15 ივლისი 2026, 10:33 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკი ადვილად პოულობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიო ბანკის 2026 წლის ივლისის მიმოხილვას, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში.

ანალიტიკოსი წერს, რომ ამ წლის ივლისის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის მოქმედი პროექტების პორტფელი საქართველოში დაახლოებით 975 მილიონ დოლარს შეადგენს.

ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს რესურსები მიმართულია საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტვირთების, სერვისებისა და ინვესტიციების გადანაწილების ცენტრად ჩამოყალიბებისკენ:

„მსოფლიო ბანკი ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის ობიექტებად არ განიხილავს. ისინი უფრო ფართო ევრაზიული სატრანსპორტო არქიტექტურის ნაწილად აღიქმება. ბოლო წლებში შუა დერეფნის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური სტრუქტურებისთვის საქართველო კვლავ საიმედო პარტნიორად და პერსპექტიულ ლოჯისტიკურ კვანძად აღიქმება.

„2026 წლის ივლისში გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის მორიგ მიმოხილვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. განსხვავებით ბრიუსელისგან, World Bank ადვილად პოულობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე და თავისუფლად განასხვავებს მას შტატ Georgia-სგან.

მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ამ მარშრუტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად რჩება თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების წყალობით. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის მოქმედი პროექტების პორტფელი საქართველოში დაახლოებით 975 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ეს რესურსები მიმართულია საავტომობილო გზების მოდერნიზაციის, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების, განათლების სისტემის სრულყოფისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისკენ. ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის ეს საერთაშორისო ნდობისა და მხარდაჭერის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობაა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის ობიექტებად არ განიხილავს. ისინი უფრო ფართო ევრაზიული სატრანსპორტო არქიტექტურის ნაწილად აღიქმება. ბოლო წლებში შუა დერეფნის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მსოფლიო ლოჯისტიკაში ახალი მარშრუტების ძიება მიმდინარეობს ევროპასა და აზიას შორის.

სწორედ ამიტომ, საქართველოს გზების, სარკინიგზო ქსელის, ლოჯისტიკური ცენტრებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს. ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ნაკადების გამტარ ქვეყნად კი არ დარჩეს, არამედ სამხრეთ კავკასიაში ტვირთების, სერვისებისა და ინვესტიციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადანაწილების ცენტრად ჩამოყალიბდეს.

ყველაზე პოზიტიური კი ის არის, რომ მსგავსი შეფასებები მსოფლიო ბანკის მხრიდან გრძელვადიანი ნდობის ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ასობით მილიონ დოლარს არ აბანდებენ ისეთ პროექტებში, რომელთა ეფექტიანობაშიც ეჭვი ეპარებათ. ამიტომ 975-მილიონიანი პორტფელი, რომელიც ივლისის მიმოხილვაშია ასახული, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ცალკეული პროგრამების დაფინანსებას.

ეს არის სიგნალი, რომ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური სტრუქტურები კვლავაც ხედავენ საქართველოში საიმედო პარტნიორს, პერსპექტიულ ლოჯისტიკურ კვანძსა და სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სწორედ ასეთი პროცესები ქმნის გრძელვადიან საფუძველს ახალი ინვესტიციების, სამუშაო ადგილების, შემოსავლების ზრდისა და საქართველოს საერთაშორისო წონის შემდგომი გაძლიერებისთვის“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2026, 21:37

მსოფლიო

Reuters: ირანი აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება

როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.

17 აგვისტო 2026, 21:34

სპორტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადიდან და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადიდან და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026“-ზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.

17 აგვისტო 2026, 21:19

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.

ანდრის კულბერგსი

17 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ

როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.

17 აგვისტო 2026, 21:00

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს

ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.

17 აგვისტო 2026, 20:52

ეკონომიკა

უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.

17 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აგვისტო 2026, 20:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.

17 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.

17 აგვისტო 2026, 20:24

მსოფლიო

Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს

გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.

17 აგვისტო 2026, 20:08

პოლიტიკა

გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 აგვისტო 2026, 20:07

მსოფლიო

CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე

ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

17 აგვისტო 2026, 19:45

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.

17 აგვისტო 2026, 19:39

რეგიონი

მთა თეთრობში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური საფარი, ასევე გაკეთდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი.

17 აგვისტო 2026, 19:10

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩის N 133-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველი სატრანსპორტო საშუალებებიდან იყიდებოდა.

17 აგვისტო 2026, 18:31

მსოფლიო

CNN: აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილი 60-დღიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ზომიერად იზრდება - მხარეებმა ომის დასასრულებლად მდგრადი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს დაესხმება ომანს, თუ ის ჩაერევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის ძალისხმევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

17 აგვისტო 2026, 18:00

საზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინოპოლში დაგეგმილ მომავალ ვიზიტზე: დიდი სიხარულით გელოდებით. თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ 16 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა.

17 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.