საქართველოს მთავრობა: ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება
ფოტო: Shutterstock.com
ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.
„ამასთან, ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი განათლების, შრომის ბაზრის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპისთვის შეასრულოს ჰაბის ფუნქცია ფართო რეგიონზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, მათ შორის, შავ ზღვაზე შესაბამისი ინფრასქტრუქტურის განვითარების გზით, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მცირე საანგარიშო პერიოდისა და 2020 წელს COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონიმიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
აღმასრულებელი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 2019 წელს დაიწყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მშენებლობა.
„2019 წლის ნოემბერში ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს გადაეცა საქართველოს მთავრობის წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. სხვადასხვა ეტაპზე შემუშავდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს ერთობლივი პოზიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი მიზნების, ასევე ასოციირებული პარტნიორებისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის თაობაზე, რომლებიც მიეწოდა ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს; 2020 წლის აპრილში მომზადდა და ვიშეგრადის ქვეყნებს გადაეცა საქართველოს პოზიცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალსა და „ვიშეგრადის ჯგუფის“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში; მომზადდა წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტისთვის ევროპარლამენტის რეკომენდაციების პროექტზე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს, შვეიცარიამ და საბერძნეთმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარეს (დღეისთვის აღიარებულია 16 ქვეყნის მიერ).
„საანგარიშო პერიოდში ევროკავშირთან აქტიური მუშაობის შედეგად, ევროკავშირის ორმხრივი დახმარებიდან, ჯამში, 183 მილიონი ევრო მიმართული იქნება საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ყველა სიახლე
20 ივლისი 2026, 22:29
მსოფლიო
ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.
20 ივლისი 2026, 21:28
ეკონომიკა
თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება
ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
20 ივლისი 2026, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.
20 ივლისი 2026, 21:10
რეგიონი
არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 ივლისი 2026, 20:57
მსოფლიო
Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
ათეულობით წლის ლოდინი დასრულდა - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ახალი ბინები მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ბინები მიიღო. ათეულობით წლის მოლოდინის შემდეგ, მოქალაქეებს ახალი საცხოვრებელი ფართები აქვთ.
20 ივლისი 2026, 20:29
ეკონომიკა
ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი და ადგილობრივი ექსპორტის 50%-იანი ზრდა - როგორია საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და დადებითი დინამიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. დადებითი დინამიკა როგორც ივნისის, ისე წლის პირველი ნახევრის მონაცემებში აისახა. განსაკუთრებული ზრდაა ადგილობრივ ექსპორტშიც.
20 ივლისი 2026, 20:26
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.
20 ივლისი 2026, 20:24
ეკონომიკა
რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს ტურიზმში - წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 3 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებული მატებაა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
20 ივლისი 2026, 20:22
მსოფლიო
პარიზი თეირანს დიპლომატიური იმუნიტეტის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მკაცრად დაგმო ირანის უსაფრთხოების სამსახურების ქმედება თეირანში მყოფი ორი ფრანგი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიზიკურად იძალადეს.
20 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
ფინანსური სანქციები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის - ბრძოლა სიძულვილის ენასთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენება და მოქალაქეების შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება. სასამართლომ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილა და დააჯარიმა.
20 ივლისი 2026, 20:18
პოლიტიკა
სიძულვილის ენა, უცენზურო ლექსიკა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა - მწვავე გამოხმაურება გავრცელებულ სკანდალურ პოდკასტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პოდკასტს, სადაც აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი უცენზურო ლექსიკას იყენებს, მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.გადაცემაში გახმიანებულმა რეპლიკებმა, მათ შორის მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რელიგიური თემების მისამართით, მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია
20 ივლისი 2026, 20:15
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარე სამყაროს დროებით მოწყვეტილ 30-ვე სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგენილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზეც. აქ უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებითაა შესაძლებელი.
20 ივლისი 2026, 19:53
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.
20 ივლისი 2026, 19:36
მსოფლიო
The New York Times: პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა
იმ კვირაში, რომელიც წინ უძღოდა პარასკევს იორდანიაში განხორციელებულ ირანულ თავდასხმას - რასაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება - ირანმა ქვეყანაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ კიდევ სამი დარტყმა მიიტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა“.
20 ივლისი 2026, 19:19
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
20 ივლისი 2026, 18:50
სპორტი
ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა, კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
20 ივლისი 2026, 18:26
მსოფლიო
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა
ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პირველ სატელეფონო ზარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახორციელებს.
20 ივლისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება
რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას.
20 ივლისი 2026, 18:19
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს
აშშ ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავების რაოდენობას ზდის მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა პიკს აღწევს, - წერს ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი.


