imedi /  12 მაისი 2020, 13:48 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნითი დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, დოკუმენტში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი. დოკუმენტში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, ხოლო ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების კუთხით, გამოყოფილია როგორც პრიორიტეტი.

მინისტრის ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავების აუცილებლობა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვა და შავი ზღვის რეგიონი.

„რაც ყველაზე მთავარია, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის და ჩვენ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია იქნება ყოვლისმომცველი და დაფარავს ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად მიმართულებას.“- განაცხადა ზალკალიანმა.

2020 წლის 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (Foreign Affairs Council- FAC) მიიღო დასკვნითი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც შეფასებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში და სახავს მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ეს დასკვნითი დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხრიდან პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი 2020, 15:55

COVID19

ამირან გამყრელიძე: პიკში შევედით და ეს პიკი გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები

მისი თქმით, დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას, მაგრამ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:53

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდემიას მართავენ ეპიდემიოლოგები, ჩვენ ექიმებთან გავდივართ სხვა ტიპის კონსულტაციას

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან კონსულტაციების შესახებ განმარტება გააკეთა. „ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართოთ ეპიდემია“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების მოწყობას არ ვგეგმავთ, ეს ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის

დილის მონცემებით, 364 თავისუფალი საწოლი იყო. თუმცა ამ მომენტისთვის, შესაძლოა, უკვე ეს მონაცემები სხვა იყოს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:46

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი მხრივ ვითვალისწინებთ იმ ზიანს, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდ-ინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ასევე ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ყველა ველოდებით ახალ წელს და შობას. ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მოხდეს ისეთი და იმ ვადით შეზღუდვები, რომ ყველა ეს კომპონენტი მოყვეს ზარალში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც დავაწესებთ შეზღუდვებს“, - განმარტა მინისტრმა.

25 ნოემბერი 2020, 15:44

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 146 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 172 935 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 146 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:44

COVID19

საკოორდინაციო საბჭო სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებზე მსჯელობს

სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებზე ვმსჯელობთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდინფიცირებულის მიერ ექიმზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 15:41

სამართალი

პროკურატურამ, გლდანის „კარფურში“ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს, ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:38

COVID19

რა ტიპის შეზღუდვები როდიდან ამოქმედდება, ხვალ გახდება ცნობილი

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და ეპიდემიოლოგები და ექსპერტები გვთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს. შეზღუდვები არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებას, ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი. ჩვენ დავაკვირდებით კლების პროცენტს და ამ პერიოდის შეფასების შემდეგ, შეიძლება შემოვიღოთ უფრო მეტად გამკაცრებული სქემა ან პირიქით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:37

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არ აქვს მნიშვნელობა, იქნება აქცია თუ ქორწილი, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესებს არ იცავს

არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მეც და ეპიდემიოლოგებმაც არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს. ეს ეხება აქციებს, ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებას, რამაც გამოიწვია ინფიცირებულთა ასეთი მკვეთრი ზრდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:35

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანია პიკის დროულად შეჩერება

მთავრობის მიზანი კორონავირუსის გავრცელების პიკის დროულად შეჩერებაა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი შეზღუდვების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. „​პიკთან დაკავშირებით ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. იცით, რომ მთავრობა გადის კონსულტაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანი არის არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროულად შეჩერება, იმისთვის, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს განაგრძოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

25 ნოემბერი 2020, 15:34

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში სკოლის და ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ბიწმენდში საბავშვო ბაღის და სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. სამუშაოების პროცესს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გია გიუტაშვილთან ერთად გაეცნო.

მამუკა ხაზარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:23

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი ერთია, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრები გრძელდება. შალვა ნათელაშვილის და ირმა ინაშვილის შემდეგ კელი დედგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ხვდებიან.

ირმა ინაშვილი

25 ნოემბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, რომ ახალი არჩევნები ინიშნება

„ახლა მიმდინარეობს ახლა ძალიან რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის და ყველა სიტყვა არის მოსაზომი. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და დისკუსიისა და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებამდე. ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები“, - განაცხადა ინაშვილმა.

კოვიდსასტუმრო

25 ნოემბერი 2020, 15:11

რეგიონი

ბათუმის კოვიდსასტუმრო: პაციენტი აგრესიული იყო და მე-11 სართულიდან გადახტომას ცდილობდა

დაცვის სამსახურის სწრაფი რეაგირება რომ არა, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა, - ამის შესახებ აცხადებენ ბათუმის კოვიდსასტუმროში, სადაც პაციენტი ექთანს თავს დაესხა. მათი თქმით, პაციენტი აგრესიული იყო და მე-16 სართულიდან გადახტომას ცდილობდა.

კორონავირუსი

25 ნოემბერი 2020, 15:06

COVID19

ბულგარეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა

„ერთადერთი, რაც COVID-19-ის გავრცელებას ამცირებს, სოციალური კონტაქტების შეზღუდვა ან კარანტინია. ჰოსპიტლებზე წნეხის შესამსუბუქებლად, რომლებიც უკვე ზღვარზე არიან, 3 კვირით ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

25 ნოემბერი 2020, 14:53

სპორტი

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე წარდგენილი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა

ფიფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე - The Best-ზე არიან წარდგენილნი. ნომინატთა სიაში არიან: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, ლივერპული), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დაიკი (ყველა ლივერპული).

დავით ხახალეიშვილი

25 ნოემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

ძიუდოისტი, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ფონდმა „ქართუმ“, რომელიც წლებია, გვერდში უდგას ქართულ სპორტს და უპრეცედენტო ქველმოქმედებას ახორციელებს, ამჯერად მიზნად ჩემი სიცოცხლის გადარჩენა დაისახა, – ამის შესახებ ძიუდოისტი, დავით ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ძიუდოისტი, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2020, 14:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ბურთი საერთო მოედანზეა, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, დიალოგი წარმატებით დასრულდეს

ბურთი საერთო მოედანზეა. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა.

მანქანა მერკელი

25 ნოემბერი 2020, 14:42

მსოფლიო

ანგელა მერკელის რეზიდენციის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა

მანქანაზე წარწერები იყო დატანილი: „შეაჩერეთ გლობალიზაციის პოლიტიკა“ და „ბავშვების და მოხუცების წყეული მკვლელები ხართ“.

25 ნოემბერი 2020, 14:40

COVID19

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ბათუმის, ფოთის, თბილისის აეროპორტისა და ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.