მამუკა მდინარაძე: ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის თუ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს
მამუკა მდინარაძე
ფოტო: Facebook
პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება არ შეეხებოდა რომელიმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და შავით თეთრზე წერია ის, რაზეც სინამდვილეში შეთანხმება მოხდა, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. თემასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„შესაბამისად, ჩვენ ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის თუ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ შევასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, რაც მხარეებს შორის შედგა და ხელი მოეწერა - გუნდი მხარს დაუჭერს 120/30-ზე სისტემას და მოახდენს რეაგირებას მართლმსაჯულების პოლიტიზების თითოეულ მცდელობაზე.
ფაქტია, რომ ოპოზიცია აპირებს ორივე ნაწილის დარღვევას - უკვე ღიად აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს 120/30-ზე სისტემას და ცდილობენ მოახდინონ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზაცია, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და დადებული შეთანხმების პირობებს.
რაც შეეხება შეთანხმების ცალკეულ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და გამოხმაურებებს, ფაქტია, და ეს შეთანხმების ტექსტითაც დასტურდება, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ არც ერთ მომენტში (!) არ უთქვამს თანხმობა არც რომელიმე ბრალდებული თუ დამნაშავე პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით“, - წერს მდინარაძე.
მისივე თქმით, ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ამ ფაქტს ეწინააღმდეგება, აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური დამოკიდებულება, პოლიტიკური მიკერძოებულობა, ინფორმაციის არქონა თუ სხვა.
„როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ არც ერთი სისტემით შანსი არ აქვთ ,,ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ არჩევნებში, ამიტომ მათ შეცვალეს მესიჯი, სადაც ისინი არჩევნებში გამარჯვებაზე და პოლიტპატიმრებად მათ მიერვე მოხსენიებული დამნაშავეების გამოშვებაზე ლაპარაკობდნენ. ამჯერად ისინი ცდილობენ განსხვავებული გეგმით მოქმედებას, რომელშიც საარჩევნო სისტემის ცვლილება და დემოკრატიული არჩევნები მათი ინტერესი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ფაქტების საწინააღმდეგო ნარატივის შექმნის მცდელობა, ისევე როგორც კატეგორიულად მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის თუ ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მართლმსაჯულებაში და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევა. როდესაც ვინმე, მაგალითად, შეწყალებაზე ლაპარაკობს, იქვე უნდა გაიხსენოს, რომ ეს პრეზიდენტის საქმეა და არა მთავრობის, პარლამენტის ან რომელიმე პარტიის“, - წერს მდინარაძე.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. გუშინ არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.
12 აპრილი 2026, 18:52
სპორტი
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 აპრილი 2026, 18:51
სპორტი
კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
12 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.
12 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:00
მსოფლიო
DW: აშშ-სა და ირანს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები გაგრძელდება
„მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მშვიდად, არაოფიციალური არხებით გაგრძელდება. ამჟამინდელი პაუზა დიპლომატიის დასრულებას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მხარეებს შორის ურთიერთქმედება გრძელდება“, - განუცხადა წყარომ გერმანულ გამოცემას.
12 აპრილი 2026, 15:21
სამართალი
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
12 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
12 აპრილი 2026, 14:34
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
12 აპრილი 2026, 14:32
საზოგადოება
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.
12 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში
საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.
12 აპრილი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
12 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.
12 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.
12 აპრილი 2026, 13:24
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში
„უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში“, - აღნიშნა ორბანმა.
12 აპრილი 2026, 13:02
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა
„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.
12 აპრილი 2026, 12:55
პოლიტიკა
უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება
დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.


