საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა
ფოტო: არქივი
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი 105 გვერდიანია.
როგორც ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად და გეგმაზომიერად აგრძელებს დასახულ რეფორმებს ერთიანი სამთავრობო ხედვისა და სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, რომელთა გრძელვადიანი მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი სწორედ ამ, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებს ემსახურება.
დოკუმენტში წერია, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
„ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი განათლების, შრომის ბაზრის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპისთვის შეასრულოს ჰაბის ფუნქცია ფართო რეგიონზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, მათ შორის, შავ ზღვაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი”, – აღნიშნულია ანგარიშში.
მთავრობა აცხადებს, რომ მცირე საანგარიშო პერიოდისა და 2020 წელს COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.
„უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები − ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა განვითარების ძირითადი ფუნდამენტია. შესაბამისად, მთავრობა, ამ მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანი რეალიზებისთვის, ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზებაზე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. გაგრძელდა არსებული და ახალი ინსტრუმენტების დანერგვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. წარიმართა მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით. ინიცირდა და აქტიურ ფაზაში შევიდა რეფორმების ახალი ტალღა თავდაცვის ძალების მზაობის უზრუნველსაყოფად და პირადი შემადგენლობისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. გრძელდება მართლწესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური დაწესებულებების სისტემური განახლების პროცესი. მიმდინარეობს ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწა და ამასთან, საფუძველი ჩაეყარა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი, გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია აგრეთვე ეკონომიკურ განვითარებაზე.
„2019 წელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა. ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იყო და 5.1% შეადგინა. მრავალი გამოწვევისა და რეგიონში დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში შენარჩუნდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის, განხორციელებული რეფორმებისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, შემცირდა უმუშევრობის დონე (11.6%) და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მნიშვნელოვნად გაიზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის გამოშვება – 18.6%-ით და მისმა წილმა ბიზნესსექტორის მთლიან გამოშვებაში 61.2% შეადგინა, რაც დადებითად აისახა მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლებზე. დაინიცირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის ახალი ფაზა, რომლის ფარგლებში 2019 წლის გეგმა შესრულდა 116.7%-ით და პრივატიზებული ობიექტების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 78 217 120 ლარი. აქტიურ ფაზაშია შესული რეფორმები ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის, ენერგეტიკის მიმართულებით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მთავრობა საუბრობს იმ ღონისძიებებზეც, რაც განათლების მიმართულებით განახორციელა.
„მთავრობა გეგმაზომიერად ახორციელებდა განათლების რეფორმას მის თითოეულ საფეხურზე. გაგრძელდა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის პროცესი. ზოგადი განათლების დონეზე, პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, გაგრძელდა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა საპილოტე სკოლებში (166 სკოლა). მიმდინარეობს მასწავლებელთა განვითარების პროგრამების გაუმჯობესება და მათი ხელფასების ზრდა. იზრდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. დაიწყო ახალგაზრდობის, როგორც ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვანი წყაროს, ფართო და სრულმასშტაბიანი რეფორმა”, – აცხადებს მთავრობა.
აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებით, უდავოა, რომ მთავრობის მნიშვნელოვან მიღწევებზე სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიო პანდემიამ.
„მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იყო ვირუსის გავრცელების პრევენციისა და საფრთხეების მინიმიზაციისკენ. ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უზრუნველყოფს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას, მათ სოციალურ მხარდაჭერას, მეწარმეების დახმარებას, ეკონომიკის ხელშეწყობას და ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობას, კრიზისის შედეგების მაქსიმალური შემცირების მიზნით, აუცილებელი ფინანსური ნაკადების მოზიდვისთვის. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, საქართველომ მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. შედეგად, ქვეყანა დღეს COVID-19-თან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, რასაც მრავალი საერთაშორისო შეფასებაც ადასტურებს”, – აცხადებს მთავრობა.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.


