Imedi /  16 მაისი 2020, 00:31 / სანდო წყარო

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შუამავლები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგის მონაწილეები მიესალმებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ. ამერიკის საელჩო მათ განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი. მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

გიგი უგლავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს საპატიმრო დატოვეს.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 10:57

მსოფლიო

პენტაგონმა ვაშინგტონის შემოგარენში დაახლოებით 1 600 სამხედრო გადაისროლა

პენტაგონმა აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის შემოგარენში დაახლოებით 1 600 სამხედრო გააგზავნა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 10:54

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერია

ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ თავისუფალია ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი დამაბინძურებელი ნაწილაკებისგან. კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევართა შეფასებით, დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი სამხრეთის ოკეანის თავზეა. ესაა წყლის აუზი, რომელიც ანტარქტიდას აკრავს გარს.

კორონავირუსი

03 ივნისი 2020, 10:54

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 735-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ გურიელიძე

03 ივნისი 2020, 10:51

საზოგადოება

რა გახდა ყვავის აგრესიულობის მიზეზი - ზურაბ გურიელიძის განმარტება

ყვავების თავდასხმისა და აგრესიის მიზეზი ბუდიდან ჩამოვარდნილი ბახალაა. მშობლიური წყვილი ასე მათ გამვლელებისგან იცავს, - ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ყვავების მოქალაქეებზე თავდასხმა ყოველ წელს ამ დროს ხდება, როდესაც ბახალები ფრენას სწავლობენ და ბუდიდან ვარდებიან. მათ დასაცავად კი მშობლიური წყვილი გამვლელებს თავს ესხმის.

03 ივნისი 2020, 10:44

მსოფლიო

მაროდიორი ბანკომატის აფეთქების მცდელობისას დაიღუპა

ფილადელფიაში ბანკომატის აფეთქების მცდელობისას 24 წლის კაცი სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმოყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Nbcphiladelphia იუწყება. ფილადელფიის პოლიციის ინფორმაციით, მaროდიორების მიერ ბოლო დღეებში გაძარცვულია 10-ზე მეტი ბანკომატი. მათი დიდი ნაწილი აფეთქების გზით გაძარცვეს. იყო შემთხვევები, როცა ბანკომატს რამდენჯერმე აფეთქებედნენ. პოლიციის კომისრის დანიელ აუტლოს აზრით, ძარცვა ორგანიზებული და კოორდინირებულია. მსგავს საქმეებს ფედერალური გამოძიების ბიუროს შესაბამისი განყოფილება იძიებს.

03 ივნისი 2020, 10:42

მსოფლიო

იტალიამ ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

იტალიამ ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. dailymail-ის ინფორმაციით, დღეიდან, 3 ივნისიდან ევროპელ ტურისტებს იტალიაში მოგზაურობის უფლება კარანტინის გავლის გარეშე აქვთ. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს თქმით, ეს რისკიანი ნაბიჯი იყო. „თუმცა, რომ არ დაგვეწყო ტურიზმის გახსნა, ამას ვეღარასდროს შევძლებდით“, - აღნიშნა მან. იტალიაში კორონავირუსის 230,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 33,500 ლეტალურად დასრულდა.

03 ივნისი 2020, 10:39

ეკონომიკა

ნავთობის ფასი ბაზარის კრიზისის ფონზე მაქსიმუმზეა

OPEC-ის წევრი ქვეყნების შეხვედრის მოლოდინისა და 2020 წლის მარტში დაწყებული კრიზისის ფონზე ნავთობზე ფასმა მაქსიმუმს მიაღწია. ამას ლონდონის ბირჟაზე დღეს დილას განვითარებული მოვლენები ადასტურებს. Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე $40 გადასცდა და $40.12 გაუტოლდა. ხოლო WTI-ზე ფასი ბარელზე $37,63 გაუტოლდა.

03 ივნისი 2020, 10:38

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 200 ათასს გადააჭარბა, - ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მხოლოდ 24 საათში აქ ვირუსი 8 909 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 207 615 შემთხვევაა გამოვლენილი.

მარინა ეზუგბაია

03 ივნისი 2020, 10:37

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერიდანაა

„2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე აღარ გვყავს. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს და მცირე რაოდენობით მსუბუქი მიმდინარეობით“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

03 ივნისი 2020, 10:34

ეკონომიკა

Express-ი: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც ბრიტანეთი უსაფრთხო დასვენების მიზნით „საჰაერო ხიდის“ იდეის ფარგლებში განიხილავს

როგორც სტატიის ავტორი, დევიდ მედოქსი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრები წნეხის ქვეშ მოექცნენ უცხოეთის მთავრობების მხრიდან, რომლებიც კარანტინის წესების გადასინჯვას მოითხოვენ, რათა ბრიტანელებმა მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უცხოეთში დასვენება შეძლონ.

საფრანგეთი საპროტესტო აქცია

03 ივნისი 2020, 10:25

მსოფლიო

პარიზში პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციაში 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და ველოსიპედებს. პოლიციელებმა კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

03 ივნისი 2020, 10:16

საზოგადოება

როგორ ესხმის თავს თბილისში ყვავი მოქალაქეებს. ვიდეო

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ტომარაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს კადრებს თუ როგორ ესხმის თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი მოქალაქეებს.

კორონავირუსი

03 ივნისი 2020, 10:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

03 ივნისი 2020, 09:56

მსოფლიო

ისრაელმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

კონცერნმა Israel Aerospace Industries მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოცადა. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel წერს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტებმა სამიზნეები 90 და 400 კილომეტრიან დისტანციაზე გაანადგურეს. სარაკეტო კომპლექსი LORA კონცერნმა Israel Aerospace Industries შეიმუშავა.

03 ივნისი 2020, 09:45

COVID19

საბერძნეთმა ყატარიდან ავიარეისები შეაჩერა

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დოჰადან ათენში ჩასულ 12 მგზავრს COVID19 დაუდასტურდა. მათგან 9 საბერძნეთში ბინადრობის უფლების მქონე პაკისტანის მოქალაქეა, 2 ავსტრალიიდან ჩასული საბერძნეთის მოქალაქე, ერთი კი იაპონიის. სულ კორონავირუსზე ტესტი თვითმფრინავის ბორტზე მყოფ 91 მგზავრს ჩაუტარდა.

03 ივნისი 2020, 09:35

კულტურა

აივაზოვსკის ცნობილი ტილო Sotheby's აუქციონზე £2,9 მილიონად გაიყიდა

ცნობილი რუსი მარინისტის, ივან აივაზოვსკის ტილო „ნეაპოლის ყურე“ Sotheby's აუქციონის ტოპ-ლოტი გახდა. 1878 წელს შესრულებული პეიზაჟი 2 295 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ლოტის საწყისი ღირებულება ორჯერ ნაკლები იყო.

03 ივნისი 2020, 09:24

სპორტი

ესპანეთის საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს განიხილავენ

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის კოორდინატორმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 09:13

COVID19

რუსეთში კორონავირუსით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი

რუსეთში COVID19-ით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი, 500 კი ინფიცირებულია. ამის შესახებ კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ ალექსეი ვოლინმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 09:05

სპორტი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი 78 წლისა გარდაიცვალა

იანეზ კოჩიანჩიჩი 2010 წლიდან სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტად კი 2013 წელს აირჩიეს.

ჯო ბაიდენი

03 ივნისი 2020, 08:53

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.