imedi /  21 მაისი 2020, 08:26 / სანდო წყარო

მედიის წარმომადგენლები პარლამენტში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

პარლამენტი ჟურნალისტები

პარლამენტში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღეიდან, COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. შენობაში შესვლისას, მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების დაცვა.

ამასთან, პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია. მედიის წარმომადგენლების და რესპონდენტების კომუნიკაციისას, დაცული იქნება დისტანცია.

დროებით შეიზღუდება მედიის წარმომადგენლების დასწრება კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ისინი სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში განთავსდებიან.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის წესები მარტის დასაწყისში განისაზღვრა.

ყველა სიახლე

ლევან მოსეშვილი

29 სექტემბერი 2026, 17:20

რეგიონი

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ფართოფუზელაჟიანი საჰაერო ხომალდები, რაც უფრო შორ მანძილზე ფრენების განხორციელების, მეტი მგზავრის მომსახურებისა და სატვირთო გადაზიდვების დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

თორნიკე ჭეიშვილი

29 სექტემბერი 2026, 17:18

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი გიორგი ბურჯანაძის, ნინო დოლიძის და გიორგი ონიანის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე: წარსულშიც არაერთხელ გვინახავს მსგავსი მაგალითი და გამოვლინება იმისა, თუ როგორ მოიკიდებენ ხოლმე ტყუილების გუდას ე.წ. მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები და იქ შესაბამის შეხვედრებზე ცდილობენ როგორღაც ჩირქი მოსცხონ საკუთარ ქვეყანას

წარსულშიც არაერთხელ გვინახავს მსგავსი მაგალითი და გამოვლინება იმისა, თუ როგორ მოიკიდებენ ხოლმე ტყუილების გუდას ე.წ. მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები და იქ შესაბამის შეხვედრებზე ცდილობენ როგორღაც ჩირქი მოსცხონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა გიორგი ბურჯანაძის, ნინო დოლიძის და გიორგი ონიანის ალენ ბერსესთან შეხვედრაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2026, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ს კვლევაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს გამოკითხვის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ჯამში 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

კირილ დმიტრიევი

29 სექტემბერი 2026, 17:10

მსოფლიო

Reuters: კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის ომის დასრულების თაობაზე, მათ შორის ომისშემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის შესაძლო ენერგეტიკულ ინიციატივებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 სექტემბერი 2026, 16:39

კულტურა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ წარდგენა გაიმართა

საიუბილეო ალბომის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო. ალბომი ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. მასში თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში დაცული უდიდესი მოღვაწისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები, ასევე ქართველი პოეტების ლექსები.

29 სექტემბერი 2026, 15:53

პოლიტიკა

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება დაასრულა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2026, 15:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის

„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

29 სექტემბერი 2026, 15:51

ჯანდაცვა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა

ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც , მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მარკ რუტე

29 სექტემბერი 2026, 15:43

მსოფლიო

მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას.

ზაალ ანჯაფარიძე

29 სექტემბერი 2026, 15:18

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმიანება.

29 სექტემბერი 2026, 15:12

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა მაიორ ცოტნე ღონღაძეს, უფროს ლეიტენანტ ტარიელ ღიბრაძეს, უფროს სერჟანტ ვლადიმერ მეყანწიშვილს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილს, კაპრალ დავით მეშველიანს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დონალდ ტუსკი

29 სექტემბერი 2026, 15:03

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება.

ლაშა ხუციშვილი

29 სექტემბერი 2026, 14:52

ეკონომიკა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.

ლევან მაჭავარიანი

29 სექტემბერი 2026, 14:51

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახალი ვერსიები გააჟღერა გიორგი გახარიამ. ჯერ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მის საქმეებში და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი, ბოლოს მას წამოსცდა, რომ ელჩებს შეხვდა და მათთან კონსულტაცია გაიარა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 სექტემბერი 2026, 14:48

თავდაცვა

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო

საქართველო თავდაცვის უწყება ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას „SHARP LYNX 2026” მასპინძლობს. სწავლების გახსნის ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის გენერალ-მაიორი შალვა შენგელია და JTEC-ის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა დაესწრნენ და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვეს

29 სექტემბერი 2026, 14:44

მსოფლიო

Rapporteur: ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა. ამის შესახებ გამოცემა Rapporteur-ი გაფართოების სტრატეგიის შიდა დოკუმენტების პროექტზე დაყრდნობით იუწყება.

29 სექტემბერი 2026, 14:42

სამართალი

სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში სასამართლო პროცესები გაიმართა

სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში სასამართლო პროცესები გაიმართა

29 სექტემბერი 2026, 14:39

პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას.

გიორგი ჩაკვეტაძე

29 სექტემბერი 2026, 14:39

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას

კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან ისმოდა ძალიან ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, უნდა გადახედოს თავის ორმაგ სტანდარტებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 სექტემბერი 2026, 14:32

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდნენ.