imedi /  29 მაისი 2020, 14:59 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანაა მსოფლიოში

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

2 დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის 11-საათიანი მოხსენება, თუმცა ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ზუსტი და დამაიდებელი პასუხი, რომელიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს, მხარდაჭერასა და დახმარებას მოუტანდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვა სიღარიბეს ეხება. „საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში თავის მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფინანსური დახმარება. ასეთი რამ არ მომხდარა არც ერთ ჩვენს სამეზობლოში და არც მსოფლიოში. სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ფაქტობრივად გაწირეთ სიკვდილისთვის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ფონდიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. „სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ, თქვენ თქვით, რეზერვებად გვინდა შევინახოთო. სად არის 33 მილიონი ამ ფონდიდან, რომელიც ბიზნესმა შეიტანა? ვის გაუგია, უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც ხალხი სულს ღაფავს შიმშილისგან, 133 მილიონი მუთაქაში გქონდეთ გამოდებული და შენახული? რატომ არ გაეცით ეს ფული? თუ კვლავ გინდათ, როგორც 80 მილიონზე გააკეთა ივანიშვილმა სტიქიის დროს, უკან დაუბრუნოთ. თუ ვერ ბედავთ ივანიშვილის ასე ვთქვათ ფულის ხელის ხლებას? თუ საერთოდ არის კი ეს ფული? არსებობს კი ეს 100 მილიონი?“ - მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანაა მსოფლიოში.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კორონავირუსისა და ამ ნავთობის კრიზისის პერიოდში, რომლის ეკონომიკა არის ყველაზე დაუძლურებული, ყველაზე სუსტი, ყველაზე მოწყვლადია მსოფლიოს 63 ქვეყანას შორის, რომლის კვლევა გააკეთა ევროპის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ. 63 ქვეყანა გამოიკვლიეს, ვართ 63-ე ადგილზე. 62-ე არის თურქეთი. 61-ე არგენტინა. ანუ საქართველოს ეკონომიკა არის იმდენად დასუსტებული და დაუძლურებული, ამ რვა წლის განმავლობაში იმდენად ცუდი პოლიტიკა აწარმოეთ, კორონავირუსის ამ კრიზისმა ყველაზე მძიმე და საშინელი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში. აგერ, შიმშილის მსოფლიო ინდექსი 2019 წლის მიხედვით, საქართველო არის რეგიონში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. მას უსწრებს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, ირანი, სერბეთი, უკრაინა, ბელარუსი. ყველაზე მეტად ხალხი შიმშილობს საქართველოში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველა სიახლე

მიხაილო ფედოროვი

23 ივლისი 2026, 21:12

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის განცხადებით, იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას დათანხმდება

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტის გარდა, სხვა არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება.

23 ივლისი 2026, 21:11

სპორტი

საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია. მზადება სოლიდარობის თასისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.

ონისე ოქრიაშვილი

23 ივლისი 2026, 20:38

საზოგადოება

თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფიზიკური დაპირისპირება იყო მოსაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზეც. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ინციდენტის მიზეზი ოქრიაშვილის ერთ-ერთი პოდკასტი და იქ გახმიანებული გზავნილები გახდა.

23 ივლისი 2026, 20:37

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში და ჯარიმები - სასამართლოებმა რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის ოპოზიციონერი აქტივისტის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.

23 ივლისი 2026, 20:37

ეკონომიკა

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილი

23 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებულის უკმაყოფილება ორგანიზაციის იმ ანგარიშმა გამოიწვია, სადაც პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა შორის მისი გვარი ვერ მოხვდა.„ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციასა და გზავნილებს იწონებდნენ, ახლა კრიტერიუმების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ალექსანდრე კარტოზია

23 ივლისი 2026, 20:21

პოლიტიკა

თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს გერმანიაში ოფიციალურად აკრედიტებული ელჩი ჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების ფონზე, ქართველი დიპლომატის მთავარი ამოცანა ურთიერთობების გაჯანსაღება და პოზიციების დაცვა იქნება. პარალელურად, თბილისში გერმანიის ახალ ელჩსაც ელოდებიან, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა. ნინი გოგიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

23 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სროლა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - ბრალდებული დაკავებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასტიკი თავდასხმა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლი არასრულწლოვანებს გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ახალგაზრდების ხმამაღალი ლაპარაკი გახდა.

23 ივლისი 2026, 20:14

პოლიტიკა

აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეკონომიკასთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის - საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სინგაპურში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ქვეყნის პირველ პირებსა და მსოფლიო დონის, გიგანტი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩანგის“ აეროპორტის მმართველების დაინტერესება ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტით, ქართველი სტუდენტებისთვის გაჩენილი ახალი სასწავლო და დასაქმების შესაძლებლობები. კიდევ რა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა და რა სფეროებში გაღრმავდება თანამშრომლობა?

პაველ დუროვი

23 ივლისი 2026, 20:01

მსოფლიო

პაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 19:49

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია, რომელიც ტრამპს ავალდებულებს, ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს

წარმომადგენლთა პალატის წევრებმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდება, - წერს გამოცემა POLITICO.

23 ივლისი 2026, 19:27

კულტურა

ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციის Venezia Spotlight მონაწილეა

ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ „გურია“ არის ძალიან სასაცილო კომედია, რომელიც ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 ივლისი 2026, 19:19

მსოფლიო

ზელენსკი: ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით.

ჯაბა ხუბუა

23 ივლისი 2026, 19:18

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა. მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა

ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

23 ივლისი 2026, 19:00

მსოფლიო

გერმანული მედია: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველად ლიდერობს

ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 18:43

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება რიადისგან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოითხოვს, რასაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მხრიდან მოწონება მოჰყვა.

23 ივლისი 2026, 18:41

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ანდრია ლილუაშვილს სასამართლომ 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

23 ივლისი 2026, 18:32

მსოფლიო

CNN: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გლობალური ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხების შიშმა გამოიწვია ის, რომ ნავთობის ფასმა მაისის შემდეგ პირველად 100-დოლარიანი ზღვარი გადალახა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 18:10

რეგიონი

ერგნეთში IPRM-ის რიგით 133-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.

ბიძინა გიორგობიანი

23 ივლისი 2026, 18:05

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა და ამაში მონაწილეობა ისეთი ცნობილი ოპერატორი კომპანიების, რომლებიც მსოფლიო დონის გიგანტები არიან

საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა , - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.