imedi /  12 ივნისი 2020, 18:27 / სანდო წყარო

კურტ ვოლკერი კონგრესმენების წერილზე: ივანიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს, ხოლო მედვედჩუკი კი ძალიან დაკავშირებულია პუტინთან - მათი ერთად დაყენება არასწორია

კურტ ვოლკერი

კურტ ვოლკერი

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის, კურტ ვოლკერის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის ერთად დაყენება არასწორია.

კურტ ვოლკერი აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

„ეს ორი სხვადასხვა ადამიანია, სხვადასხვა წარსულითა და კავშირებით. ვფიქრობ, მათი ერთად დაყენება ამგვარ ჭრილში არასწორია. ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან დამოუკიდებლად მოქმედებს, ხოლო მედვედჩუკი კი ძალიან დაკავშირებულია პუტინთან. ამგვარად, არ ვფიქრობ, რომ მათი ერთად დაყენება შეიძლება“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კურტ ვოლკერმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის დოკუმენტში საკითხის შესწავლის სიღრმის ნაკლებობაა. თუმცა, მისი თქმით, ეს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების პოზიციას ასახავს და ამ თვალსაზრისით ანგარიში საყურადღებოა.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 00:04

მსოფლიო

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ხოლო 54 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ვთავაზობთ მემორანდუმზე შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება 25 მეტრიანი რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა მის აღსრულებაზე, თუმცა ჯერჯერობით დუმილია

ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნებისმიერ შეფერხებას და ამაში არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით, კანონსაწინააღმდეგო შეფერხება. ნებისმიერი შეყოვნება ამომრჩევლის, მათ შორის კითხვის დასხმა იმის შესახებ,თუ ვის აძლევს ხმას, უკვე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, საქართველო არის ერთ-ერთი აუთსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მეტი ქალი ვიხილოთ. თუ გადავავლებთ თვალს სტატისტიკას, საქართველო არის ერთ-ერთი აუთსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით. ძალიან დაბალია ჩვენთან მაჩვენებელი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო კოდექსში უამრავი ცვლილებაა, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლიტიკური სისტემის სამართლიანი წესებით განვითარებას

საერთოდ არ იყო რეკომენდაცია წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ნაწილში ჩვენი ინიციატივით ავსახეთ ცვლილება და დღეს არის დადგენილი აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულა პარტიების დაფინანსების, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 23:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების უზრუნველყოფაა

„ჩვენ ყველა პრინციპული რეკომენდაცია გავიზიარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თვისებრივად დახვეწილი საარჩევნო კოდექსი, ასევე ორგანული კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეს ქმნის საუკეთესო გარემოს იმითვის, რომ ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს აუცილებლად იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ სამართლიანი და თანასწორი არჩევნების უზრუნველყოფა და ამ კუთხით, მუდმივი წინსვლა გვაქვს“- განაცხადა პოლიტიკოსმა.

ჯო ბაიდენი

02 ივლისი 2020, 22:59

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 12%-ით უსწრებს

სოციოლოგიური გამოკითხვა მონმუტის უნივერსიტეტმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53% უჭერს, ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 26-30 ივნისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 867-მა რესპოდენტმა მიიღო.

02 ივლისი 2020, 22:53

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში საჯარო შეკრებებზე შეზღუდვები დაწესდება.

მამუკა მდინარაძე

02 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან, 24-25 აბსოლუტურად არის შესრულებული

ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ყოფილა.

არჩილ თალაკვაძე

02 ივლისი 2020, 22:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეიცვალა ახალი საარჩევნო კოდექსით

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.

ჯეფრი ეპშტეინი
გისლეინ მაკსველი

02 ივლისი 2020, 22:08

მსოფლიო

ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

შშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონერ ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი, ბრიტანელი გისლეინ მაკსველი დააპატიმრა. მას ბრალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში ჩაბმაში ედება. მაკსველი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პედოფილიაში ბრალდებულ ეპშტეინთან დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.

02 ივლისი 2020, 22:07

COVID19

დანია საქართველოს საზღვრებს არ გაუხსნის

დანია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საზღვარს მხოლოდ 6 ქვეყანას გაუხსნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შევიდა.

02 ივლისი 2020, 21:59

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 ივლისი 2020, 21:34

COVID19

დასახელდა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული

გუგული მაღრაძე

02 ივლისი 2020, 21:31

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე ნათელაშვილის სტატუსზე: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

02 ივლისი 2020, 21:22

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

02 ივლისი 2020, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში ფლორიდის შტატში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 10 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო წილოსანი

02 ივლისი 2020, 21:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნათელაშვილის სტატუსზე: ეს ადამიანი თანასწორობას ეწინააღმდეგება

„ყველა კომენტარი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გაკეთებული, მათ შორის ისეთი უხარისხო და მდაბიო, როგორიც ბატონი ნათელაშვილს ჰქონდა, რეალურად მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან თანასწორობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

02 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საა რჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.