დავით ქართველიშვილი: ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონის გარშემო შექმნილ ვითარებას და იმ შეფერხებებს, რასაც გუნდი ბრიტანეთის სავიზო ორგანოების მხრიდან წააწყდა.
დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპულ ფეხბურთში ხელოვნური ბარიერების შექმნა, თუნდაც სავიზო კუთხით, ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე ვიდრე ტრამპის სატელეფონო ზარი UEFA-ს პრეზიდენტთან, როდესაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას აშშ-ს ნაკრების დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მოედანზე გამოშვება ითხოვა.
„ევროპული ფეხბურთის ისტორიაში სავიზო პრობლემების რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად ყოფილა, თუმცა ისინი, როგორც წესი, ცალკეულ ფეხბურთელებს ეხებოდა და არა მთელი გუნდის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას. პარადოქსია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში - ეს ფაქტები სწორედ რომ ჩრდილოეთ ირლანდიას უკავშირდება.
2009 წელს ლატვიურმა „სკონტომ“ ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანული ვიზების არქონის გამო რამდენიმე მოთამაშის გარეშე ითამაშა, ხოლო 2026 წელს ივლისში მსგავსი პრობლემა სოფიის ცსკა-ს შეექმნა, როდესაც ორმა ფეხბურთელმა (ეთნიკურად - ბელარუსმა) ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრება ვერ შეძლო. ყველა ამ შემთხვევაში UEFA-მ მატჩები არ გადადო, რადგან გუნდებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც ჰქონდათ.
სრულიად განსხვავებულ მასშტაბს იძენს დღევანდელი ვითარება საქართველოს ჩემპიონის გარშემო. თუ დადასტურდება, რომ კლუბმა სავიზო პროცედურები დადგენილ ვადებში სრულად შეასრულა, ხოლო გამგზავრების შეუძლებლობა მხოლოდ ბრიტანეთის სავიზო ორგანოების ქმედებამ ან შეფერხებამ გამოიწვია, მაშინ საქმე უკვე აღარ ეხება ცალკეულ ფეხბურთელებს - საუბარია მთელი გუნდისთვის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის ფაქტობრივად შეუძლებლობაზე, სულ რომ ეს საკითხი გადაწყდეს მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსგავსი პრეცედენტი თანამედროვე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში პრაქტიკულად არ მოიძებნება. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ საკონსულო პრობლემის საკითხი. თუ სახელმწიფო ადმინისტრაციული პროცედურები ოფიციალური საერთაშორისო მატჩის ჩატარების ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა, საფრთხის ქვეშ დგება სპორტული სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრის მონაწილეთა თანასწორობა. ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო. სწორედ ამიტომ UEFA-ს შემდგომი რეაგირება პრინციპული გამოცდა იქნება და თუ დადგინდება, რომ ქართული კლუბი ასეთ მდგომარეობაში საკუთარი ბრალის გარეშე აღმოჩნდა, UEFA-ს, შესაძლოა, მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მის დღემდე არსებულ პრაქტიკას სცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება. და ეს შემთხვევა არანაკლებად სკანდალური იქნება - ვიდრე ტრამპის სატელეფონო ზარი ინფანტინოსთან...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2026, 13:26
მსოფლიო
Brussels Signal: ევროკავშირის გაფართოება მას თავად დაშლის
გამოცემა Brussels Signal-ის ინფორმაციით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სირთულეებს აწყდება: თუ პოლონეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო, ახლა პოზიციას იცვლის, როგორ შეძლებს კიევი იმ ქვეყნების დარწმუნებას, რომლებიც ისედაც ნაკლებად უჭერდნენ მხარს მის წევრობას?
04 აგვისტო 2026, 13:10
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტი, ოპერატიული რეაგირება მოახდინა - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვიდეოში დაფიქსირებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად იდენტიფიცირებულია სამართალდამრღვევები.
04 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
Euronews: სანქციები გაურკვეველ მდგომარეობაშია - როგორ აღმოჩნდა ჩიხში ევროკავშირის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა
Euronews-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ აღმოჩნდა ჩიხში ბრიუსელის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა.
04 აგვისტო 2026, 12:52
რეგიონი
ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.
04 აგვისტო 2026, 12:48
პოლიტიკა
ნინო წილოსანი რადიკალებზე: დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა - „რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?“
დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა, „რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?” - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი რადიკალებთან დაკავშირებით.
04 აგვისტო 2026, 12:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!
საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
04 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის ატომური ელექტროსადგური გამორთვას გადაურჩა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს ქვეყნის ერთადერთი პაკშის ატომური ელექტროსადგური მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო გამორთვის პირას იყო, თუმცა წყალმა კლება შეწყვიტა.
04 აგვისტო 2026, 12:07
რეგიონი
საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება
04 აგვისტო 2026, 11:53
მსოფლიო
Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია
ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანის გარეუბნებში მესამე დღეა ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლებმაც, ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 700 შენობა გაანადგურა და ათიათასობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი შტატის სიდიდით მეორე ქალაქსა და მის შემოგარენში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 11:35
პოლიტიკა
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედია არქივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს ინახავს - ფაქტები კარგად ასახავს იმ განსხვავებულ მიდგომას, რომელზეც პრემიერი წერს
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედია არქივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს ინახავს - ფაქტები კარგად ასახავს იმ განსხვავებულ მიდგომას, რომელზეც პრემიერი წერს
04 აგვისტო 2026, 11:30
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 11:12
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
04 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 10:58
რეგიონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო.
04 აგვისტო 2026, 10:49
რეგიონი
პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
04 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის
Reuters-ის ინფორმაციით, დანიაში დაახლოებით 1 600 ახალწვეულმა დაიწყო ქვეყნის განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. რეფორმის ფარგლებში მათი სამსახურის ვადა 11 თვემდე გაიზარდა.
04 აგვისტო 2026, 10:26
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
04 აგვისტო 2026, 10:24
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
04 აგვისტო 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.


