imedi /  29 მაისი 2020, 14:04 / სანდო წყარო

„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებში თავის კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო არჩევნებში ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატს წარადგენს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მათ ოცდაათივე ოლქში ეყოლებათ კანდიდატი და არ გამორიცხავენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიარონ. თუმცა როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო კანდიდატზე ისინი თანახმა არიან.

ყველა სიახლე

ევროპარლამენტი

14 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების უწყვეტ პროცესს მიესალმებიან

განცხადებაში ყურადღება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეთმობა. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება.

14 ივლისი 2020, 20:43

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 54 771-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 14 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 412-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 27 154 პაციენტი.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

14 ივლისი 2020, 20:37

პოლიტიკა

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა, რაც მომხდარს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება.

სალომე ზურაბიშვილი

14 ივლისი 2020, 20:32

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების დღე მიულოცა.

14 ივლისი 2020, 20:23

მსოფლიო

პაკისტანში უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმას 8 სამხედრო ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, პანჯგურის პროვინციაში დაუდგენელმა შეიარაღებულმა ჯგუფმა უსაფრთხოების ძალების კოლონას ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, 8 სამხედრო დაიღუპა. შემთხვევისას 5 ჯარისკაცი დაიჭრა.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 20:21

საზოგადოება

კახა კალაძე: შევპირდი თბილისელებს, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე კეთილმოწყობილი, ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული იქნება

პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე კეთილმოწყობილი, ყველაზე მწვანე და ყველაზე მოწესრიგებული იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების რეაბილიტირებული პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

14 ივლისი 2020, 20:20

საზოგადოება

გიორგი გახარია: მინდა თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სკვერი, იმისთვის რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება იყოს კომფორტული

„თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და ჩვენს გარემოს არ მოსწონს. მაგრამ თბილისის მერია, თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს. რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი და დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა თბილისს, თბილისელებს, ვუსურვე მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ყოველდღიური ცხოვრება იყოს კომფორტული. მადლობა თბილისის მერიას, მადლობა მერს. საამაყო მერი გყავთ, წარმატებები და ყველგან გამარჯვებით, ერთად“, - განაცხადა პრემიერმა.

რობერტო სპერანცა

14 ივლისი 2020, 20:07

COVID19

იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს

იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს 31 ივლისამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 19:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი შსს-ში იმყოფება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე შსს-ში იმყოფება. ნიკოლაძის განცხადებით, ის უწყებაში საქმესთან დაკავშირებული ვერსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად არის მისული.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2020, 19:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 19:43

პოლიტიკა

არასაპარლამენტო პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა დღეს დასრულდა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა ამოეწურათ.

კიკვიძის პარკი

14 ივლისი 2020, 19:42

საზოგადოება

ნაძალადევში რეაბილიტირებული ე.წ. კიკვიძის პარკი გაიხსნა

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დაესწრო. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალსარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

თბილისის საკრებულო

14 ივლისი 2020, 19:26

ეკონომიკა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების და ხარჯვით ნაწილში მცირდება. ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს.

14 ივლისი 2020, 19:26

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

14 ივლისი 2020, 19:20

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აფრიკის კონტინენტზე დადასტურებული კოვიდინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა 610 ათასს მიაღწია. ახალი კორონავირუსით ინფიცრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გასულ კვირაში გადააჭარბა.

ჯეიმს აპატურაი

14 ივლისი 2020, 19:13

მსოფლიო

ჯეიმს აპატურაი ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისთვის აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე, რომელშიც ჩართულია მძიმე შეიარაღება და რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ვუერთდებით მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის“, - წერს აპატურაი.

კანიე უესტი

14 ივლისი 2020, 19:04

კულტურა

კანიე უესტმა დედის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, დედის ხსოვნას ახალი ტრეკი სახელწოდებით Donda მიუძღვნა. სიმღერა 12 ივლისს გახდა საჯარო. ამ დღეს რეპარის დედას დონდა უესტს 71 წელი შეუსრულდებოდა. კანიე უესტის დედა 2007 წელს პლასტიკური ოპერაციის შედეგად დაიღუპა.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 18:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს კომისიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაწესების აუცილებლობა აღინიშნა

„ნატო-საქართველოს კომისიაზე განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებს და ბოლო ინციდენტს - საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანიმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქვეყნების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

14 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო.

14 ივლისი 2020, 18:49

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა დასრულა. დღეს საბჭომ ორ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საბჭოს წევრებს კანდიდატებთან შეკითხვები ჰქონდათ, როგორც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ზოგად საკითხებზე.