დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: მესმის, რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება - გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: IMEDI
მე მესმის ოპოზიციას რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და სამი ალტერნატიული ვარიანტიდან ირჩევთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, იმიტომ, რომ გინდათ მოსახლეობა უფრო მძიმე რეგულაციების ქვეშ იყოს და ასევე გინდათ, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, და მერე აქეთ გადმოგვაბრალოთ, იმიტომ, რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების და გინდათ გაწელოთ ეს დრო, რომელსაც დააბრალებთ სხვას. მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ იმიტომ, რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და საზოგადოების ეს სილა იქნება საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე.
„ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში, მსოფლიო ცხოვრობს განსხვავებული რეჟიმით და ამიტომ ჩვენც გვჭირდება განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული გადაწყვეტილებები, უფრო მეტი გონივრულობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, როცა საქმე საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ინტერესს ეხება. მე ვფიქრობ, ის არჩევანი, რაც სხვადასხვა ფორმულირებით იქნა მოცემული, სამი არჩევანიდან ერთი უნდა გავაკეთოთ. სხვა არჩევანი ნამდვილად არც გვაქვს, იმიტომ, რომ ის შემოთავაზება, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ, ანუ კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამ დროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმევა ხაფანგში და ვერ გავაგრძელებთ ამ პროცესს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რაც არ უნდა მცირე მცირე ლოკაციას იყოს, ის შეაფერხებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მთავარი არის, ის რომ ჩვენ რითიც დავიწყეთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჩვენ გვინდა თუნდაც ამ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა მოვხსნათ იმის გამო, რომ ეს შეზღუდვები არ იყოს იმდაგვარი მძიმე, როგორიც იყო აქამდე, თუმცა ამ სიმძიმემ მოიტანა ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად სასიკეთოდ გამოვიყურებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით.
თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის შუალედური პოზიტიური შედეგი და თუ ჩვენ ის შეზღუდვები, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებას სწორად მართავს და მთავრობას მისცემს ამის საშუალებას, შესაძლოა ეს სასურველი შედეგი ძალიან მძიმე შედეგად ვაქციოთ. იმიტომ, რომ ვირუსის ხასიათი, პანდემიის ხასიათი უკვე ჩანს. იმ ქვეყნებმა, სადაც წინააღმდეგობა არაადექვატურად იქნა შეფასებული, სადაც რეგულაციები იქნა დაგვიანებული ან საერთოდ არ იქნა შემოღებული, იქ ძალიან მძიმე შედეგი დადგა. არადა პანდემია არ დასრულებულა, ამას გვეუბნევიან მსოფლიო მნიშვნელობის ეპიდემიოლოგები და ჩვენი სპეციალისტები, რომელთა როლი ამ პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულიად ნათლად და გასაგებად გვეუბნევა, რომ ერთბაშად არ იქნეს მოხსნილი ეს რეგულაციები, თორემ ეს სახიფათოა. თქვენ ძალიან ბევრი უფლებები და რეგულაციები ახსენეთ, კი ბატონო, მაგრამ არავის გიხსენებიათ ის მთავარი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ შეინარჩუნეთ რეგულაციები ის, რაც სავალდებულოა. მე მესმის, რომ რთულია შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთულია იმ რეჟიმში ცხოვრება, როცა პაციენტები სასუნთქ აპარატზე არიან შეერთებულნი, როცა ექიმები ძალიან მძიმე არჩევანს აკეთებენ - ვიღაცას უმკურნალონ და ვიღაცას არა, იმიტომ რომ მისთვის აღარ არის ადგილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება აქ, პარლამენტში უნდა იქნეს მიღებული და სწორედ ეს არის პარლამენტის როლი, რომ სწორი პოლიტიკა განსაზღვროს, დააზღვიოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, დააზღვიოს ქვეყნის ინტერესები და მისი უსაფრთხოება.
სწორედ ამიტომ აქ ხდება ამ კანონის მიღება და ჩვენ მთავრობას უფლებას ვაძლევთ, რომ გონივრულად მართოს პროცესი, როგორც აქამდე შეძლო და იმედია, ამის შემდეგაც შეძლებს. ეს არის იმ შემთხვევა, როცა ამ დროს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისგან უნდა გავთავისუფლდეთ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 10:47
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით
აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 10:37
პოლიტიკა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.
10 სექტემბერი 2026, 10:22
რეგიონი
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
10 სექტემბერი 2026, 10:14
მსოფლიო
POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:48
მსოფლიო
Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:12
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
10 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში
10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
10 სექტემბერი 2026, 08:43
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
10 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
10 სექტემბერი 2026, 08:15
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.
10 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.
10 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს
სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.
10 სექტემბერი 2026, 08:05
პოლიტიკა
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.
10 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 00:29
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.


