ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული: ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა - ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ, დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ
ონისე ოქრიაშვილი
ფოტო: „ნეტგაზეთი“
როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას. ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა, - წერს ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული ნიკო ხურცილავა, რომლის განცხადებას ადვოკატი შოთა მირველაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ხურცილავას თქმით, ე.წ. იუმორისტი ოქრიაშვილი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა.
როგორც ის აღნიშნავს, გაცნობიერებული აქვს, რომ კანონის შესაბამისად, სასჯელი დაეკისრება, თუმცა, მიაჩნია, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნიკო ხურცილავას თხოვნით ვაქვეყნებ განცხადებას, რომელიც მან გამომატანა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან რამდენიმე წუთის წინ:
ჩემო მეგობრებო, უკვე ალბათ ყველამ იცის გუშინ საღამოს მომხდარი ამბის შესახებ იმ ვითომ იუმორისტის ცემასთან დაკავშირებით. პოლიციაშიც მე თვითონ მივედი და ვაღიარე რაც ჩავიდინე.
ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე. სულ გამშველებლის პოზიციაში ვიყავი თუ რამე ჩხუბს შევსწრებივარ. თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს. კი ხედავთ ყველა, რომ ამისი ნიშნები უკვე დიდი ხანია აშკარად ჩანს.
ზოგადად, ამ კონკრეტულ ე.წ. იუმორისტზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან მისი ტიპაჟი, პიროვნული თვისებები, მანერები და ქცევები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ არ შემიძლია იმაზე არ ვილაპარაკო, რამაც გუშინდელი ფაქტი გამოიწვია.
ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია.
ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ. ესაა მათი მიზანი, რადგან როდესაც ასეთი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს უკვე მარტო ერთი ადამიანის ან მისი ოჯახის შეურაცხყოფა კი არ გამოდის, მთელი ქვეყნის მტრობა და შეურაცხყოფაა.
დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ადამიანებიც იმ ხალხის ნაწილია ვინც ყველაფერს “აპრავებს”, რაც ანტიქართული და ჩვენი ქვეყნის დამაქცეველია, გეი პროპაგანდა იქნება ეს, ეკლესიის გინება, ტრადიციების დაცინვა თუ ასეთი სხვა უამრავი მავნებლობა.
კიბატონო, ბევრი მეტყვის, ასეთები იმდენია, ასე ცემა-ტყეპით ებრძვიო? მაგრამ, როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას.
ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა...
არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა კანონობდეს. პირიქით, ვიცი, რომ ჩემი საქციელის გამო დავისჯები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება.
მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამვლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით.
ყველა ჩემიანს ბოდიშს გიხდით რომ განერვიულებთ. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო“, - აღნიშნულია ნიკო ხურცილავას განცხადებაში.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 00:46
მსოფლიო
ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება
აშშ იკვლევს შესაძლებლობას, შეძლებენ თუ არა უკრაინა და რუსეთი ზამთარში ომის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და იმავდროულად მოლაპარაკებების განახლებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს.
08 სექტემბერი 2026, 00:33
მსოფლიო
გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.
08 სექტემბერი 2026, 00:08
მსოფლიო
The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია
გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია - ასე ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას რეგიონულ არჩევნებში.
07 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
07 სექტემბერი 2026, 22:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობას კავშირების გასაძლიერებლად.
07 სექტემბერი 2026, 22:12
მსოფლიო
კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს
ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს.
07 სექტემბერი 2026, 21:42
მსოფლიო
ევროკომისიის სპიკერი: ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან
ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად რეალურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
07 სექტემბერი 2026, 21:28
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შესაბამის დოკუმენტაციას ხელი მოეწერა. პროექტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს თანამედროვე, სწრაფ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას და გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების ხარისხს.
07 სექტემბერი 2026, 21:27
მსოფლიო
The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს
როდესაც კვირას აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ პატარა რეგიონში ულტრამემარჯვენე პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამის ექო ლონდონის დაუნინგ-სტრიტიდან პარიზის ელისეს სასახლემდე გაისმა - იშვიათად თუ შეფასებულა რეგიონული არჩევნების შედეგი ევროპული დემოკრატიის ბედისთვის ასეთი ავისმომასწავლებელი მნიშვნელობით, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ულტრამემარჯვენეების გამარჯვება გერმანიის რეგიონში მთელ ევროპაში ავისმომასწავლებელ ნიშნად აღიქმება“.
07 სექტემბერი 2026, 21:07
ეკონომიკა
მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა სარეზერვო აქტივებმა 8 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეზერვები 613 მილიონი დოლარით შეივსო.
07 სექტემბერი 2026, 21:04
სამართალი
ქვეყანაში ქორწინების საბაბით ბინადრობის უფლების მიღების მსურველთა სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი რეგულაციებით ყალბი ქორწინების ორგანიზებასა თუ მასში მონაწილეობაზე პატიმრობა დაწესდა, პროცესის გადამოწმებას კი სპეციალური უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს.
07 სექტემბერი 2026, 20:53
მსოფლიო
Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 20:50
მსოფლიო
ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ
საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებისა და მმართველი პარტიის დამარცხების ფაქტს ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი გამოეხმაურა.
07 სექტემბერი 2026, 20:49
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სამართალდამრღვევთა გამოვლენა და ჯარიმები სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რამდენიმე ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. რვა მოქალაქეს, რომლებმაც სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.
07 სექტემბერი 2026, 20:46
პოლიტიკა
დასუსტებული ოპოზიცია - შიდა დაპირისპირებების მორიგი სერია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ურთიერთბრალდებების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა გვარამიას ოპოზიციური ერთობის დაშლასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
07 სექტემბერი 2026, 20:45
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და პირობა დადო, რომ განახორციელებს ზეწოლას AI-კომპანიებზე იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც, მისი უწყების განცხადებით, მოიცავს მომსახურების სფეროების, კომუნიკაციებისა და დემოკრატიული სისტემების შეფერხებას.
07 სექტემბერი 2026, 20:39
პოლიტიკა
გერმანიაში გამარჯვებული პარტია და „დიფ სთეითის“ ჩაშლილი გეგმა - ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„დიფ სთეითის“ გეგმები და მიზანი - სრული გავლენა მოიპოვოს კონტინენტზე, ახლა ყველაზე კარგად გერმანიის მაგალითზე ჩანს, - ამ მოსაზრებას ზაზა შათირიშვილი ავითარებს. ვრცელ წერილში ფილოსოფოსი წერს, რომ სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარებოდა ომში მყოფ უკრაინას, თუმცა გერმანიის მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე ვითარება შეიცვალა.
07 სექტემბერი 2026, 20:32
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიული გამარჯვება - საქსონია-ანჰალტში და მძიმე დარტყმა ევრობიუროკრატიისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტში თავის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ხმათა თითქმის 44% მოიპოვა. კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია კი მძიმე მარცხს განიცდის.
07 სექტემბერი 2026, 20:28
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეს პარტია მაინც აიკრძალება, ეს აღიქმება, როგორც დემოკრატიის დასასრული
„ხალხს სურს ნამდვილი პოლიტიკური ცვლილებები, სურს უსაფრთხოება, არ სურს ომი და უნდა დიპლომატიური სამშვიდობო ინიციატივები. თქვენ არ შეგიძლიათ აკრძალოთ ყველაზე ძლიერი პარტია“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.
07 სექტემბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
სასაცილო და ტრაგიკული - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასაცილო და ტრაგიკული - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს, რომელთა შინაარსიც, მისივე შეფასებით, არასერიოზულია.


