10 ივლისი 2026, 11:20 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, საერთაშორისო დისკუსიები ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა განხორციელებაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

თურქეთში მიმდინარე NATO-ს და „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე მიმდინარე დისკუსიების მსგავსებასა და განსხვავებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის განმარტავს, ერთი ფორუმი მსოფლიო კრიზისების შედეგებს ეხებოდა, მეორე კი, განიხილავდა სამომავლო პროექტებს, რომლის აქტიურ მონაწილედ საქართველო განიხილება.

„სანამ ანკარაში NATO-ს სამიტზე სამხედრო ხარჯების ზრდას, ახალი შეიარაღების პროგრამებს, უკრაინის კრიზისსა და შესაძლო მომავალი კონფლიქტებისთვის მზადების საკითხებს განიხილავდნენ - ქალაქის სულ რამდენიმე კვარტლის მოშორებით მიმდინარეობდა და დასრულდა სხვა ფორუმი, რომელიც თავისი შინაარსით გაცილებით უფრო ახლოს აღმოჩნდა XXI საუკუნის რეალურ ეკონომიკასთან, და რომელსაც თითქმის არც აშუქებდნენ. „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე საუბარი არ იყო იმაზე, თუ როგორ უნდა იომონ, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა აშენდნენ სატრანსპორტო მარშრუტები, ენერგეტიკული სისტემები, ციფრული ქსელები და ეკონომიკური ზრდის ახალი ცენტრები.

თუ პირველი სამიტი ძირითადად მსოფლიო კრიზისების შედეგებს ეხებოდა, მეორე სწორედ იმას განიხილავდა, თუ როგორი იქნება მსოფლიო ამ კრიზისების შემდეგ. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ფორუმის ერთ-ერთ მთავარ თემად შუა დერეფანი იქცა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სკეპტიკოსები ცდილობდნენ, ეს პროექტი მხოლოდ ლამაზ, მაგრამ ძნელად განხორციელებად იდეად წარმოეჩინათ. დღეს კი, უმსხვილესი საერთაშორისო მოთამაშეები მას ევრაზიის მომავალი არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად განიხილავენ. ფაქტობრივად, საუბარია ევროპასა და აზიას შორის ახალი ეკონომიკური ღერძის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც საქართველო არა პერიფერიაზე, არამედ ერთ-ერთ საკვანძო პოზიციაზე იმყოფება. და რაც უფრო იზრდება ამ დერეფნის მნიშვნელობა, მით უფრო თვალსაჩინო ხდება საქართველოს პორტების, რკინიგზის, ენერგეტიკული და ციფრული კომუნიკაციების სტრატეგიული ღირებულება.

სრულიად ბუნებრივია, რომ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ტვირთბრუნვას, არამედ ენერგეტიკას, მონაცემთა ცენტრებს, ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებსა და კონტინენტებს შორის ციფრულ კავშირს. თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო ნაკლებად განისაზღვრება ტანკების რაოდენობით და სულ უფრო მეტად - საქონლის, ენერგიის, ინფორმაციისა და კაპიტალის გადაადგილების შესაძლებლობით.

სწორედ ამიტომ, ქვეყნები, რომელთა გავლითაც განვითარების ახალი დერეფნები გადის, იღებენ ისეთ უპირატესობებს, რომელთა შეფასებაც მხოლოდ ვაჭრობისა და ტრანზიტის სტატისტიკით შეუძლებელია. ისინი იქცევიან კვანძებად, რომელთა გარეშე საერთაშორისო კავშირების მთელი სისტემა იწყებს შეფერხებას. სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს მონაწილეობით მიღებული მთავარი პოლიტიკური შედეგი.

მაშინ, როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, უმაღლესი დონის საერთაშორისო დისკუსიები სულ უფრო ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა სრულფასოვანი განხორციელებაც საქართველოს გარეშე უკვე შეუძლებელია. და ამაში დროის გარკვეული ირონიაც არის: ერთ სამიტზე უსაფრთხოებას იარაღისა და სამხედრო ძალის პრიზმიდან უყურებდნენ, ხოლო მეორეზე - განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა და თანამშრომლობის პრიზმიდან. ისტორია კი, არაერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორედ ასეთი პროექტები უძლებენ პოლიტიკურ კრიზისებს, ხელისუფლებების ცვლილებებსა და მთელი ეპოქების გარდაქმნას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.

ლევან მახაშვილი

17 აგვისტო 2026, 17:20

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტირუსულ განწყობას აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ორსახოვნებას ამ ადამიანების მხრიდან. მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. შესაძლოა, მათ სოციალურ მედიასა თუ ტელევიზიებში იდიდგულონ. გულზე მჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ, რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ჰყიდიან, აფხაზეთსაც ჰყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსოვნასაც ჰყიდიან და ამის ზემოდან, თუ საჭირო იქნება, საკუთარ დედასაც გაყიდიან".

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 17:15

პოლიტიკა

ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს.

17 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს

Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვებას შეძლებს. "ტელეგრაფის" ჟურნალისტებმა ათი ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს.

ჯარედ კუშნერი

17 აგვისტო 2026, 17:05

პოლიტიკა

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.

17 აგვისტო 2026, 16:58

პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:45

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 აგვისტო 2026, 16:41

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ქეცბაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

17 აგვისტო 2026, 16:37

სპორტი

ბადმინტონის მოთამაშეებმა ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა, ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.

ვახტანგ ცინცაძე

17 აგვისტო 2026, 16:30

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

ირაკლი ნადარეიშვილი

17 აგვისტო 2026, 16:24

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება

ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.

17 აგვისტო 2026, 16:07

ეკონომიკა

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.

17 აგვისტო 2026, 15:51

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

17 აგვისტო 2026, 15:49

რეგიონი

საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

17 აგვისტო 2026, 15:41

თავდაცვა

„არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა „არმიამ“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

17 აგვისტო 2026, 15:34

მსოფლიო

Al Arabiya: აშშ-მა და ირანმა ზავი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

18 ივნისს აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების 60 დღით შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მემორანდუმის მიხედვით, 17 აგვისტომდე მოქმედებდა.

17 აგვისტო 2026, 15:24

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 11,8407 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე)“. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ცაზარი ტომჩიკი

17 აგვისტო 2026, 15:08

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება

„ჩვენ ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება. სცენარებს უკვე რეალურ და არარეალურად კი არა, მხოლოდ სავარაუდო და ნაკლებად სავარაუდო სცენარებად ვყოფთ. დღეს მე საბოლოო ვადას აღარ დავასახელებდი. კრემლის მხრიდან რაიმე მასშტაბური პროვოკაციაც კი სრულიად შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს“, - აღნიშნა ტომჩიკმა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

17 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ

„ვინ აწარმოებს საკვებს? ბიუროკრატი ბრიუსელში? კლიმატის აქტივისტი? ან იქნებ რომელიმე პოლიტიკოსი? საკვებს ფერმერი აწარმოებს. პოლონელმა ფერმერებმა დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი იმას, რაც ახლა ნიდერლანდებში ხდება. სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ“, - წერს ევროპარლამენტარი.

17 აგვისტო 2026, 14:26

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პრესსამსახური ავრცელებს.