IMEDI /  26 მაისი 2020, 00:56 / სანდო წყარო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რთულ პერიოდში როდესაც კაცობრიობა COVID19-ის პანდემიის წინაშე აღმოჩნდა

ილჰამ ალიევის ოფიციალურ წერილს სააგენტო „ტრენდი“ აქვეყნებს.

„მინდა აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანის მეგობარ ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება. აზერბაიჯანელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის ამ რთულ პერიოდში, როდესაც კაცობრიობა კოვიდ 19-ის პანდემიის წინაშე აღმოჩნდა. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები, ქართველ ხალხს კი- მუდმივი კეთილდღეობა“, -ნათქვამია წერილში.

ყველა სიახლე

ეკომიგრანტები

02 ივლისი 2020, 16:55

რეგიონი

113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა

უწყების ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები ამ დრომდე დაკანონებული არ ჰქონდათ.

ევროპარლამენტი

02 ივლისი 2020, 16:50

მსოფლიო

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სულ მცირე 50 ევროპარლამენტარს კომპიუტერები, პლანშეტები და სხვა საოფისე ტექნიკა მოპარეს, როდესაც ისინი ბრიუსელიდან მოშორებით, დისტანციურად მუშაობდნენ. მძარცველები იქექებოდნენ დოკუმენტებში და ამტვრევდნენ სეიფებს, რათა ძვირადღირებული ნივთები წაეღოთ.

02 ივლისი 2020, 16:48

პოლიტიკა

გიორგი გახარია გერმანიის ელჩს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ Covid-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.

02 ივლისი 2020, 16:42

COVID19

5 ივლისიდან ყაზახეთში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდება

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალება მასობრივი და საოჯახო ღონისძიებები. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, ბასეინები, პლაჟები, აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიქტები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები.

02 ივლისი 2020, 16:39

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შავკანიანი იესო

02 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ბრიტანულ ტაძარში „საიდუმლო სერობის“ ვარიაციას განათავსებენ, რომელზეც იესო შავკანიანად არის წარმოდგენილი

ბრიტანეთში, ჰარტფორდშირის საგრაფოში, სენტ-ოლბანის ტაძარში ლეონარდო და ვინჩის ფრესკის „საიდუმლო სერობა“ ვარიაციას მოათავსებენ, რომელზეც ქრისტე შაკვანიანად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტილოს განთავსება ტაძარში მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად გადაწყვიტეს. მისი ავტორი მხატვარი ლორნა მეი უოდსვორტია, რომელმაც ნამუშევარი 2009 წელს დახატა. ქრისტეს პროტოტიპი მისთვის იამაიკელი ტაფარი ჰინდსი გახდა. „ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქრისტეს სავარაუდოდ ახლოაღმოსავლური ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ევროპელი მხატვრები მას ტრადიციულად თავისი წარმოსახვის შესაბამისად გამოსახავდნენ. მე ის ისევე „ზუსტად“ წარმოვადგინე, რამდენადაც სწორია იდეა იმის შესახებ, რომ იესო ფლორენტიელს ჰგავს“, - განმარტა მხატვარმა.

ხუან გუაიდო

02 ივლისი 2020, 16:28

მსოფლიო

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად ცნო

ბრიტანეთის მთავრობა ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს. Evening Express-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო განიხილავდა დავას ვენესუელის შიდაპოლიტიკური კონფლიქტის მხარეებს შორის, რომლებიც ინგლისის ბანკში შენახული 930 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების კუთვნილებაზე დავობდნენ.

ფატმა ჯერენ იაზგანი; ვახტანგ გომელაური

02 ივლისი 2020, 16:27

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობა.

02 ივლისი 2020, 16:26

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. დაბა ტამისში რუსული საზღვაო დესანტის მიერ დუშეთის ბატალიონის განადგურებიდან 27 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მცხეთის-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრცია ავრცელებს.

გიორგი ახვლედიანი

02 ივლისი 2020, 16:25

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი სიტუაციის არეულობა და დაპირისპირებაა

ყველაზე გაუგონარი, არაადექვატური და აბსურდულია, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ საარჩევნო გარემო ყოფილიყო უკეთესი, მათ არჩევნებში წარმატებული შედეგის მისაღწევად უფრო მეტი შანსი ჰქონოდათ, უცებ აღარ იღებენ მონაწილეობას საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში, არც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობაში, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ახვლედიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივლისი 2020, 16:23

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა

2020 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

ვიქტორ ორბანი

02 ივლისი 2020, 16:20

COVID19

უნგრეთი თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ შეუშვებს

უნგრეთი თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არ დაუშვებს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ სერბეთისთვის გაკეთდება.

გორის რაიონული სასამართლო

02 ივლისი 2020, 16:11

სამართალი

გორის რაიონულმა სასამართლომ 7 მოქალაქეს 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000-ლარიანი ჯარიმა, ჯამში 21 000 ლარი გააუქმა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 16:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაიკ პომპეოს რჩევა დღესვე პირნათლად შესრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მაიკ პომპეოს „მინიშნებას მნიშვნელოვანს და მისასალმებელს“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დღესვე შესრულდება ეს რჩევა და სამი მოსმენით დამტკიცდება საარჩევნო კოდექსი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

02 ივლისი 2020, 16:06

მსოფლიო

თურქეთმა საფრანგეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურმა პარიზმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელა ხმელთაშუა ზღვაში თურქულ და ფრანგულ ფრეგატებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ.

კრისტიან ურსე; კახა კუჭავა

02 ივლისი 2020, 15:57

პოლიტიკა

კახა კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. დიპლომატთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, კახაბერ კუჭავამ სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რაც მან საქართველოში ხუთწლიანი მოღვაწეობის ფარგლებში გასწია.

მეი მასკი

02 ივლისი 2020, 15:51

კულტურა

ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს

წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ყვება როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.

02 ივლისი 2020, 15:48

სამართალი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ​ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. გასათვალისწინებელია, რომ

ენტონი ფაუჩი

02 ივლისი 2020, 15:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: თუ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება, აშშ უფრო დიდი ეპიდაფეთქების რისკის წინაშე აღმოჩნდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.

ენრიკე

02 ივლისი 2020, 15:34

სპორტი

ბრაზილიელი ფეხბურთელი ენრიკე ავტომანქანით კლდიდან გადავარდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი ენრიკე უმძიმეს ავარიაში მოყვა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას Globoesporte ავრცელებს. „კრუზეიროს“ ნახევარმცველის მანქანა კლდიდან გადავარდა და მის გადასარჩენად ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანის მისვლა გახდა საჭირო. ფეხბურთელს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა და გადარჩა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ენრიკე „კრუზეიროს“ ძირითადი შემადგენლობის წევრია და გასულ სეზონში 33 შეხვედრაში ითამაშა.