www.imedi.ge /  22 მაისი 2020, 01:12 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მივესალმებით რაც შეიძლება მეტ მერაბიშვილ მაჟორიტარს, მეტ უგულავა, ოქრუაშვილ და ბოკერია მაჟორიტარს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ მივესალმებით რაც შეიძლება მეტ მერაბიშვილ მაჟორიტარს, მეტ უგულავა, ოქრუაშვილ და ბოკერია მაჟორიტარს. რაც მეტი იქნება ასეთი მაჟორიტარი, მით უფრო წარმატებული იქნება „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე, „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 30-ვე ოლქში დამაჯერებლად მოუგებს ოპოზიციას.

„თუ ოპოზიციური სპექტრი საერთო კანდიდატზე შეთანხმდა, ასეთ შემთხვევაში გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 30-ვე ოლქში, პირველივე ტურში მოვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, თუმცა როგორ სცენარზეც უნდა შეთანხმდნენ ისინი, ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ 30-ვე ოლქში დამაჯერებლად მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა იმდენაც მცირეა, რომ ეს იწვევს ისტერიულ განწყობებს ოპოზიციაში. მისივე განმარტებით, ამის შედეგია ის შიდა არეულობაც, რაც ოპოზიციაში შეინიშნება.

„ადამიანები, რომლებსაც ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებდნენ, ახლა ზოგი გარიყეს, ზოგი საერთოდ დაავიწყდათ, მაგალითად ახალაია. სამ პოლიტპატიმარზე საუბრობდნენ და აღმოჩნდა, რომ ახალაია აღარ არის პოლიტპატიმარი, თუმცა 7 წელი ითვლებოდა ის მათი მხრიდან პოლიტპატიმრად. ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია და რაღაცნაირად უჭირს იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც მათ აქვთ. იმდენად მცირეა საზოგადოების მხრიდან მათი მხარდაჭერა, რომ ეს იწვევს ისტერიულ განწყობებს ოპოზიციაში და ამის შედეგია ის შიდა არეულობაც, რაც ოპოზიციაში შეინიშნება. როდესაც ოქრუაშვლი, უგულავა თუ ბოკერია მერაბიშვილს ედავება იმას, რომ ის უფრო გარყვნილი იყო, ვიდრე თვითონ, მინდა ყველას შევახსენო, რომ მათი გარყვნილების ხარისხი იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე. ისინი წარმოადგენდნენ ერთი და იგივე გარყვნილ და კორუმპირებულ მმართველობის სისტემას, რომელიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით დამკვიდრდა. შიდა კინკლაობა იმ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია, რაც ოპოზიციაშია შექმნილი და ვიზუალურად ეს კარგად ჩანს ლეიბორისტული პარტიის ოფისში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

24 სექტემბერი 2021, 21:57

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

24 სექტემბერი 2021, 21:52

ეკონომიკა

ჩინეთში კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა

დღეიდან ჩინეთში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია უკანონოა. ამის შესახებ DW (დოიჩე ველე) წერს. გამოცემა ჩინეთის სახალხო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვინც კრიპტოვალუტით ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

24 სექტემბერი 2021, 21:25

ტექნოლოგიები

კომპანია MAD Architects-ი ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს

კომპანია MAD Architects-ი ახალ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ techcult წერს. კომპანია ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, ეს შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან გუშინ მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 20:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო

სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია , თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 20:35

COVID19

ჯო ბაიდენი: არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია და რომ არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 20:25

კულტურა

ილია ჭავჭავაძის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

24 სექტემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირი: რუსეთს მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები დაიცვას

ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

24 სექტემბერი 2021, 20:09

საზოგადოება

ცესკოში ეუთოს წარმომადგენლებთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ.

ნათია თურნავა

24 სექტემბერი 2021, 20:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება და ამას ადასტურებს უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა

საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი შემოვიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 19:50

პოლიტიკა

ავთანდილ თალაკვაძე: გამარჯვების შემდეგ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალთან, ვინც დღეს მერიაშია დასაქმებული

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მივიღეთ არაერთი ინფორმაცია, რომ მოქმედი მერი, რომელიც დღეს, გახლავთ ოპოზიციური კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში, ასევე, მერიის ზოგიერთი თანამდებობის პირი თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თითქოს „ყველას სამსახურიდან გაუშვებენ“ და „თუ უნდათ სამსახურის შენარჩუნება, ხმა უნდა მისცენ კ. შარაშენიძეს“- ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 19:44

მსოფლიო

ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი მოკლეს

ინდოეთის ქალაქ დელიში ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი ჯიტენდერ მაან გოგი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

24 სექტემბერი 2021, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და დიმიტრი სამხარაძე თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

დერეკ შოვინი

24 სექტემბერი 2021, 19:27

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 19:10

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 სექტემბერი 2021, 19:02

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის Moselle Open-ის 250 მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. მე-8 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ საათიანი მატჩი გამართა, ოთხი მატჩ პოინტი გადაარჩინა და ანგარიშით 0:6, 6:4, 7:6 (7:4) მოიგო.

24 სექტემბერი 2021, 18:44

მსოფლიო

ნიდერლანდების პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა

ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.

24 სექტემბერი 2021, 18:41

მსოფლიო

თურქეთში სტუდენტები ბინების გაზრდილ ქირას აპროტესტებენ და ქუჩაში სძინავთ

სიცივისა და წვიმის მიუხედავად, მეოთხე დღეა, თურქეთის არაერთ ქალაქში, სტუდენტებს ქუჩებსა და სკვერებში სძინავთ. ისინი ამით ბინების გაზრდილ ქირას აპროტესტებენ. „არ აქვს მნიშვნელობა, წვიმს თუ არა. ჩვენ აქ იქამდე დავრჩებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დასარჩენი მაინც არ გვაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

კარლ ჰარცელი

24 სექტემბერი 2021, 18:38

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, თუმცა მივესალმები, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გუშინ ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

კარლეს პუჩდემონი

24 სექტემბერი 2021, 18:35

მსოფლიო

იტალიაში, სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაური, კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა

სარდინიის ქალაქ სასარის სააპელაციო სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაური, კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.