imedi /  12 მაისი 2020, 19:01 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი ოპოზიციის ნაწილზე: მათ არ აწყობთ არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია ერთადერთი გზაა

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„ოპონენტების გარკვეული ჯგუფი მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აწყობთ არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია ერთადერთი გზაა, სადაც შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვანაირად მათი განცხადება არ იკითხება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელისუფლების ოპონენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არ მოხდება ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

მისივე თქმით, რთული ვითარების პროგნოზირება საჭირო არ არის, მაგრამ სასიამოვნო და მარტივი იმაში, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რასაკვირველია, არაფერია.

„საზოგადოებამ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური პარტიების და საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრების ბედი, რასაკვირველია, სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს ვის რა პოზიცია უკავია და ვინ როგო ფიქრობს საკუთარ ქვეყანზე, მითუმეტეს, ასეთ საკმაოდ მძიმე პერიოდში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. გუშინ არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ენდრიუ კუომო

02 ივნისი 2020, 08:42

მსოფლიო

ნიუ იორკის გუბერნატორი: ტრამპს ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს

„მას ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს ღმერთსა და ქვეყანაზე. ის ჯერ მოუწოდებს სამხედროებს დემონსტრანტების დარბევისკენ, შემდეგ კი ეკლესიაში მიდის სალოცავად. ის იყენებს სამხედროებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქციები დაშალოს და შემდეგ ეკლესიასთან ფოტოებს იღებს. პრეზიდენტი სამხედროებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს და ეს სამარცხვინოა,“-აღნიშნა კუომომ.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:32

მსოფლიო

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩვენი ქვეყანა ხელში ანარქისტებმა და მოძალადეებმა ჩაიგდეს

ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს.

02 ივნისი 2020, 08:00

საზოგადოება

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

02 ივნისი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სახლთან დამაკავშირებელ საიდუმლო გვირაბს აშენებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ჯგუფ Spice Girls ყოფილი წევრი ვიქტორია საიდუმლო გვირაბის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ Express წერს.

02 ივნისი 2020, 00:57

სამართალი

ნოჯიხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა სოფელ ბიიდან ნოჯიხევის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

02 ივნისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

ლედი გაგა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ფოტო

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემამ 34 წლის მომღერლის ფოტოები გაავრცელა, სადაც მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. ფოტოებზე ჩანს, რომ ლედი გაგამ წონა აკრიფა. ის კაფეში ყავის დასალევად თავის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა.

02 ივნისი 2020, 00:40

მსოფლიო

დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამის შესახებ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 00:30

ეკონომიკა

ანგარიში: 2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

02 ივნისი 2020, 00:18

მსოფლიო

ჩინეთში იშვითი სახეობის მაიმუნები აღმოაჩინეს

ჩინეთში ჰაინანის კუნძულზე იშვიათი სახეობის მაიმუნები, ე.წ. ჰაინანური გიბონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორი მაიმუნი ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ტყის სიახლოვეს ჯერ კიდევ შარშან შენიშნეს, რის შესახებაც ხელისუფლებას აცნობეს. რამდენიმე დღის წინ კი მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.

02 ივნისი 2020, 00:09

სპორტი

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა. სამივე ოქროს მედალი მოროუმ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სირბილსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

02 ივნისი 2020, 00:05

ტაბლოიდი

ინდოეთში ქალმა თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონი არ უყიდა

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში ქალმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Nations-ი ავრცელებს. 29 წლის ჯიოტი ქმარს სმარტფონის ყიდვას სთხოვდა, რომელიც მათ შვილებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობისთვის სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც კაცმა სმარტფონის ყიდვაზე უარი თქვა, ჯიოტიმ თავი მოიკლა.

Forbes

01 ივნისი 2020, 23:59

COVID19

Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე. დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით.

01 ივნისი 2020, 23:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა

1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვში COVID19-მა 71 ადამიანი იმსხვერპლა. რუსული მედიის ცნობთ, ყველა პაციენტს კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თბილისის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ლივერპული

01 ივნისი 2020, 23:33

მსოფლიო

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს. მერსისაიდული კლუბის 29 ფეხბურთელმა სტადიონზე წრე შეკრა და გარდაცვლილის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატა. აქცია ეგიდით „ერთობა ჩვენი ძალაა“ ჩატარდა.

ტომ კოტონი

01 ივნისი 2020, 23:29

მსოფლიო

სენატორი ტომ კოტონი: ვნახოთ, „ანტიფას“ ტერორისტები რამდენად მაგრები იქნებიან, როდესაც 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას დაუპირისპირდებიან

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტომ კოტონი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში განვითარებულ ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემთხვევებს გამოეხმაურა. სენატორის თქმით, „არეულობა, ანარქია და ძარცვა დღეს საღამოს უნდა მორჩეს“.

01 ივნისი 2020, 23:27

სპორტი

„რეალმა“ სრული შემადგენლობით ივარჯიშა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „რეალი“ 14 ივნისს „ეიბართან“ გამართავს. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 27 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.

01 ივნისი 2020, 23:03

მსოფლიო

ცუკერბერგს ტრამპის გამო თანამშრომლები აუჯანყდნენ

Facebook-ის თანამშრომელთა ნაწილი ვირტუალური გაფიცვის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მაია ცქიტიშვილი

01 ივნისი 2020, 23:02

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში ყველა ტურისტს ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ

„აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ეს ქვეყნებიც კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაუძღვნენ და ინფიცირებულების დაბალი რაოდენობა ჰყავთ. შესაბამისად სწორედ ამ ქვეყნებთან ვმუშაობთ, რომ ტურისტი აქედან შემოვიყვანოთ. საქართველოში ყველა ტურისტის ჩამოსვლა ორგანიზებული იქნება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.