imedi /  17 აგვისტო 2026, 11:08 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი რომელიც აუცილებლად აფეთქდება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოცილურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო, კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე.

„ტერიტორიული მთლიანობის იდეა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის ეროვნული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივო მიზანი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ისტორიული მეხსიერების დაცვა საქართველოს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი და ის ღირებულებითი ღერძია რომლის ირგვლივაც თაობები ერთიანდებიან. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები და აფხაზეთის რეგიონთან ურთიერთობის ფორმატები საქართველოს პოლიტიკურ დისკუსიაში განსხვავებული სტრატეგიული პოზიციებიდან ფასდება. ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს მოდგომა მოქალაქეებში იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვის გარდა აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურება რომელიც შემდგომი ექსპანსიისკენ კიდევ ერთი გზაა. აგრესორისთვის ტერიტორიის დათმობა არ აჩერებს კონფლიქტს და მეტიც, როცა სახელმწიფო თავად ამბობს უარს საკუთარი ტერიტორიების დაცვაზე ან მათ დაბრუნებაზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს აღარ რჩებათ სამართლებრივი საფუძველი, მხარი დაუჭირონ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას. ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი რომელიც აუცილებლად აფეთქდება. ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის და ვერც იქნება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე. არაღიარების პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა რჩება უცვლელ პრიორიტეტად. ისტორიული ტკივილი, დევნილთა უფლებები და დაღუპული გმირების ხსოვნა ქმნის მყარ კულტურულ და მორალურ ბარიერს, რომელიც გამორიცხავს საზოგადოების მხრიდან ოკუპაციასთან შეგუებას ან ტერიტორიების „ტვირთად“ აღქმას, შესაბამისად ოპოზიციის გზავნილი -კომპრომისი სუვერენიტეტის ხარჯზე! მიუღებელია და კეთილი ინებეთ და ანგარიში გაუწიეთ ისტორიულ წარსულსა და ხალხის ურყევ ნებას!“ - წერს მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

17 აგვისტო 2026, 12:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის არასრულფასოვნებისა და წაგებულის კომპლექსის თავს მოხვევის მცდელობები განწირულია მარცხისთვის, რადგან ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებს

„საგარეო-პოლიტიკური წარმატება ეროვნულ დამცირებაზე არ აიგება. სახელმწიფო, რომელსაც არ ძალუძს დაიცვას საკუთარი საზღვრები და ისტორიული მეხსიერება, არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარმოადგენს ფასეულობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.

17 აგვისტო 2026, 12:07

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: სამეწარმეო საქმიანობის კანონდარღვევით განხორციელება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება

პირის მიერ სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც სსკ-ით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 5747

არჩილ გორდულაძე

17 აგვისტო 2026, 12:04

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გვარამია-სამადაშვილის განცხადებებზე: როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის „ტრავმულ მეხსიერებად“ მოხსენიებასა და ყარაბაღის დათმობის მაგალითად მოყვანას, ასევე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის, ეხმიანება.

17 აგვისტო 2026, 12:02

მსოფლიო

Bloomberg: ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის საიდუმლო მიწოდებ ააწყვეს

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ფარული მიწოდების მასშტაბებზე Sentinel 1-ის თანამგზავრული ფოტოები მოწმობს. 11 აგვისტოს გადაღებულ სურათებზე ომანის სანაპიროსთან სხვადასხვა ზომის დაახლოებით 150 გემი ჩანს. იანვარში ამ რაიონში მხოლოდ 40-მდე გემი იმყოფებოდა.

17 აგვისტო 2026, 11:50

საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026") მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა.

17 აგვისტო 2026, 11:47

ეკონომიკა

70 000 ლარამდე უპროცენტო სესხი შენი ბიზნესისთვის - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას აფართოებს.

ენდი ბერნემი

17 აგვისტო 2026, 11:43

მსოფლიო

Politico: ბრიტანეთის პრემიერს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს ტრამპის აპარატის ხელმძღვანელად ასაღებდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, შესაძლოა, მიმოწერას აწარმოებდა პირთან, რომელიც თავს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად ასაღებდა, - წერს Politico ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

შაკო კუჭაშვილი

17 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი-სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ

რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი.

17 აგვისტო 2026, 11:20

მსოფლიო

კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა დმიტრო კოზიატინსკიმ განაცხადა, შეკრების მიზანია, ხელისუფლებას საზოგადოებასთან დიალოგის აუცილებლობა შეახსენოს.

თენგიზ შარმანაშვილი

17 აგვისტო 2026, 11:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

17 აგვისტო 2026, 11:18

პოლიტიკა

ყალბი რუსოფობია - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადგინდა, რომ უშიკიშვილმა საზოგადოება მოატყუა და მისი სასტუმრო რუს ტურისტებს ხშირად მასპინძლობს

ყალბი რუსოფობიის ამბავი - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს და მეტი სიმძაფრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელს იშველიებს.

17 აგვისტო 2026, 11:16

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც „განგრენოზული“ კიდურის ამპუტაცია

საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე „ჩააწვეთეს“ ქართულ მხარეს, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

17 აგვისტო 2026, 11:12

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე დონეცკის, სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონები გახდა.

17 აგვისტო 2026, 11:09

მსოფლიო

ბელგიის ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის არეალი ორჯერ გაიზარდა

ბელგიაში არდენების ბუნებრივ ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის არეალი ბოლო 24 საათში ორჯერ გაიზარდა. სტიქიის ეპიცენტრი გერმანიის საზღვრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.

17 აგვისტო 2026, 11:06

რეგიონი

წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყენების პირველადი შეფასებით, საცდელ ფართობებზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

17 აგვისტო 2026, 11:02

მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. კოლონესა და სატერლის დასახლებებიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ნინო ფოჩხუა

17 აგვისტო 2026, 10:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურა გარე პატრონების დავალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დარტყმას ცდილობს.

ჯარედ კუშნერი

17 აგვისტო 2026, 10:59

მსოფლიო

„ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდა

ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარგზავნილმა მათ განიარაღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელს არ სჯერა, რომ მებრძოლები ამ მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ. კონკრეტულ ნაბიჯებში, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფებისგან ელიან, იგულისხმება მართვის უფლებამოსილების გადაცემა პალესტინის ტექნოკრატიული მთავრობისთვის და იმის გარანტიები , რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მომავალ მართვაში არანაირ როლს არ ითამაშებს, - წერს Axios-ი. გამოცემის ცნობით, კუშნერისა და „ჰამასის“ წარმომადგენლების საუბარი 90 წუთს გაგრძელდა და „ძალიან პროდუქტიული“ აღმოჩნდა.

დავით ქართველიშვილი

17 აგვისტო 2026, 10:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა“.