imedi /  12 მაისი 2020, 23:40 / სანდო წყარო

გიგა ბოკერია: რაში უნდა გვაწყობდეს საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

მიუხედავად იმისა, თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, „ევროპული საქართველო“ მასში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „რუსთავი2“-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ „ევროპული საქართველო“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვდა და ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება არანაირად არ აწყობს.

„რაში უნდა გვაწყობდეს - ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები. თავის დროზე, მთელი საზოგადოების და მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა იყო, სწორედ ამ მოთხოვნის დაყენება, როგორც მთავარი მოთხოვნის. ჩვენ და მთელ საზოგადოებას შეგვპირდა ივანიშვილი და გადაგვადგო. ჩვენს ინტერესებში რატომ არის? ჩვენ მივედით, ხმა მივეცით. ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს.

შეთანხმება იყო ორნაწილიანი - ამას ვამბობთ ჩვენ და ყველა მედიატორი. შეთანხმება ან სრულდება, ან არა. თუ შესრულდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივცემთ ხმას, შედარებით ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება ავტომატურად დაბრუნდება და ბოიკოტიც შეწყდება. თუ არ შესრულდება - ბოიკოტი გაგრძელდება. მაშინ თავიდანვე შევუთანხმდებოდით მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე, ეს ხომ პრინციპის საკითხია არა პარტიებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. თუ ეს კაცი ჩათვლის ამ არჩევნების წინ, რომ ანგარიშვალდებული საერთოდ არ არის, შეუძლია ერთი რამე თქვას, მეორე გააკეთოს და ყველა ვარიანტში გაუვა, კიდევ მეტს დააშავებს, ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2020, 12:39

COVID19

თამარ გაბუნია: მაღალი რისკის მოგზაურებისთვის PCR ტესტირების შესაძლებლობას განვიხილავთ

ყველა მოგზაურისთვის PCR ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამისი ეფექტურობა დაბალია, მაგრამ მაღალი რისკის მოგზაურებისთვის PCR ტესტირების შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია საზღვრების გახსნის შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

იტალია სიამის ტყუპი ოპერაცია

08 ივლისი 2020, 12:39

მსოფლიო

იტალიაში ექიმებმა სიამის ტყუპი ერთმანეთისგან 18-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

დები ერვინა და პერვინა იტალიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ბანგუიდან ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში ჩაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ისინი სრულად ჯანმრთელები არიან, მაგრამ ერთი დის გული ორგანიზმების ფიზიოლოგიური ბალანსის დასაცავად უფრო ძლიერად მუშაობდა.

08 ივლისი 2020, 12:38

საზოგადოება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების გამო დაზარალებულები მერიასთან აქციას მართავენ

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების გამო დაზარალებულები მერიასთან აქციას მართავენ. კანონის მიხევდით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, მიწის მეპატრონეეებს ტერიტორიაზე არც მშენებლობის და არც სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების უფლება აქვთ. დაზარალებულების ადვოკატის ინფორმაციით, მათ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს და მშენებლობის ნებართვას, ან საბაზრო ღირებულების მიხედვით კომპენსაციიას ითხოვენ. დაზარალებულების ნაწილი ასევე აცხადებს, რომ ისინი სხვა ტერიტორიაზე მიწის გამოყოფაზეც თანახმა არიან.

08 ივლისი 2020, 12:37

ტექნოლოგიები

ბრაზილიელი მეცნიერების განცხადებით, აივ ინფექციისგან მესამე პაციენტი განიკურნა

ბრაზილიელი მეცნიერების განცხადებით, აივ ინფექციისგან (შიდსი) მსოფლიოში მესამე პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ Science წერს.

გიორგი ვაშაძე

08 ივლისი 2020, 12:34

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: არ ვაპირებ, ვინმეს კისერზე ჩამოვეკიდო

„რა ფორმით მიიღებს „ძალა ერთობაშია“ არჩევნებში მონაწილეობას ამაზე უნდა დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ. მე კვირის ბოლომდე ველოდები კვლევის შედეგებს, დავადგენ გამარჯვების ფორმულას და ამას შევთავაზებთ ყველა პარტიას", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ჯონ ჯონსი

08 ივლისი 2020, 12:31

სპორტი

UFC-ის რეიტინგის ლიდერმა ჯონ ჯონსმა უცნობი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

UFC-ის რეიტინგის ლიდერმა, ჯონ ჯონსმა უცნობი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. ჯონსი მეგობართან ერთად სეირნობდა, როდესაც ერთ-ერთ პარკში გათიშული ადამიანი შენიშნა. მან მაშინვე უცნობი პიროვნება ჩრდილში გადაიყვანა და წყლით მოასულიერა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს პიროვნება ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ჯონსს ოდნავადაც რომ დაეგვიანა, სავარაუდოდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა.

კრიშტიანუ რონალდუ

08 ივლისი 2020, 12:28

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ „მილანთან“ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 7 ივლისს, „მილანთან“ მარცხის შემდეგ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა. „ეს არ არის ის შედეგი, რაც ჩვენ გვსურდა, მაგრამ თავები მაღლა უნდა ავწიოთ და მუშაობა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა რონალდუმ.

მანუელ პელეგრინი

08 ივლისი 2020, 12:15

სპორტი

მანუელ პელეგრინი „ბეტისის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ცნობილი ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი სევილიის „ბეტისის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Football Espana ავრცელებს. პელეგრინი გუნდს მომდევნო სეზონიდან უხელმძღვანელებს, მიმდინარე ლა ლიგას კი „მწვანეებს“ დროებითი მწვრთნელი ალექსის ტრუხილიო ჩაამთავრებინებს. პელეგრინის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ვესტ ჰემი“ იყო, საიდანაც 2019 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, იქამდე კი „ვილიარეალში“, „რეალში“, „მალაგასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობდა. წინასწარი ინფორმაციით, პელეგრინი „ბეტისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მკვლელობა მუხრანში

08 ივლისი 2020, 12:07

სამართალი

რას ყვება ქალი, რომლის შვილმაც, სავარაუდოდ, მამა და ბაბუა დანით მოკლა

28 წლის კაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. მეზობლების განცხადებით, მოტივი და მიზეზი, შესაძლოა, ძალადობა იყოს. სავარაუდო დამნაშავის ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა რძალზე. ადგილობრივები ახლგაზრდა კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს დედის დაცვით ხსნიან.

დერიკ ოტიმი

08 ივლისი 2020, 12:06

სპორტი

ფეხბურთელი დერიკ ოტიმი 24 წლისა გარდაიცვალა

„ნოტინგემ ფიორესტის“ ყოფილი ფეხბურთელი დერიკ ოტიმი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს. სპორტსმენი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდიელოთ კაროლინაში მეგობრებთან ყოფნის დროს, წყალსაცავში დაიხრჩო. კარიერის საწყის ეტაპზე ოტიმი „ნოტინგემის“ აკადემიაში თამაშობდა, რის შემდეგაც საცხოვრებლად ამერიკაში გადაბარგდა და ქსავიეს უნივერსიტეტში სწავლობდა. როგორც მეგობრები ჰყვებიან, დერიკმა მათ უთხრა, რომ სასეირნოდ აპირებდა გასვლას და ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

ძაღები ხორცი დახოცვა

08 ივლისი 2020, 12:06

მსოფლიო

კამბოჯის ცენტრალურ ტურისტულ ქალაქში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალა

აზიის ქვეყნებში ძაღლის ხორცი პროტეინის იაფფასიან წყაროს წარმოადგენს. კამბოჯაში ყოველწლიურად აქ ხორცის გამო 3 მილიონამდე ძაღლს ხოცავენ. სიემ რიპში ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება 20 რესტორანში შეიძლება. მათი ფასი 2.5-დან 10 აშშ დოლარამდე მერყეობს.

08 ივლისი 2020, 11:48

საზოგადოება

მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

რეკრეაციული ზონის მოწყობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, გამგეობები ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებენ თავიანთ რაიონებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:43

საზოგადოება

თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს

თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. ამ შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

08 ივლისი 2020, 11:41

COVID19

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 535 ადამიანი დაინფიცირდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 520 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 29 820-მდე გაიზარდა, ჯამში, სომხეთში 679 პაციენტი გარდაიცვალა, 17 427 კი გამოჯანმრთელდა.

რიყე საბაგირო თბილისი

08 ივლისი 2020, 11:40

საზოგადოება

თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზი აშენდება

„ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ დაფინანსდება“, - აღნიშნა კალაძემ.

08 ივლისი 2020, 11:35

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

08 ივლისი 2020, 11:29

სპორტი

სარაგბო კლუბი „არესი“ რაგბის კავშირს ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს

სარაგბო კლუბმა „არესმა“ საქართველოს რაგბის კავშირს სპეციალური განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ განცხადება გუნდმა Facebook გვერდზე გაავრცელა. ქუთაისის გუნდი კავშირს მოუწოდებს მიიღოს გადაწყვეტილება ჩემპიონატის განახლების შესახებ და მისცეს კლუბებს საშუალება სამართლიან გარემოში გადაწყდეს მიმდინარე ჩემპიონატში, როგორც დიდი 10-სა და პირველი ლიგაში, ასევე რეგიონულ ლიგაში ჩემპიონატის მონაწილე გუნდთა ბედი.

Lufthansa 

08 ივლისი 2020, 11:27

საზოგადოება

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ფრანკ რიბერი

08 ივლისი 2020, 11:25

სპორტი

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს. ბოროტმოქმედები მის სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ის კლუბთან ერთად ვარჯიშობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ადგილზე მისვლის შემდეგ რიბერიმ მაშინვე პოლიცია გამოიძახა და როგორც გაირკვა, უამრავი ძვირფასი ნივთია წაღებული. ყოველივე ამის შემდეგ ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ფლორენცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქალაქში საკმაოდ მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა შექმნილი, რის გამოც „ფიორენტინას“ ფან-კლუბი, როგორც კი მაყურებელს მატჩებზე დაუშვებს, მისთვის ობსტრუქციის მოწყობას გეგმავს.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:24

საზოგადოება

კახა კალაძე: ყვითელი ავტობუსების პრობლემა მალე მოგვარდება

„სატრანსპორტო პოლიტიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც შედეგება ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, მხედველობაში მაქვს ავტობუსები, მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ როგორც დაგპირდით ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.