თამარ თორაძე სენატორ რიშს: გიორგი რურუამ და მისმა დაჯგუფებამ ჩემი ორი ძმა მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს
ჯიმ რიში
ფოტო: Twitter
აშშ-ის მოქალაქე თამარ თორაძე ამერიკელ სენატორ, ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართვას, რომელშიც მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ ყვება და სენატორს მოუწოდებს გიორგი რურუა პოლიტიკურ პატიმრად არ შერაცხოს და მის მიმართ გამოძიების დაწყებას შეუწყოს ხელი.
„პატივცემულო სენატორო რიშ, მოგმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძე. ამ წერილის დაწერა ტვიტერზე გამოქვეყნებულმა თქვენმა განცხადებამ გადამაწყვეტინა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებთ.
მე წარმოშობით ქართველი ვარ. სამშობლოს დატოვება შემაძრწუნებელმა ოჯახურმა ტრაგედიამ მაიძულა. რომ არა ამერიკის სახელმწიფოს ჰუმანიზმი, ამერიკელი ხალხის კეთილშობილება და გულმოწყალება, დღეს, ალბათ, ცოცხალი არ ვიქნებოდი, როგორც ჩემი ოჯახის 7 წევრი.
თქვენ, როგორც საქართველოს გულშემატკივარს და მეგობარს, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებში, საქართველო, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, დასაშლელად განწირული იმპერიის მიერ ინსპირირებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა.
სამოქალაქო ომის, უკანონობის და განუკითხაობის თანმდევი პროცესია, შეიარაღებული კრიმინალური ბანდების თარეში. ერთ-ერთი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება იყო თბილისში "ბოროტების საძმოდ" შერაცხული ბანდა, რომელსაც მეთაურობდა, თქვენს განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი (ჟორიკა) რურუა. ამჟამად იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ბრალდებული და დაპატიმრებული.
1992 წლის თებერვალში, გიორგი (ჟორიკა) რურუამ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები - ზაზა და ლაშა თორაძეები. 1992 წლის 3 მარტს, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე ჩემი დედა და მამა. შემდეგ - ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და ჩემი და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა - კახა და იმედო. რამდენიმე ხანში გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა დაჯგუფებამ, მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა, ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა, პაატა გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ-დასავალი დღემდე არ ვიცით - ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან.
სამართლიანად გაგიჩნდებოდათ კითხვა, ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულების გამო, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, აქამდე პასუხი რატომ არ აგეს. იმიტომ, რომ ის და მისი დაჯგუფება სამოქალაქო ომში გამარჯვებულ მხარეს აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ, 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო, იგი ქვეყნიდან გაიქცა. ამას, მოგვიანებით მისი უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოჰყვა და როგორც ამ და სხვა კრიმინალური საქმეების გამო ძებნილი, გიორგი (ჟორიკა) რურუა საქართველოს ციხეში აღმოჩნდა.
თუმცა, მალევე, 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში "ვარდების რევოლუციად" წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა", რომლის გავლენიანი წევრი, შემდგომში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ძმა გახლდათ.
პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას მფარველობამ განაპირობა ის, რომ ამ წლების მანძილზე ვერ აღდგა სამართალი და გიორგი (ჟორიკა) რურუა, ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო არ დაისაჯა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი ოჯახის თავს დატრიალებული ეს არაადამიანური დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მფარველობის, მოწმეების შიშისა და საქმის ხანდაზმულობაზე აპელირების გამო, საქმის გამოძიებას, დღემდე ყველანაირად ხელს უშლიდნენ.
სენატორო რიშ, როგორც ამერიკის მოქალაქე, მოგმართავთ თქვენ, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ სენატოორს, მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არა თუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხონ და გაათავისუფლონ ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულები გამოიძიონ და საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ მას!
ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოა „ჩვენ გვჯერა ღმერთის“ (IN GOT WE TRUST). მეც მჯერა ღმერთის და მისი სამართლის. მჯერა ამერიკის და მისი ხალხის რჩეულების სიმართლის. საქართველოში არის ასეთი ანდაზა - „სამართალი ურმით დადის“, ანუ ძალიან ნელა დადის, მაგრამ დადის. მინდა მჯეროდეს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი ჩემი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მოვიდეს“, - წერს თამარ თორაძე.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა. „ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“, - წერს რიში.
ყველა სიახლე
11 აპრილი 2026, 17:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი FOX NEWS-ის სტატიაზე: ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი
„ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა FOX NEWS-ის სტატიასთან დაკავშირებით.
11 აპრილი 2026, 17:06
პოლიტიკა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
11 აპრილი 2026, 17:01
მსოფლიო
ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 16:48
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ 175 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა.
11 აპრილი 2026, 16:22
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ბევრი ტანკერი ნავთობის საყიდლად ამერიკისკენ დაიძრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბევრი გემი ნავთობის საყიდლად ამერიკისკენ დაიძრა.
11 აპრილი 2026, 15:52
მსოფლიო
Reuters: ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დასახიჩრებულია და მკურნალობის კურსს გადის
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი სერიოზულად არის დაჭრილი სახესა და ფეხებში და დღემდე მკურნალობის კურსს გადის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 15:50
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ხიდაშელსა და კანდელაკზე: ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, სამიზნე ხდება თავად საქართველო - მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია
როდესაც პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით აღარ შემოიფარგლებიან და განზრახ ავრცელებენ საზღვარგარეთ შეგნებულად ყალბ ვერსიას, თითქოს საკუთარი სახელმწიფო არარსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში მონაწილეობს ირანთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ, ეს უკვე აღარ ჰგავს ჩვეულებრივ ოპოზიციურ საქმიანობას - ეს არის დარტყმა ქვეყნის საგარეო და შიდა უსაფრთხოებაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Fox News-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის თანაავტორობით გავრცელდა.
11 აპრილი 2026, 15:48
პოლიტიკა
ჩიხელიძე ზურაბ ფარჯიანზე: Fox News-ის სტატიის გამო აჟიტირებულია, რა კარგია, ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევსო - რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, სრული ცინიზმით ატყუებს საზოგადოებას?
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერ ზურაბ ფარჯიანის განცხადებას Fox News-ის სტატიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ ფარჯიანი აჟიტირებული და გახარებულიც კია იმის გამო, რომ "ქვეყანას საფასურის გადახდა მოუწევს."
11 აპრილი 2026, 15:14
საზოგადოება
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.
11 აპრილი 2026, 15:08
პოლიტიკა
მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიაზე: გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია, საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიის შესახებ, რომლის თანაავტორიც მისი თქმით, გიორგი კანდელაკია, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.
11 აპრილი 2026, 15:05
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 15:04
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-„ტაივანჩიკები" და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა" კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 15:03
პოლიტიკა
ჩიხელიძე: fox news-ის სტატიის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან-გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა დგას
fox news-ის სტატიაზე, რომლის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან, სტატიაში საუბარია საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ირანის მხარდაჭერაზე. თუ ადრე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სირცხვილად ითვლებოდა და ასეთი ქმედებები ფარულად ხორციელდებოდა, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, მსგავსი ნაბიჯები უკვე ღიად, დემონსტრაციულადაც კი იდგმება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე FOX NEWS-ის სტატიაზე.
11 აპრილი 2026, 15:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს
ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება - წერს ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
11 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.
11 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ
უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
11 აპრილი 2026, 14:01
მსოფლიო
Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას
აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აპრილი 2026, 14:00
რეგიონი
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
11 აპრილი 2026, 13:18
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.


