imedi /  20 ივნისი 2020, 21:00 / სანდო წყარო

ირაკლი ოქრუაშვილი: მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა

ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი

„სამწუხაროა, ერთი მხრივ, რომ მეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა და ეს ბრძოლა უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ გაჩერდება, არ დამთავრდება, რადგან ეს არის მუდმივი და განგრძობადი პროცესი“, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„შარშან აქ ერთი პოზიტიური მხარე ჰქონდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, დაიბადა ახალი მებრძოლი თაობა, რომელმაც წინა თაობებისგან გადაიბარა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის დროშა და დარწმუნებული ვარ, მათ უკვე საკუთარი ხელებით მოიპოვეს ის გამარჯვება, რომელიც პროპორციულ არჩევნებს შეეხებოდა, რომელიც მერე უკან წაიღეს, მაგრამ მაინც მოუწევთ უკან დაბრუნება და ამ გამარჯვებებს ეს თაობა გააგრძელებს ეს თაობა კიდევ უფრო დიდ ხანს.

რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერასდროს ვერ დაადასტურებს იმას, რომ შარშანდელი პროცესები იყო პოლიტიკური პარტაქტივით მართული პროცესი. ეს იყო რიგითი ადამიანების პროტესტი. თუნდაც იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომელიც ხელისუფლებამ თვითონ გამოიძია, ვერ დაადასტურეს თუნდაც იმ ბრალდებული ადამიანების ერთმანეთთან კავშირი, თუნდაც ჩემთან კავშირი, ნიკა მელიასთან კავშირი, რადგან ყველა იყო აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოსული ამ პროცესში.

ხელისუფლებას თუ აქვს სურვილი, საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც შეელახა, არჩევნები მოდის და მით უმეტეს, გაიუმჯობესოს თავისი რეიტინგი. უნდა აღიაროს დროზე საკუთარი შეცდომა, რომ ჩაიდინა დანაშაული საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულის სტატუსი გაცილებით მეტ ადამიანს უნდა მიანიჭოს, უნდა დასაჯოს ის თანამდებობის პირები, რომლებმაც პირდაპირ გასცეს ბრძანება იარაღის გამოყენებაზე და ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, პროტესტი იყო სპონტანური და გამოიწვია „გარკვეული სამართალდამცველების თავხედურმა ქმედებებმა“.

„ვინმე გინახავთ დასჯილი? პოლიციის ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული. დილის ექვსის ნახევარზე მე ვიყავი ფილარმონიასთან, შემდეგ ნახევარ საათში გადავინაცვლე უნივერსიტეტთან. მოსდევდნენ ახალგაზრდებს, ქუჩა-ქუჩა, სადარბაზო-სადარბაზო და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. ეს ვისი ბრძანების შედეგი იყო? ხელისუფლების რა თქმა უნდა, რადგან პოლიციელი ამას დომოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს.

20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 80 სამართალდამცველი და 31 ჟურნალისტი. ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

20 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსსა და ათ სამართალდამცველს.

ყველა სიახლე

ზურაბ აბაშიძე

30 მაისი 2026, 18:50

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს

როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ სუს-ის მიერ განხორციელებულ დაკავების ფაქტების შეფასებისას.

30 მაისი 2026, 18:38

რეგიონი

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა

ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.

 ზურაბ აბაშიძე

30 მაისი 2026, 18:29

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 18:08

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა

ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენს საზოგადოებაში სწორედ სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით უნდა დალაპარაკებოდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

ზაალ ანჯაფარიძე

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად

ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის 1ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის

„ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა“.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 17:55

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული

თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

30 მაისი 2026, 17:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

30 მაისი 2026, 17:40

პოლიტიკა

მაია ბითაძე რადიკალებზე: კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან

კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ რადიკალურ ოპოზიციაში გაჩენილ მწვავე დაპირისპირებაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

30 მაისი 2026, 17:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა

საქართველოს ჰყავს უგანათლებულესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომლებსაც ნაკლებად წარმოვაჩენთ ხოლმე. ძირითადად, თითქოს ვიღაცის ანგაჟირებული ნება გვალაპარაკებს მხოლოდ მის გენმოდიფიცირებულ ნაწილზე - რომელთა სამშობლოსაკენ და ქართველობის ფესვებისაკენ შემობრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციებს, რომელშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.

30 მაისი 2026, 17:32

სპორტი

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო. დედაქალაქის გუნდმა „ოლიმპიკის“ აუზზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „აპოლო“ 20-19 დაამარცხა.

დავით მათიკაშვილი

30 მაისი 2026, 17:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილიც, მელიაც და უსამშობლო რადიკალების მთელი ეს კასტა, სინამდვილეში, წარმოადგენს ერთ მთლიან ძალას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება

„ისინი ერთიანდებიან საქართველოს სიძულვილში, თუმცა ამბიციები ერთმანეთის მიმართ ალაპარაკებთ იმას, რასაც საზოგადოება ისმენს. სააკაშვილიც, მელიაც და მთელი ეს კასტა უსამშობლო რადიკალებისა, წარმოადგენენ სინამდვილეში ერთ მთლიან ძალას, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და საქართველოს პროგრესის, წარმატების შეფერხებას ემსახურება. დაე, ეძახონ ის უშვერი სიტყვები ერთმანეთს, რასაც ეძახიან. ამით კიდევ ერთხელ ჩამოიხსნიან ნიღაბს და უფრო უკეთ დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ სახეს“, - აცხადებს მათიკაშვილი.

30 მაისი 2026, 17:19

სამართალი

„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა - ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ

„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა. ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ.

მიჰაი პოპშოი

30 მაისი 2026, 16:56

მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხაი პოპშოის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა ნატოში გაწევრიანებას არ ემხრობა.

პიტ ჰეგსეტი

30 მაისი 2026, 16:39

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ჩვენ უკრაინისგან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლეთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების კუთხით ბევრი რამ ისწავლა უკრაინისგან.

პიტ ჰეგსეტი

30 მაისი 2026, 16:18

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი უკრაინაზე: ჩვენ ვიპოვით საშუალებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკა ეძებს საშუალებას, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინის დახმარებას შეძლებს.

ნიკოლოზ მეტრეველი

30 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

30 მაისი 2026, 16:10

სპორტი

20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს, 16:30 საათზე, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს ჩაატარებენ.

30 მაისი 2026, 16:08

რეგიონი

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა. შეხვედრაზე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაზე ისაუბრეს.

30 მაისი 2026, 16:06

სპორტი

მარიამ ალავიძემ მხატვრულ ცურვაში „მსოფლიოს თასზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მხატვრული ცურვის „მსოფლიოს თასი“ მიმდინარეობს. საერთაშორისო ტურნირზე მხატვრულმა მოცურავე მარიამ ალავიძემ თავისუფალ პროგრამაში 257,7213 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.