imedi /  10 ივნისი 2020, 19:24 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება და დასჯა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომლითაც ახლებურად რეგულირდება პირბადეების ტარების და სხვა საკარანტინო-საიზოლაციო საკითხები.

მისი თქმით, იქ, სადაც აღარ რჩება სივრცე იმისთვის, რომ ადამიანი პასუხისმგებლობით მოიქცეს და დაექვემდებაროს წესებს, მაშინ სახელმწიფოს უწევს ჩარევა, რათა დაიცავს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კონორავირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ნიებისმიერ ჩვენგანი ვიყოთ პოტენციური მსხვერპლი კონორავირუსის. შემდგომში ამან შეიძლება გამოიწვიოს გავრცელება. ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილებაც გვიჩვენებს, რამდენად რთულია ამის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით სჭირდება მიდგომა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის წესი, რომლიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით და, შესაბამისად, ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა მოახდინოს რეაგირება, თუმცა ეს რეაგირება არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ მას არ ჰქონდეს შედეგი და უკუეფექტი გამოიწვიოს.

მისივე განმარტებით, პოპულისტურია ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს, სახელმწიფოს ახალი აკრძალვები შემოაქვს. მისი თქმით, ეს ტყუილია, ვინაიდან ეს აკრძალვები მოქმედებს დღეის მდგომარეობით, ახლა არ შემოგვაქვს, აკრძალვები მოქმედებს და განსაზღვრულია ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი იზოლაციის წესების ან კარანტინის დარღვევისთვის, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს ნორმა, რომელიც დღეს ასევე პირბადის არ ტარებისთვის ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას.

„ეს ნორმები მივიღეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არ ვიცოდით როგორი გამოწვევის წინაშე დავდგებოდით და მაშინ საჭირო იყო მაქსიმალური სანქცია იმისთვის, რომ პრევენცია მოგვეხდინა. მას შემდეგ, რაც ახალ ეტაპზე გადავედით და სახელმწიფომ მოხსნა მთელი რიგი შეზღუდვები იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, უფლებრივი შეზღუდვები იყოს მაქსიმალურად ნაკლები, ამ გამოწვევის და ამ სტადიიდან გამომდინარე საჭიროა ადაპტირება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალკე დავარეგულიროთ პირბადეების საკითხი, ცალკე დავარეგულიროთ ტრანსპორტით გადაადგილების დროს პირბადის ტარების საკითხი, ცალკე იყოს სავაჭრო, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრის დროს პირბადის ტარების საკითხი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ერთად ერთი ამოცანაა, ვინაიდან ქვეყანა ეტაპობრივ შეზღუდვების მოხსნაზე გადავიდა, ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებ ტვირთად დააწვეს ისეთი საკითხი, როგორიცაა პირბადის ტარების სავალდებულობა და თუ ვინმე უგულებელყოფს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში იქნება პირბადის გარეშე, შემოთავაზებული ვერსია იყო 50 ლარი, თუმცა შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის გარეშე ყოფნა დიდი რისკის მატარებელია, მძიმე ტვირთად არ დააწვეს საზოგადოებასო, უმრავლესობა 20 ლარზე შეჯერდა.

„ვინაიდან დახურულ საჯარო სივრცეში მეტი რისკია ვირუსის გავრცელების, აუცილებელია პირბადის ტარება. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, არც ფიზიკური პირის, არც იურიდიული პირის. ჩვენი ამოცანაა - ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების, უფროსი თაობის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სიტუაცია შესაძლებელია არ დაექვემდებაროს კონტროლს, ამიტომ მოწოდებები ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, რომ ჩვენ თურმე აკრძალვებს ვაწესებთ, სპეკულაციურია და არ არის საზოგადოების ინტერესებზე მზრუნველი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

ყველა სიახლე

პაპუნა ლოცულაშვილი

31 მაისი 2026, 01:27

სამართალი

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს

გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.

31 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2026, 23:19

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!

ხვიჩა კვარაცხელია

30 მაისი 2026, 23:12

სპორტი

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

კახა კალაძე

30 მაისი 2026, 23:04

სპორტი

კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!

„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

30 მაისი 2026, 23:00

სპორტი

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს გუნდისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

30 მაისი 2026, 21:46

რეგიონი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა.

30 მაისი 2026, 21:32

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა.

ზურაბ აბაშიძე

30 მაისი 2026, 18:50

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს

როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ სუს-ის მიერ განხორციელებულ დაკავების ფაქტების შეფასებისას.

30 მაისი 2026, 18:38

რეგიონი

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.

 ზურაბ აბაშიძე

30 მაისი 2026, 18:29

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 18:08

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა

ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენს საზოგადოებაში სწორედ სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით უნდა დალაპარაკებოდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის

„ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა“.

ზაალ ანჯაფარიძე

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად

ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის 1ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 17:55

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული

თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

30 მაისი 2026, 17:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

30 მაისი 2026, 17:40

პოლიტიკა

მაია ბითაძე რადიკალებზე: კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან

კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ რადიკალურ ოპოზიციაში გაჩენილ მწვავე დაპირისპირებაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

30 მაისი 2026, 17:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა

საქართველოს ჰყავს უგანათლებულესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომლებსაც ნაკლებად წარმოვაჩენთ ხოლმე. ძირითადად, თითქოს ვიღაცის ანგაჟირებული ნება გვალაპარაკებს მხოლოდ მის გენმოდიფიცირებულ ნაწილზე - რომელთა სამშობლოსაკენ და ქართველობის ფესვებისაკენ შემობრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციებს, რომელშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.

30 მაისი 2026, 17:32

სპორტი

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო. დედაქალაქის გუნდმა „ოლიმპიკის“ აუზზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „აპოლო“ 20-19 დაამარცხა.

დავით მათიკაშვილი

30 მაისი 2026, 17:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილიც, მელიაც და უსამშობლო რადიკალების მთელი ეს კასტა, სინამდვილეში, წარმოადგენს ერთ მთლიან ძალას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება

„ისინი ერთიანდებიან საქართველოს სიძულვილში, თუმცა ამბიციები ერთმანეთის მიმართ ალაპარაკებთ იმას, რასაც საზოგადოება ისმენს. სააკაშვილიც, მელიაც და მთელი ეს კასტა უსამშობლო რადიკალებისა, წარმოადგენენ სინამდვილეში ერთ მთლიან ძალას, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და საქართველოს პროგრესის, წარმატების შეფერხებას ემსახურება. დაე, ეძახონ ის უშვერი სიტყვები ერთმანეთს, რასაც ეძახიან. ამით კიდევ ერთხელ ჩამოიხსნიან ნიღაბს და უფრო უკეთ დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ სახეს“, - აცხადებს მათიკაშვილი.