15 მაისი 2020, 16:22 / სანდო წყარო

თბილისის საკრებულოს წევრებმა სხდომა ექიმებისთვის, ძალოვანი უწყებებისა და მერიის თანამშრომლებისთვის სამადლობელი ტაშით გახსნეს

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა იმ ადამიანებისთვის ტაშის დაკვრით დაიწყო, რომლებიც პანდემიისას მოქალაქეებისთვის მუშაობენ.

სხდომა საკრებულოს წევრმა, ლევან ჯაფარიძემ გახსნა.

„მინდა, ჩვენს ექიმებს, პოლიციელებს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც ამ პანდემიის დროს გასწიეს. განსაკუთრებით, მადლობა მინდა ვუთხრა მერიის, „თბილსერვისის“ თანამშრომლებს, რომლებმაც ქარში, წვიმაში, დაუღალავად შრომობდნენ, რომ ქალაქი დაესუფთავებინათ და დეზინფექცია ჩაეტარებინათ. ოპოზიციას მინდა მივმართო, თორემ, „ქართული ოცნება“ ალბათ შემომიერთდება - ფეხზე წამოვდგეთ და ამ ადამიანებს მადლობის ტაში დავუკრათ“ - მიმართა საკრებულოს წევრებს ჯაფარიძემ.

საკრებულოს დღევანდელი სხდომა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის, ღია სივრცეში იმართება.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 14:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს

ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ინციდენტს, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი ნათია ლეთოდიანი მიეჭრა და შეურაცხყოფა მიაყენა.

12 ივლისი 2024, 14:01

მსოფლიო

The New York Times: ოლიმპიადამდე პარიზიდან 5 ათასამდე უსახლკარო მიგრანტი გაიყვანეს

საფრანგეთის დედაქალაქიდან გაყვანილთა უმეტესობა კაცია. პარიზის მერია მათ სხვა ქალაქებში, მაგალითად ლიონსა ან მარსელში სთავაზობდა საცხოვრებელ ადგილებსა და სოციალურ დახმარებას.

დინა მირცხულავა

12 ივლისი 2024, 14:00

ჯანდაცვა

საფრანგეთში მომუშავე დინა მირცხულავა: ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია), მათი ასაკი 14 -დან 25 წლამდე მერყეობს, აქედან 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია

ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია). მათი ასაკი 14 - იდან და 25 წლამდე მერყეობს. ოცდაშვიდიდან დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია. ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს, - ამის შესახებ საფრანგეთში მომუშავე მედდა, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს.

12 ივლისი 2024, 13:35

რეგიონი

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის „ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი“ პრემიერა გაიმართა

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის ,,ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი’’ პრემიერა გაიმართა. პრემიერაზე მოწვეულები იყვნენ საზღვრისპირა სოფლების წაღვლისა და ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ხაშურის მომავლის სახლის მოსწავლეები.

12 ივლისი 2024, 13:31

ჯანდაცვა

დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის გადაწყვეტილებით, დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი. მინიმალური პირობები სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან.

12 ივლისი 2024, 13:21

რეგიონი

თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 13:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „მეგობარი აქტის“ შესახებ: დასანქცირებით, რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია

„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი“ და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის - რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს“.

12 ივლისი 2024, 13:14

რეგიონი

19 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2024, 13:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სახელმწიფო კი არ ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებაზე, არამედ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არის საქართველოს მოქალაქე და გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სახელმწიფო კი არ ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებაზე არამედ, თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არის საქართველოს მოქალაქე და გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

12 ივლისი 2024, 13:09

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ამნისტია მნიშვნელოვანი და ჰუმანური აქტია, ამაზე მგონი არავის უნდა ჰქონდეს პრეტენზია

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აფასებს.

ზურაბ ქადაგიძე

12 ივლისი 2024, 13:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გაწირეს უკრაინელი ერი, სამაგიეროდ, გენმოდიფიცირებული სოროსის ლეკვები კრიტიკულად საჭიროაო და კანონიც კი მოარგეს - ეს სცენარი უნდოდათ ჩვენთანაც, რომ ბოლო ქართველამდე გავწყვეტილიყავით, “ენჯეოშნიკ” უსამშობლოებს გაარიდებდნენ

წარმოიდგინეთ, დეკლარაციის შევსებაზე რა ამბავი ატეხეს ჩვენთან და ომში ვინ გაგვაწვევინებდა გიგაურის ხელის ბიჭებს?! სალომე ზურაბიშვილს “დედალ” ზელენსკიდ აქცევდნენ, ლომჯარიას - პოდოლიაკად, ხოლო ელისაშვილი ყველგან გონჩარენკო დარჩებოდა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და მათ ე.წ. ჯავშანი მისცეს.

მარიამ ქვრივიშვილი

12 ივლისი 2024, 13:02

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მაღალი მოთხოვნის გამო უცხოურმა ავიაკომპანიებმა ფასი აწიეს და ამიტომ გაუჩნდა პრემიერს იდეა, რომ ფრენები დაგვესუბსიდირებინა, მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გერმანიის მიმართულებით 6524 ბილეთი გაიყიდა

როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი ნაკრები გერმანიაში თამაშობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა იდეა, ინიციატივა რომ უმოკლეს ვადებში ეკონომიკის სამინისტროს გვეზრუნა იმაზე, რომ მეტ ქომაგს ჰქონოდა საშუალება ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის გერმანიაში, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 12:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს.

12 ივლისი 2024, 12:56

ტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველი „მის ხელოვნური ინტელექტი“ გამოვლინდა👑

„მის ხელოვნურ ინტელექტში“ გამარჯვება მოტივაციას მაძლევს გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში. ეს მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის, ეს არის გარდამქმნელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ინდუსტრიები, გამოწვევა გახდეს ნორმებისთვის და შექმნას შესაძლებლობები იქ, სადაც ისინი აქამდე არ ყოფილა. ჩემი მიზანია მხარი დავუჭირო ამ სფეროში მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას“, - აღნიშნულია მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბოტად აღიარებული ანგარიშის განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 12:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 16 წელია ნატო-ს ღია კარში ვდგავართ - როგორც თავის დროზე შევარდნაძემ განაცხადა: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს - ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა

როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-სთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო მრავალი წელია ელოდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა უკვე 16 წელია ამ ღია კარში დგას.

თამთა მეგრელიშვილი

12 ივლისი 2024, 12:42

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე: უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა

„უკრაინის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებებით ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც უკრაინაში პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ“,-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.

12 ივლისი 2024, 12:36

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში „Deutsche Wein und Sommelierschule“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი (Yvonne Heistermann) უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ. წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიას და ძირითად მიზნებს. ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ და ღვინის ინსტიტუტის „Deutsche Wein und Sommelierschule“ ჩართულობით გაიმართა. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა.

12 ივლისი 2024, 12:03

საზოგადოება

საქპატენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზაალ ანჯაფარიძე

12 ივლისი 2024, 12:01

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე: როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული, 100%-იანი დაცვა აქვთ.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 11:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, აშშ-მა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ოკუპანტთან, ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით

„რას იზამ, ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების მცდარი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, წეღან ვახსენე კიდევაც - აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან, არ დაწესებულა არცერთი სანქცია. აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით. რა თქმა უნდა, დღეს ბევრი აცნობიერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. ამიტომ, შეცდომები საქართველოსთან მიმართებით აშშ-სგან ყოფილა და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.