მუშაობს ბავშვების საკითხებზე, რომლებიც პანდემიის გამო შესაძლო რისკის ქვეშ არიან. მუშაობდა ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შესაბამის სტრუქტურებთან. ასევე მუშაობდა საფინანსო კომიტეტი, ეკონომიკური კომიტეტი ეკონომიკურ გეგმებზე.
პარლამენტი ასევე ატარებდა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შეხვედრას და ეს გრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ. ეს მოხდება საგანგებო მდგომარების ამოწურვისთანავე.
იმ ადამიანებისგან როგორც მინიმუმ ვერ მივიღებ შენიშვნას, როდესაც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ მუშაობდნენ და დღეს, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, გამოვიდნენ, ბრიფინგი ჩაატარეს, რომ მუშაობის საშუალება მიეცეთ. როგორც მინიმუმ, ეს არადამაჯერებელია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.


