03 ივნისი 2020, 12:41 / სანდო წყარო

გოჩა ლორთქიფანიძე: ევროსასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა 2012-2020 წლებში 5-ჯერ შემცირდა

გოჩა ლორთქიფანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე

ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და 2012-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ქართული საქმეების ხვედრითი წილი მთლიან საქმეებში, რომელიც შედის ევროპულ სასამართლოში, განახევრდა. რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, - ეს კვლავ 2012 წლამდე მომხდარი საქმეები და დისკრიმინაციის საქმეთა ჯგუფია. როდესაც ჩვენ მოვედით 2012 წელს, ამ საქმეებზე არ იყო ჩატარებული ეფექტური გამოძიება და არც კონკრეტული შედეგები იყო დამდგარი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს უწევთ ძალიან მძიმე შრომის გაწევა, რაც უკავშირდება მრავალი წლის წინ მომხდარი საქმეების გამოძიებას“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

პარლამენტში ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. დღევანდელ განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2020, 10:53

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა საქართველოს მოქმედ ტაძრებში 10:00 საათზე დაიწყო. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2020, 10:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ნიღბით საჯაროდ პირველად გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

12 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

თელავში საქმიანი ეზო მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, მოსახლეობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ბოიკო ბორისოვი

12 ივლისი 2020, 10:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი გადადგომას არ აპირებს

მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ბოიკო ბორისოვის თქმით, ხელისუფლებიდან ის იმ პასუხისმგებლობის გამო არ წავა, რაც ქვეყნის წინაშე აკისრია, - ამის შესახებ მან განცხადება ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივ ჩართვისას გააკეთა. საპროტესტო გამოსვლები სოფიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ პრეზიდენტ რადევის თანაშემწეების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათი ოფისები გაჩხრიკა. რადევის მომხრეები პრემიერსა და მთავარ პროკურორს ოლიგარქთა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

12 ივლისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი.

12 ივლისი 2020, 09:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და 21 ინფიცირებული გარდაიცვალა

​​​​​​​ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 016 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 211 981 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 344 ადამიანი, 193 217-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

12 ივლისი 2020, 09:58

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ - წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 09:46

პოლიტიკა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი უპირისპირდებიან. 28 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში, ტშასკოვსკიმ 30%-ის მოპოვება შეძლო, დუდამ კი– 43%-ის.

მიხეილ ჩხენკელი

12 ივლისი 2020, 09:35

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა.

იშაკ მოსტეფუი

12 ივლისი 2020, 09:29

მსოფლიო

სირიის ციხეში ISIS-ის ბრიტანელი მხარდამჭერი პირველად გარდაიცვალა

​​​​​​​ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გასულ წელს ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა, სირიაში, ქალაქ ელ-ჰასაქაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ის ISIS-ის პირველი ბრიტანელი მხარდამჭერია, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების პატიმრობაში გარდაიცვალა.

12 ივლისი 2020, 09:15

რეგიონი

საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

12 ივლისი 2020, 09:08

მსოფლიო

4-თვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში Walt Disney World-ის გასართობი პარკი გაიხსნა

​​​​​​​მსოფლიოში უმსხვილესმა გასართობმა ცენტრმა, Walt Disney World-მა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობი პარკი გახსნა. ვიზიტორებისთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება და უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვა.

ამიტაბ ბაჩანი

12 ივლისი 2020, 08:51

COVID19

ბოლივუდის ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანს კორონავირუსი დაუდგინდა

​​​​​​​ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდოელ მსახიობს, ამიტაბჰ ბაჩანს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა. მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, აბჰიშეკ ბაჩანმაც twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ მასაც დაუდგინდა კორონავირუსი.

12 ივლისი 2020, 08:35

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 4 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 916 ადამიანი გარდაიცვალა, 209 881-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 12 828 600-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 566 955- ს. ვირუსისგან 7 470 404 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

12 ივლისი 2020, 08:19

მსოფლიო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერდოღანს მოუწოდებს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება გააუქმოს

​​​​​​​ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს. საბჭოს მიერ თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას, წინააღმდეგობას გამოიწვევს.

12 ივლისი 2020, 08:04

COVID19

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ტვინსაც აზიანებს

​​​​​​​კორონავირუსმა, შესაძლოა, დააზიანოს არა მხოლოდ ფილტვები, გული და თირკმელები, არამედ, თავის ტვინიც - იმ პაციენტებში, რომელთაც ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის, პარანოია და ჰალუცინაციები აწუხებთ. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა სახის ნევროლოგიური დაზიანებების გამოწვევა შეუძლია ვირუსს.

12 ივლისი 2020, 01:14

სამართალი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქებას 50 წლამდე კაცი ემსხვერპლა

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

12 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის მადონას შვილი ნიუ-იორკში პაპარაცების სამიზნე გახდა

ამერიკელი პოპ-შემსრულებლის მადონას უფროსი გოგო ლურდეს ლეონი პაპარაცების სამიზნე გახდა. ის ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სუპერ მარიო

12 ივლისი 2020, 00:41

ტექნოლოგიები

Super Mario Bros.-ის ეგზემპლარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპიუტერული თამაში გახდა

კარტრიჯი 1985 წელს არის გამოშვებული და პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია, რადგან დღემდე შეფუთული იყო. თამაშის ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ამით მყიდველმა შარშანდელი რეკორდი მოხსნა. მაშინ ასევე კარგ მდგომარეობაში შემონახულ თამაშში მყიდველმა 100 500 ათასი დოლარი გადაიხადა.

FIFA

12 ივლისი 2020, 00:32

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს ახალ პროექტში ერთვება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap - an analysis of the global football ecosystem ერთვება. ფედერაციის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პირველია, რომელიც ფიფამ ამ პროექტში ჩართო.