პრეზიდენტის ცოლისძმის საქმე ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
მიხეილ მგალობლიშვილი
მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასააჩივრა. პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა წარდგენილ ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატის მტკიცებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა გამოიყენა. ერთადერთი არგუმენტი იყო მგალობლიშვილის ნასამართლეობა.
სააპელაციო სასამართლო 48 საათში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში, დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ხელახალი პროცესი ჩაინიშნება.
ცნობილია, რომ ექსპერტიზა უტარდება სახლიდან ამოღებულ დისკს და სამხატვრო ატრიბუტიკას. გამოძიება მიხეილ მგალობლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ის უკვე მეორე დღეა, პატიმრობაში იმყოფება.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:51
ჯანდაცვა
დაავადებების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგიონებში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა
დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, სამედიცინო აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები - ადგილზე მოხდა პაციენტების გასინჯვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ჩატარდა შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები. სამედიცინო მომსახურებით ასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ ახალ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:42
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:37
სამართალი
პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:33
ეკონომიკა
ვარლამ ებანოიძე: საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული განსხვავებული მიდგომისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.
07 აგვისტო 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:24
სამართალი
სამართალდამცველებმა სამეგრელოსა და იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:22
სამართალი
აჭარის პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:20
მსოფლიო
Reuters: თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი დღეს ერ-რიადში ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი საკითხის უშუალოდ მცოდნე ორ რეგიონულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:11
მსოფლიო
Reuters: ტრამპმა აღიარა, რომ აშშ-ს გარკვეულ შეიარაღებაზე დეფიციტი შეექმნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გარკვეული ტიპის შეიარაღების დეფიციტს განიცდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 09:47
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი მალე დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 09:47
რეგიონი
რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ
რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
07 აგვისტო 2026, 09:44
საზოგადოება
გივი მიქანაძე სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაწესებულების საქმიანობას გაეცნო და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
07 აგვისტო 2026, 09:41
მსოფლიო
ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი: ევროკავშირმა მაროკოსთან მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის სავიზო და სავაჭრო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს
მაროკოელი მიგრანტების ესპანეთის სეუტაში შეჭრით გამოწვეული კრიზისის ფონზე ევროკავშირი მესამე ქვეყნებიდან დაბრუნების, რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორობის უზრუნველსაყოფად ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ევროპარლამენტის კომიტეტის ონლაინ სხდომაზე განაცხადა.
07 აგვისტო 2026, 09:31
მსოფლიო
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს. გადაწყვეტილების მოტივი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონის აღმოჩენა გახდა.
07 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანთან განხეთქილების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ცნობა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Washington Post-ის მიერ მასა და თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს შორის განხეთქილების შესახებ გავრცელებულ ცნობას ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰეგსეტის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.
07 აგვისტო 2026, 09:22
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია
ის რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
07 აგვისტო 2026, 09:13
მსოფლიო
გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა
ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა.


