imedi /  29 მაისი 2020, 15:07 / სანდო წყარო

38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადდა

38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადდა იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან ფული არ ჰქონოდათ ამოსაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

„ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო გაურკვევლობა და ეს გაურკვევლობა არ იყო მხოლოდ საქართველოში, ეს გაურკვევლობა იყო გლობალური, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით - სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ, პირველ ეტაპზე სასწრაფო დახმარების სახით, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეხივით დაეცათ ეს კრიზისი და 1-2 კვირაში ჰქონდათ გადასახდელი შუქის, გაზის და ბანკის ფული, ასევე, შვილი ჰყავდათ სკოლაში მისაყვანი და ასე შემდეგ, მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მოიცვა ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც საფრთხე იყო „ცხელი“ და სწრაფად უნდა მივხმარებოდით, არ იყო იმის დრო, გაგვერჩია, ვის უფრო ეკუთვნოდა და ვის ნაკლებად. ამიტომ გავაკეთეთ ეს.

შემდეგ უკვე ბანკებს ვუთხარით, რომ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება, შემოსავალი შეუმცირდა, ან გაუქრა, საპროცენტო განაკვეთი, ნება იბოძეთ და გადაუვადეთ, რომლითაც ისარგებლა 600 000-მა მოქალაქემ.

გარდა ამისა, რაც არავის ახსოვს და არასდროს არ მითქვამს - მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი და 38 000 მოქალაქეს განბაჟებისათვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხოეთიდან ავტროსატრანსპორტო საშუალებები, თქვენ წარმოგიდგენიათ, განბაჟებისთვის თანხა დღევანდელ კრიზისში რა იქნებოდა, 38 000 მოქალაქეს ავტროსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადაუვადდა იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან ფული არ ჰქონოდათ ამოსაღები. ეს არის ფაქტები, სხვა ყველაფერი დემაგოგიაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

ლევან კარანაძე

09 ივლისი 2020, 20:40

ეკონომიკა

ლევან კარანაძე: მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, Lufthansa შეძლებს, თბილისსა და მიუნჰენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნჰენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრ]ო ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 20:40

მსოფლიო

აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო

აშშ-მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების შელახვის გამო.

ამირან სალუქვაძე

09 ივლისი 2020, 20:34

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: მნიშვნელოვანია კეზერაშვილის საქმიანობის შესწავლა თავდაცვის სამინისტროში ყოფნის დროს

არაფრის მქონე პიროვნება მოდის საჯარო სამსახურში და საჯარო სამსახურის მერე, რამდენიმე თანამდებობის გამოცვლიდან არის ოფიციალური მილიარდერი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

09 ივლისი 2020, 20:32

სპორტი

ინგლისის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა

ყველა მათგანი, ვისაც ვირუსი დაუდგინდა, ამჟამად იზოლაციაშია და მათ პროტოკოლის წესის სრული დაცვით, 14 დღის განმავლობაში მოუწევთ კარანტინში ყოფნა. შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატში, "ლესტერ ტაიგერსში" საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი თამაშობს.

09 ივლისი 2020, 20:27

საზოგადოება

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ შეტყობინება განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი, თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი, - ამის იშესახებ ინფორმაციას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 20:08

თავდაცვა

თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხედრო ფეხსაცმლით სრულად აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის, გერმანული ფეხსაცმლით მომარაგების პროცესი წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები უკვე სრულად არიან აღჭურვილი უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო ბრენდის მიერ წარმოებული სამხედრო ფეხსაცმელით. თავდაცვის ძალების საწყობებში მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმლის მარაგები შეიქმნა. უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ბათინკები ევროკავშირში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოშია წარმოებული.

09 ივლისი 2020, 20:02

საზოგადოება

ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - გრძელი ნათელი დღეები აქ.ახლა

სესიის - „გრძელი ნათელი დღეები - აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება.

09 ივლისი 2020, 19:57

პოლიტიკა

მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის, ჯამურად მაქსიმუმ 261 000 ევრო (ეკვივალენტი ლარში) დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ​​​​​​​

გია აბაშიძე

09 ივლისი 2020, 19:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვერც „ფრონტერას“ და ვერც შალიკოს „ფანჩატურელების“ მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას

„ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, განხილვის საწყის ეტაპზე. ცალკეული კონგრესმენების აქტივობა ლობისტების მეშვეობით განწირულია ფიასკოსათვის. მარტივად - რასაც კრიმინალური ნაცოპოზიცია ამბობს, პირიქითაა. ეს არის და ეს. მათ ამინდის პროგნოზიც არ დაეჯერებათ. ვერც "ფრონტერას" და ვერც შალიკოს "ფანჩატურელების" მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას“,- წერს გია აბაშიძე.

პაკ ვონ სუნი

09 ივლისი 2020, 19:55

მსოფლიო

პოლიციამ სეულის გაუჩინარებული მერი გარდაცვლილი იპოვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის მერი, რომელიც დღეს გაუჩინარდა, პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, იგი სეულის ერთ-ერთ პარკში აღმოაჩინეს. საქმის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ენტონი ფაუჩი

09 ივლისი 2020, 19:47

COVID19

ენტონი ფაუჩი: რატომ საუბრობთ მეორე ტალღაზე? ჯერ კიდევ პირველი ტალღიდან არ გამოვსულვართ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ კორონავირუსის პირველი ტალღიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა.

ლევან ნიკოლეიშვილი

09 ივლისი 2020, 19:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციას: აშშ-ის მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან, თუ რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან იმის შესახებ, თუ რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ბოლოდროინდელი განცხადებების გამო ოპოზიციას აკრიტიკებს.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:21

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი აბიტურიენტების მშობლებს: გვესმის, რომ მათთვის გულშემატკივრობა წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მაგრამ გთხოვთ, საგამოცდო სივრცესთან მისვლისგან თავი შეიკავოთ

ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მივმართო აბიტურიენტების ოჯახებს და გულშემატკივრებს - გვინდა გვენდოთ და იცოდეთ, რომ ის გარემო, რომელიც მათთვისაა შექმნილი, ყველანაირად უზრუნველყოფილია, რომ ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:16

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტი მაქსიმალური ოდენობით აქვს განსაზღვრული

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ის აბიტურიენტები, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეგისტრაცია და ის აბიტურიენტებიც, რომლებიც ვერ მოახერხებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, ფიზიკურად გადმოსვლას და საგამოცდო პროცესში ჩართულობას, წელს გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი
გოჩა ლორთქიფანიძე

09 ივლისი 2020, 19:12

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ლორთქიფანიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს, პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა. შეხვედრისას ჰააგის სასამართლოში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს.

09 ივლისი 2020, 19:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 550 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 550 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის

09 ივლისი 2020, 19:08

ეკონომიკა

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან „რედკო“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს“ პროექტში - „ახალი გუდაური“, მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2 886 ლარია.

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 19:07

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც თვლიან რომ მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესია ეკეთოს პირბადე

„იცით რომ ჩვენს ქვეყანაში დახურულ სივრცეში არის მოთხოვნა პირბადის ტარების, მაგრამ გავითვალისწინეთ ის სპეციფიკა, რომ აბიტურიენტი განთავსებულია ფიზიკური ბარიერით, გამიჯნული მეორე აბიტურიენტისგან, მას აქვს ინდივიდუალური სივრცე, ამასთან ერთად მან არ უნდა ისაუბროს წერის პროცესში, ამის გათვალისწინებით გამონაკლის შემთხვევაში, თუ პირბადე მისთვის რაიმე დისკომფორტია, უფლება ეძლევა მოიხსნას. ჩვენ გვყავს აბიტურიენტები, რომლებიც თვლიან რომ მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესია ეკეთოს პირბადე და მთელი გამოცდის პროცესში არიან პირბადით და ასე წერენ ტესტებს. ეს მათ არჩევანია“, - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

დავით კეზერაშვილი

09 ივლისი 2020, 18:57

სამართალი

პროკურორი: გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა, 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000 ევრო უკავშირდება

2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 5 060 000 ევროს გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯერ კიდევ 2013 წელს გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიათა ჯგუფს „Defensive shield Group”-ს და „Girwood business corp”-ს შორის, რომელთა დამფუძნებელს სხვა პირებთან ერთად გალ ჰირში წარმოადგენდა, გაფორმდა ხელშეკრულება წვრთნების სახით მომსახურების მიწოდებაზე. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს 5 060 000 ევრო გადაურიცხა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება საქართველოს სამხედრო ძალებისთვის არ გაუწევია.

09 ივლისი 2020, 18:55

COVID19

ჯანმო დამოუკიდებელ კომიტეტს შექმნის, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს, ასევე მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომიტეტს შექმნის, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს, ასევე მთავრობების რეაგირებას გამოიძიებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.