imedi /  20 ივნისი 2020, 20:49 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე: ანტისაოკუპაციო მოძრაობამ დაგვარწმუნა იმაში, რომ ძალაუფლების უზურპაცია არავის ეპატიება

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

მე სიმბოლურად პირბადეში ვარ, ხელისუფლებამ კი ჩამოიხსნა ბოლო ნიღაბი და დავრწმუნდით მის არაპატრიოტულ სახეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ამ ერთ წელიწადში ძალიან ბევრმა რამემ გაიარა ჩვენ თვალწინ, მათ შორის, ამ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამსახურებით. ხელისუფლებამ ჩამოიხადა ბოლო ნიღაბი. მე პირბადეში ვარ სიმბოლურად, მათ ჩამოიხადეს ბოლო ნიღაბი. დავრწმუნდით მათ არაპატრიოტულ სახეში. დავრწმუნდით, რომ არის ძალიან დიდი რისკი, დაგვაბრუნონ რუსეთის ორბიტაზე.

დავრწმუნდით, რომ ქვეყანას არ აქვს შანსი, ამოვიდეს ამ მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ჩვენ და ამომრჩეველი დაგვარწმუნა კიდევ იმაში, რომ მომავალში არავის ეპატიება ძალაუფლების უზურპაცია, რომ ქვეყანა უნდა მართოს ხელისუფლებამ, რომელიც მოემსახურება ხალხს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ მალე დამთავრდება იმ შედეგით, რომელიც წაიყვანს საქართველოს ევროპისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია იმართება „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“.

20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 80 სამართალდამცველი და 31 ჟურნალისტი. ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

20 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსსა და ათ სამართალდამცველს.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 08:47

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თუკი ვინმე ანტიევროპულ თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით

გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს, პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ეს სცენარი ყველასათვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, ხოლო ზელენსკის მხრიდან ორბანის მისამართით მუქარა ყოვლად მიუღებელია.

06 მარტი 2026, 08:31

მსოფლიო

ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაცია ირანში სტრატეგიული სამიზნეების დაბომბვას განაგრძობს

ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაცია ირანში სტრატეგიული სამიზნეების დაბომბვას განაგრძობს. შეერთებულმა შტატებმა ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელშიც, მათი ცნობით, ირანულ სამხედრო თვითმფრინავებზე იერიშებია ასახული.

06 მარტი 2026, 08:20

საზოგადოება

საგარეო უწყება: მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი - ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად

მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

06 მარტი 2026, 08:15

მსოფლიო

ნახიჩევანზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

ნახიჩევანზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა. შეზღუდვა 12 საათით იმოქმედებს.

06 მარტი 2026, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.

06 მარტი 2026, 05:16

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი უარყოფს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ აშშ-მა და ისრაელმა რეგიონული არასტაბილურობა გამოიწვიეს და აღნიშნა, რომ „ეს სიმართლისგან ძალიან შორს არის“.

06 მარტი 2026, 05:11

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქუვეითში მდებარე საელჩოს მუშაობა შეაჩერა, ხოლო პერსონალს, გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის ბრძანება მიეცა.

სკოტ ბესენტი

06 მარტი 2026, 05:07

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ-მა გასცა დროებითი, 30-დღიანი ნებართვა, რათა ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენის უფლება მიეცეთ

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა გასცა დროებითი, 30-დღიანი ნებართვა, რათა „ინდურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენის უფლება მიეცეთ“.

06 მარტი 2026, 04:59

მსოფლიო

The New York Times-ის ანალიზი ვარაუდობს, რომ ირანში გოგონათა სკოლა, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზის გვერდით მდებარეობს, აშშ-მა შემთხვევით დაბომბა

The New York Times-ის მიერ ჩატარებული ანალიზი მიუთითებს, რომ 28 თებერვალს სამხრეთ ირანში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 175 ადამიანი იმსხვერპლა, იმავე დროს მოხდა, როდესაც აშშ-მა იერიშების სერია მიიტანა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილ მომიჯნავე საზღვაო ბაზაზე.

06 მარტი 2026, 04:44

მსოფლიო

მედია: აშშ-მა გამოსცა დროებითი ნებართვა, რომელიც ზღვაში ბლოკირებული რუსული ნავთობის ინდოეთისთვის მიყიდვის საშუალებას იძლევა

აშშ-მა გამოსცა დროებითი ნებართვა, რომელიც ზღვაში ბლოკირებული რუსული ნავთობის ინდოეთისთვის მიყიდვის საშუალებას იძლევა.

მარკ რუტე

06 მარტი 2026, 04:36

მსოფლიო

მარკ რუტე: ნატო არ გეგმავს მე-5 მუხლის ამოქმედებას თურქეთის თავზე ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების გამო

ნატო არ გეგმავს მე-5 მუხლის ამოქმედებას თურქეთის თავზე ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების გამო, - განუცხადა ხუთშაბათს Reuters-ს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

06 მარტი 2026, 04:21

მსოფლიო

ტრამპი ირანში ოპერაციის დროს ბენზინზე ფასების ზრდის შესახებ: მე ეს საერთოდ არ მაწუხებს - თუ მოიმატებს, დაე, მოიმატოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის შეშფოთებული აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდით, რაც გამოწვეულია ირანთან გაფართოებული კონფლიქტით.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 04:14

მსოფლიო

ტრამპი: ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია

ირანის საჰაერო ძალები და ფლოტი განადგურებულია, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე.

დანი დანონი

06 მარტი 2026, 04:00

მსოფლიო

გაეროში ისრაელის ელჩი: ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების

ირანელებს აღარ უნდა ეშინოდეთ სამთავრობო უსაფრთხოების ძალების, - განუცხადა Sky News-ს გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა.

06 მარტი 2026, 03:54

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის ომის უფლებამოსილებების შეზღუდვის მცდელობა დაბლოკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპის უფლებამოსილებებს ზღუდავდა ირანის წინააღმდეგ შეტევის გასაგრძელებლად.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 03:47

მსოფლიო

ტრამპი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას - დაყარეთ იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ირანის სამხედრო ძალებს ჩაბარებისკენ, ხოლო ირანელ ხალხს - აჯანყებისა და იმ თეოკრატიული მთავრობის დამხობისკენ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს.

06 მარტი 2026, 03:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ და ვენესუელის გარდამავალი ხელისუფლება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 03:26

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ამერიკას საბრძოლო მასალის დეფიციტი არ აქვს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკას არ აქვს შემტევი ან თავდაცვითი იარაღის დეფიციტი, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ პენტაგონი სასწრაფოდ ცდილობს ჩამჭრელი რაკეტების მარაგების შევსებას.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 03:20

მსოფლიო

ტრამპი მიანიშნებს, რომ ირანის შემდეგ აშშ კუბაზე გადაერთვება - „ეს მხოლოდ დროის საკითხია“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებას კუბაზე გადაიტანს მას შემდეგ, რაც ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები დასრულდება.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2026, 03:12

მსოფლიო

ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანმა „შეთანხმების დადება“ სთხოვა - „მე ვუთხარი: ცოტა დაგაგვიანდათ, ახლა ჩვენ მათზე მეტად გვინდა ბრძოლა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მას დაუკავშირდა ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევის იმედით.