დონ ბეიკონი: თუკი შეცდომა დავუშვით, ყველა საშუალების გამოყენებით ხმას ავიმაღლებ, მივუბრუნდები ჩემს კოლეგებს და ვეტყვი, რომ ეს პასაჟი უნდა შევასწოროთ
დონ ბეიკონი
ფოტო: YouTube
რესპუბლიკელი კონგრესმენი ნებრასკის შტატიდან, დონ ბეიკონი „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მის მიერ ხელმოწერილ და 10 ივნისს, თორმეტ ამერიკელ კანონმდებელთან ერთად გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ საუბრობს.
ანგარიში რესპუბლიკური პარტიის წევრების დამოკიდებულებას ასახავს აშშ-ის ეროვნული ინტერესების შიდა და გარე საფრთხეებთან დაკავშირებით, სადაც ცალკე თავი ეთმობა საქართველოს.
ამ თავის მცირე პასაჟში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პუტინის ახლო მოკავშირეზე, რომელიც თითქოს დაკავებულია საქართველოს დესტაბილიზაციით.
დონ ბეიკონი აცხადებს, რომ ის არ ფლობს ექსპერტულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის შესახებ და ეს პასაჟი ანგარიშში კონგრესის თანამშრომლებისა და ექსპერტების მიერაა შეტანილი.
კონგრესმენი ამბობს, რომ ის მზად არის შეცდომის დამტკიცების შემთხვევაში მიუბრუნდეს საკუთარ კოლეგებს კონგრესში და შეცდომა გამოასწოროს. მან დაადასტურა, რომ ანგარიშის შემუშავებისას ინფორმაციის შეგროვება ყველა წყაროდან ხდება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.
ის კეთილგანწობილია, რომ თანასპონსორი გახდეს საქართველოს მხარდამჭერი აქტისა კონგრესში, რადგან მას კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები სურს საქართველოსთან.
„თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ საქართველოს ვხედავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოკავშირეს და მთელი გულით მინდა, საქართველოსთან ურთიერთობები გაიზარდოს. საქართველო მძიმე ვითარებაში, მძიმე სამეზობლოშია, რუსეთი გესაზღვრებათ ჩრდილოეთით, თუმცა თქვენ აფასებთ თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და ამიტომაა, რომ მინდა ჩვენს მეგობრებთან საქართველოში კიდევ გავზარდო ურთიერთობები. მე არ წარმოვადგენ ექსპერტს იმ ინდივიდის შესახებ, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან ინფორმაციის მოგროვებაში და თქვენს მიერ ხსენებულ პერსონაზე ინფორმაცია ჩვენ მათ წარმოგვიდგინეს. ჩვენს გვყავს ექსპერტი თანამშრომლები, რომლებიც სწავლობდნენ რუსეთს, ჩინეთს, ირანს.
მე არ ვაცხადებ, რომ ვარ ექსპერტი ყველა იმ საკითხის, რომელიც ანგარიშში ხვდება, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს გეოსტრატეგიული დონის მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენს მიერ ხსენებულ პერსონაზე ინფორმაცია ჩემი ექსპერტიზის გარეთაა და ეს საკითხი ანგარიშში ჩვენი ექსპერტების მიერაა შეტანილი და ჩვენს მიერ მიღებული, ამის გამო მე სრულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - აცხადებს დონ ბეიკონი.
ბეიკონის თქმით, მისი თანამშრომლები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა წყაროდან, იქნება ეს მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. „ჩვენ თავისუფალი სამყარო ვართ, მედიისა და სიტყვის თავისუფლებით. თუ ჩვენ შეცდომა დავუშვით, მე მივესალმები ყველას, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ თქვენს მიერ ხსენებული პასაჟი არასწორად მოხვდა ანგარიშში. მე მზად ვარ უკუკავშირისთვის და მე ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ არ წარმოვადგენ ექსპერტს ამ პერსონის შესახებ. თუკი შეცდომა დავუშვით, ყველა საშუალების გამოყენებით ხმას ავიმაღლებ და მივუბრუნდები ჩემს კოლეგებს და ვეტყვი, რომ ეს პასაჟი უნდა შევასწოროთ.
თუკი იქნება მოცემულ პასაჟში გამოთქმული მოსაზრების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომ ჩვენ გამიზნულად ვიყავით შეცდომაში შეყვანილები, მაშინ მე მზად ვიქნები, რომ შეცდომა გამოვასწორო. მე მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხედო ფაქტებს და შეცდომის არსებობის შემთხვევაში ვაღიარო ის“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
მისი განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკოსებმა რუსეთის, პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ უფრო მკაცრი და მკვეთრი პოლიტიკა უნდა აწარმოონ.
„მჯერა, რომ ჩვენ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ რუსეთის, პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების იდეის მიმართ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინს არ აქვს ჩვენი ინტერესები, ის ძირს უთხრის ჩვენს ღირებულებებსა და მოკავშირეობას. დიახ, მე კეთილგანწყობილი ვარ შევუერთდე კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ აქტს, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა წავიკითხო, თუმცა საკმაო ინფორმაცია მაქვს ამ აქტის შესახებ. მე მინდა კიდევ უფრო მეტად ახლო ურთიერთობები საქართველოსთან. მართალი ხართ, ჩვენს პოლიტიკაში უამრავი ინტერესი არსებობს, ჩვენ გვყავს ლობისტები, რომლებიც იბრძვიან გარკვეული პოლიტიკური ინტერესების დასაცავად ან საწინააღმდეგოდ. არსებობენ ლობისტები, რომლებიც უფრო ახლოს არიან საქართველოს ინტერესებთან, თუმცა ჩემი ინტერესია, რომ დავიცვა თავისუფლება, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ახლო მოკავშირეობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს“, - აცხადებს დონ ბეიკონი.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.
12 აპრილი 2026, 18:52
სპორტი
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 აპრილი 2026, 18:51
სპორტი
კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
12 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.
12 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა
უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემები გამოქვეყნდა. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალი მონაცემები ქვეყნდება. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.


