07 სექტემბერი 2026, 11:58 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური -ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტიანად უმკლავდებიან, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან სანავსადგურე სექტორის შესაძლებლობების სრულად ათვისების მიზნით.

„საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ, რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, საწყისი წლიური გამტარუნარიანობით - არანაკლებ 600 ათასი TEU და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი. პროექტში სახელმწიფო 700 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს, კერძო სექტორის ინვესტიციებით კი ეს რიცხვი 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთი კომპონენტია. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმებული განრიგები, გამარტივებული პროცედურები და თავსებადი ციფრული სისტემები. ჩვენ მზად ვართ პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი.

ჩვენი საზღვაო სექტორის ერთ-ერთი მთავარი რესურსი ადამიანური კაპიტალია. დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ზრდის ერთ-ერთი საფუძველი 2012 წლიდან მთავრობის მიერ საზღვაო განათლებაში განხორციელებული 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა.

„დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

07 სექტემბერი 2026, 12:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა

შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას.

07 სექტემბერი 2026, 12:14

მსოფლიო

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

„ახალი საერთაშორისო დერეფნის რუკები, რომელიც ირანისა და ომანის წყლებში მდებარეობს და რომელსაც ირანი მართავს, შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში ხელი უნდა მოეწეროს. ჩვენ ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას მხოლოდ მაშინ ავიღებთ, როდესაც ისინი [ამერიკელები] შეწყვეტენ დივერსიებს, მუქარასა და თავდასხმებს ირანზე“, - დასძინა რეზაიმ.

ირაკლი კობახიძე

07 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე - ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის

გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დადასტურდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

07 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

07 სექტემბერი 2026, 12:06

პოლიტიკა

პრემიერი ოპოზიციაზე: მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ, ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც აქამდე ფორმალურად ერქვა ოპოზიცია, სინამდვილეში კი ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა

იმდენად დასუსტებულია მთლიანად ოპოზიცია, რომ თავიდან ბოლომდე არიან გადასული ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც ძალიან კარგია, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი

07 სექტემბერი 2026, 12:00

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი

საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტიანად უმკლავდებიან, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

07 სექტემბერი 2026, 11:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, კაცი გარდაცვლილია და ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური

ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

07 სექტემბერი 2026, 11:58

პოლიტიკა

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა. ბანაკის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ თეორიული ცოდნა მიიღეს და სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებაში ჩაერთნენ.

ირაკლი კობახიძე

07 სექტემბერი 2026, 11:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ დაიძრას აღნიშნული პროცესი და მიღწეულ იქნას პროგრესი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა გასული წლების განმავლობაში არავითარი ცვლილება არ ყოფილა შეტანილი და შესაბამისად, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით.

მარიამ ქვრივიშვილი

07 სექტემბერი 2026, 11:44

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია

ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

07 სექტემბერი 2026, 11:37

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას

ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

07 სექტემბერი 2026, 11:36

საზოგადოება

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მხარდაჭერით, პირველად აცხადებს კონკურსს „გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“.

07 სექტემბერი 2026, 11:35

პოლიტიკა

„გადავწყვიტეთ გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ - თავისუფალი ხალხის პარტია“ - იაგო ხვიჩიას „გირჩი“ სახელს იცვლის

გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: თავისუფალი ხალხის პარტია, - ნათქვამია პარტია „გირჩის“ განცხადებაში.

გია აბაშიძე

07 სექტემბერი 2026, 11:34

პოლიტიკა

გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარტიის მზარდი მხარდაჭერის ფონზე გერმანიაში რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა სულ უფრო ძლიერდება.

მარიამ ქვრივიშვილი

07 სექტემბერი 2026, 11:32

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა

ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილი

07 სექტემბერი 2026, 11:30

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს

ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გახსნა.

ზაზა შათირიშვილი

07 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „დიფ სთეითი“ და გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახები გერმანიას რუსეთთან პირდაპირ ომში ჩასართავად და ევროპის დასასუსტებლად იყენებენ.

07 სექტემბერი 2026, 11:20

მსოფლიო

პორტსმუთში არალეგალური მიგრაცია გააპროტესტეს

ინგლისის ქალაქ პორტსმუთში უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში ლა-მანშის სრუტის გავლით 140-მდე ემიგრანტის ჩასვლა გააპროტესტეს.

07 სექტემბერი 2026, 11:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის უნარი, უზრუნველყოს ტვირთის სწრაფი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი გადაადგილება საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე - სწორედ ამ დინამიკის ფონზე იზრდება შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი.

დღევანდელი ფორუმი იმართება საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე. გეოპოლიტიკური გამოწვევები ზრდის ალტერნატიული და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.