03 ივნისი 2020, 12:28 / სანდო წყარო

სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთხელ მაინც რომ გამოეხატათ სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ქვეყანას დაატრიალეს თავზე, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ ძალასა და მის სხვადასხვა განშტოებებს ეკისრება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, დარბაზში არ არიან. რომელიმე მათგანს ერთხელ მაინც რომ გამოეხატა სინანული იმ წარმოუდგენელი საშინელებისთვის, რაც მათ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას დაატრიალეს თავზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად სულგრძელია, რომ რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა მათ ამას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ისიც - ძალიან იშვიათად, ვისმენთ საუბარს ცალკეულ „შეცდომებსა“ და „გადაცდომებზე“. მოდით, აბა, იმ ადამიანებს, ოჯახებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას - გადაცდომას?“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტში ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე აცნობს. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და 2012-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია. დღევანდელ განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები მოეწყობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებულ საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც.

ბილ გეითსი

11 ივლისი 2020, 14:03

COVID19

ბილ გეითსი მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს

„თუ წამლებს და ვაქცინებს შევქმნით და გადავცემთ ქვეყნებს, რომლებიც მათში მეტს გადაიხდიან და არა იმ ადამიანებსა და ადგილებს, რომლებსაც ეს სჭირდება, უფრო ხანგრძლივ, უსამართლო და სასიკვდილო პანდემიას მივიღებთ“, - განაცხადა გეითსმა.

11 ივლისი 2020, 14:03

რეგიონი

კასპში მოსახლეობამ ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოითხოვა

კასპში ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ცემენტის ქარხანასთან შეიკრიბნენ და ამ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ქარხნიდან გამოსული ავტომობილები გადახურული იყოს, ირეცხებოდეს...

11 ივლისი 2020, 13:48

სამართალი

მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე შენგელია

11 ივლისი 2020, 13:27

სპორტი

თორნიკე შენგელია: ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე“, - წერს შენგელია.

დავით ზალკალიანი

11 ივლისი 2020, 13:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით წალკალიანი ევროკომისიის ანგარიშს.

ილონ მასკი

11 ივლისი 2020, 13:23

ეკონომიკა

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში უორენ ბაფეტს გადაასწრო

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა 70,5 მილიარდი დოლარით უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. 10 ივლისს მასკის ქონება 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 11%-ით გაძვირდა.

11 ივლისი 2020, 13:08

მსოფლიო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ. ვიდეო

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების შემდეგ კოალები საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას LadBible ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს 5 კოალა, რომლებიც მშობლირ ადგილს დაუბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ველური ბუნების 22 პროცენტი ხშირი ხანძრების შედეგად განადგურდა. ამდენი ხნის შემდეგ 5 კოალას, სახელად: ჯედის, იელოუს, სკალის, ბილისა და გულუს ძალიან გაუმართლათ და კეთილი ადამიანების დახმარებით ისინი მშობლიურ ადგილს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაუბრუნდნენ. მოსაზრების თანახმად, განუწყვეტლივმა ხანძრებმა ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 800 მილიონი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინდოეთი ნიღაბი

11 ივლისი 2020, 13:06

ტაბლოიდი

ინდოეთში ბრილიანტებით მორთული დამცავი ნიღბების გაყიდვა დაიწყო

როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელმა, დიპაკ ჩოკსიმ უამბო, ნიღბების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარანტინის მოხსნის შემდეგ მაღაზიაში მივიდა კაცი, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მას ამ დღის აღსანიშნავად თავისთვის და საცოლისთვის „უნიკალური“ პირბადეების დამზადება უნდოდა.

პაატა იმნაძე

11 ივლისი 2020, 13:03

COVID19

პაატა იმნაძე: მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა, - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სოფო გორგოძე

11 ივლისი 2020, 12:59

საზოგადოება

სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პირველი კვირა შეაჯამა. მისი განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად გამოცდების პირველმა კვირამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დღეს სრულდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.

სირია ჰუმანიტარული დახმარება

11 ივლისი 2020, 12:43

მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მოსახლეობისთვის თვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ინიციატივით გერმანია და ბელგია გამოდიოდნენ. მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც თურქეთის საზღვრის გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება.

11 ივლისი 2020, 12:32

მსოფლიო

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა

სრებრენიცის გენოციდიდან 25 წელი გავიდა. 1995 წლის 11 ივლისის მოვლენები, იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი დაპირისპირებად მიიჩნევა.

კორონავირუსი რუსეთი

11 ივლისი 2020, 12:27

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 6 611 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 720 547-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 188 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 205-ს აღწევს. ამასთან, 497 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯეკ ჩარლტონი

11 ივლისი 2020, 12:22

სპორტი

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ჯეკ ჩარლტონი გარდაიცვალა

ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ტურნირი მოიგო. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ის წარმატებული მწვრთნელი იყო. ჩარლტონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი იყო.

11 ივლისი 2020, 12:18

რეგიონი

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველები უნივერსიტეტში გუშინ იმყოფებოდნენ. ფაქტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნაწილი ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ქუთაისის უნივერსიტეტში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ამ დღეებში არავინ დაუკავებიათ.

კორონავირუსი აშშ

11 ივლისი 2020, 12:06

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს კიდევ 774 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 134 097-მდე გაიზარდა.

11 ივლისი 2020, 12:04

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი ამოქმედდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ფუნცქიონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს.

11 ივლისი 2020, 12:01

სპორტი

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ ჟერარ პიკე არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა

„ბარსელონას“ ლეგენდამ ლობო კარასკომ, ჟერარ პიკე საჯაროდ გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Dario AS ავრცელებს. ლა ლიგის 35-ე ტურში „ესპანიოლთან“ სათამაშოდ პიკე „კამპ ნოუს“ სტადიონზე ველოსიპედით მივიდა, რაც კარასკოს თქმით ტრავმის მიღების ალბათობას ზრდის და ასეთი საქციელით 33 წლის ცენტრალური მცველი არამხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს, არამედ სეზონის გადამწყვეტ მომენტში გუნდსაც აღალატებს.

შემოსავლების სამსახური

11 ივლისი 2020, 11:55

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.