ბულგარეთის ვიცეპრეზიდენტი: ქართველებო, გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, განაგრძეთ ქრისტიანობის ციხე-სიმაგრედ ყოფნა, იყავით დამოუკიდებელნი
ილიანა იოტოვა
ფოტო: Youtube
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საელჩოს Facebook-ის გვერდზე ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა.
ვიდეოკონფერენციის ფარგლებში, ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ბულგარეთის ვიცეპრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა, პლამენ ბონჩევმა (ბულგარეთის ყოფილი ელჩი საქართველოში), „ატლანტიკური კლუბის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა სოლომონ პასიმ, ასევე საქართველოს საპატიო კონსულებმა ბულგარეთის რესპუბლიკაში იული ნუშევმა, დინკო დინევმა და სოფიაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
პირდაპირ ეთერში ასევე ჩაერთნენ ქართული კულტურისა და ესტრადის წარმომადგენლები, ნინო სუხიშვილი, მაია ბარათაშვილი და სხვები.
„გმადლობთ შესაძლებლობისთვის, მოგილოცოთ ეს დღესასწაული. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული ფორმით გვეძლევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვის შესაძლებლობა. არსებული პანდემია ითხოვს მასთან საბრძოლველად ძალისხმევათა გაერთიანებას და ერთად დგომას. აღნიშნული პოზიცია გაჟღერდა ცოტა ხნის წინ ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას. სრულიად ვიზიარებ ამ აზრს - არსებული პანდემიის პირობებში აუცილებელია სწორი ბალანსის პოვნა ჯანდაცვით ღონისძიებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ ნაბიჯებს შორის, ვინაიდან ფინანსური შედეგები, რომლებიც მოჰყვება კრიზისს, განსაკუთრებით მძიმე იქნება რიგითი მოქალაქეებისათვის. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსა და მთავრობის როლი.
მსურს, გაგიზიაროთ, რომ ღონისძიებაზე ჩემი საზოგადოებაში ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა, პანდემიის მიერ ყველა ღონისძიების გაუქმებამდე, იყო სწორედ საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა „სამოთხის შეხება“, სადაც ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ხელოვანის, გიორგი სისაურის ნიმუშების ხილვა შეგვეძლო. დღეს, ჩემს კაბინეტში ღირსეულ ადგილს იკავებს გიორგი სისაურის მიერ ჩემთვის ნაჩუქარი ძვირფასი საჩუქარი - ნახატი, ქართულ ენაზე, კალიგრაფიულად შესრულებული ჩემი სახელით.
გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, ქართველებო. თქვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო ხართ, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მოკავშირის როლს ასრულებს, როგორც გეოგრაფიულად, კულტურულად, ისე - ბევრი სხვა მიმართულებით. დღეს საქართველო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველომ დაასრულა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, რომელიც ძალიან ნაყოფიერად და წარმატებულად ჩატარდა. ყოველივე აღნიშნული ძალიან საპასუხისმგებლოა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყოველივეს გაართმევთ თავს, როგორც ერი, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი ტრადიციები, მრავალი ბრძოლისა და წინააღმდეგობების გადალახვის გამოცდილება. ძვირფასო ქართველებო, გააგრძელეთ ქრისტიანობის ციხე-სიმაგრედ ყოფნა, იყავით დამოუკიდებელნი, იყავით წარმატებულნი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კრიზისების წინაშე. დარწმუნებული ვარ, თქვენი დევიზის „ძალა ერთობაშია“ მართებულობასა და წარმატებაში, მით უფრო, რომ ბულგარეთის დევიზია „ერთობა ქმნის ძალას“. საუკეთესო სურვილებით თქვენი ქვეყნისა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველოვ“ - განაცხადა ბულგარეთის ვიცეპრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 10:45
ტაბლოიდი
Sotheby's-ის აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი რეკორდულ ფასად გაიყიდა
ტირანოზავრ „გასის“ ჩონჩხი Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 50, 1 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ასეთი ლოტი გახდა.
15 ივლისი 2026, 10:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიუსელისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკი ადვილად პოულობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიო ბანკის 2026 წლის ივლისის მიმოხილვას, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში.
15 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
აშშ ირანზე დარტყმებს 7 საათის განმავლობაში ახორციელებდა და საზღვაო ბლოკადა განაახლა
ამერიკული თავდასხმების საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ბაზებზე. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ამტკიცებს, რომ თავს დაესხა აშშ-ის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრს ქუვეითში, მინა-აბდულას რაიონში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის ობიექტებს ბაჰრეინში, ასევე ამერიკულ ბაზას იორდანიის ქალაქ ალ-აზრაკში.
15 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 10:08
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს გაირკვევა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჯორჯიაში, ატლანტას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
15 ივლისი 2026, 10:00
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.
15 ივლისი 2026, 08:54
პოლიტიკა
შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ
გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.
15 ივლისი 2026, 08:47
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში
15 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა
სხდომაზე უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის განცხადება წაიკითხეს, რომელსაც მაღალი რანგის წყაროების ცნობით, დარტყმის დროს სახე დაუმახინჯდა და დაზიანებები მიიღო, ირანელებს ის 8 მარტს დანიშვნის შემდეგ აღარ უნახავთ.
15 ივლისი 2026, 08:39
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.
15 ივლისი 2026, 08:38
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სოფელ ნათლისმცემიდან თბილისში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 08:34
რეგიონი
თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია
თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. მძიმე ტექნიკა ამ ეტაპზე ძირითადად სეხნიაშვილის ქუჩაზე მუშაობს, სადაც გაწმენდითი სამუშაო გრძელდება.
15 ივლისი 2026, 08:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.
15 ივლისი 2026, 08:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.
15 ივლისი 2026, 08:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები
მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
15 ივლისი 2026, 08:14
სამართალი
დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.
15 ივლისი 2026, 07:59
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება+7
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
15 ივლისი 2026, 02:39
მსოფლიო
ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.
15 ივლისი 2026, 01:10
სპორტი
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.
15 ივლისი 2026, 00:55
მსოფლიო
ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.


