imedi /  20 ივნისი 2020, 21:21 / სანდო წყარო

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა

აქცია

„შევხვდებით არჩევნებზე“ - ამ სლოგანით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე. აქცია - „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო „თბილისი მერიოტიდან“ თავისუფლების მოედნამდე. აქციის მონაწილეთა შორის დისტანციის დასაცავად ორგანიზატორებმა სპეციალური სტიკერები დააკრეს, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტია გამოსახული.

სამოქალაქო აქტივისტების გარდა აქციაზე იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“.

გასული წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 80 სამართალდამცველი და 31 ჟურნალისტი. ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

20 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსსა და ათ სამართალდამცველს.

ყველა სიახლე

სოფო გორგოძე

10 ივლისი 2020, 15:44

საზოგადოება

სოფო გორგოძე აბიტურიენტების ნამუშევრების დამუშავებაზე: ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს რამდენიმედღიანი კარანტინი გაევლო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, გამოიყენონ პირბადე და დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში.ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძე ბრიფინგზე განაცხადა.

10 ივლისი 2020, 15:36

ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტო: 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ, დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015-2018 წლებში ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი. აღნიშნულის შედეგად, ქვედა დონის - ხორბლის საბითუმო მიწოდების ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა.

10 ივლისი 2020, 15:35

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია შსს-ში დაიბარეს

უწყების განმარტებით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ. თავის მხრივ, გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივა და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს.

10 ივლისი 2020, 15:31

COVID19

აბიტურიენტებს, რომლებმაც საგამოცდო ტესტი კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად დაწერეს, კარანტინში გადაიყვანენ

ცხრა აბიტურიენტთან, ვისთანაც ინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდას წერდა, ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დიდი ალბათობით, ალბათ, მათ საკარანტინო სივრცეში გადასვლა დასჭირდებათ და საკარანტინო სივრციდან ყველა გამოცდის წინ ასე მოვილაპარაკეთ.

ჰელენე სანდ ანდრესენი
კრისტიან ურსე

10 ივლისი 2020, 15:30

ეკონომიკა

ნორვეგიამ ევროსაბჭოს საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმისთვის 3 751 000 ევრო გამოყო

საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენე სანდ ანდრესენმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, გამართული შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ ისაუბრეს 2020 -2023 წლებში განსახორციელებელი პროექტების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შესახებ.

მამუკა მდინარაძე

10 ივლისი 2020, 15:29

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა სიის სათავეში

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, თუ ასეთი უნდა გადაწყდეს „ქართულ ოცნებაში“, უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა და შესაბამისად, უცნობია ვინ იქნება სიის პირველი ნომერი.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 15:23

საზოგადოება

კახა ბექაური: ცვლილებები შეეხება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონში ცვლილებები შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას კომისიასთან წინასწარი შეთახნმების გარეშე აქვს ადგილი, ასევე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებს.

ხათუნა ზახაშვილი

10 ივლისი 2020, 15:18

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან შესაძლო კონტაქტში მყოფ აბიტურიენტებს გამოცდების გაგრძელების საშუალება ექნებათ

საგამოცდო პროცესზე იმდენად კარგად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, რომ აბიტურიენტების ინფიცირების საფრთხე არის მინიმალური. თუმცა უნდა გაკეთდეს ყველაფერი რათა ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან თითოეული ადამიანი იყოს დაცული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 15:09

საზოგადოება

კახა ბექაური: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს

„2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობა ჰქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რევოლუციური ცვლილება მოხდა სიტყვის თავისუფლების კუთხით“.

10 ივლისი 2020, 15:04

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დასრულდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას UEFA ოფიციალურ Twitter-ზე ავრცელებს. მადრიდის „ატლეტიკო“, რომელმაც მერვედფინალში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ დაამარცხა, „ლაიპციგს“ შეხვდება. „ბარსელონა“ - „ნაპოლისა“ და „ბაიერნი“ - „ჩელსის“ წყვილებში გამარჯვებულები მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. „ლიონის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „იუვენტუსის“ მეტოქე „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალს“ შორის მოგებული იქნება. „პარი სენ-ჟერმენი“ კი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება. შეგახსენებთ, რომ წელს ყველა თამაში ლისაბონში შედგება და ორის ნაცვლად, მეოთხედფინალები ერთმატჩიანი იქნება.

პაატა დავითაია

10 ივლისი 2020, 15:00

პოლიტიკა

პაატა დავითაია გაერთიანებულ ოპოზიციაზე: თუ ერთი წევრი მაინც ტოვებს ამ შეთანხმებას, ეს უკვე აღარაა ის ერთობა, რაზეც ლაპარაკი შეიძლება

თუ ერთი წევრი მაინც ტოვებს ამ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ეს უკვე აღარაა ის ერთობა, რაზეც ლაპარაკი შეიძლება, - აცხადებს „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვა პარტიების საარჩევნო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

10 ივლისი 2020, 14:57

რეგიონი

სამეგრელოში პრესტური „აღმოაჩინე ის რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში“ მოეწყო

რიგით მესამე ტური სამეგრელოში მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალებების ოცმა წარმომადგენელმა ოკაცეს ჩანჩქერი, (კონჩხა), კოლხეთის ეროვნულ პარკი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე მოინახულეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, ბლოგერებმა და ოპერატორებმა ზუგდიდში ზიპლაინით ისარგებლეს, ენგურის წყალსაცავზე კი კატერით გაისეირნეს. პრეს-ტურის ფარგლებში ეწვივნენ აბსნაძეების კერამიკის სახელოსნოს, დაათვალიერეს მიურატების საოჯახო სასტუმრო და მარანი სოფელ ჭკადუაში.

ირაკლი სესიაშვილი

10 ივლისი 2020, 14:52

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვართ, აშშ-ის კონგრესი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესში შევა

„ასეთი ცვლილებები არ განხორციელებულა კანონპროექტში, ეს არის ანგარიშ რისი წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ კონგრესმენს. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვართ რომ აშშ-ის კონგრესი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია. როცა ეს არ შედის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესში სამწუხაროდ ამის მხარდამჭერები გვყავს ქვეყნის შიგნით, იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლითაც ჩვენი ქვეყნის წარმატება ჰგონიათ რომ არის მარცხი მათი პოლიტიკური მიზნების“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

გიორგი გახარია დაშბაშის კანიონზე

10 ივლისი 2020, 14:38

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“

ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის,“ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოგზაურები, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

10 ივლისი 2020, 14:26

სამართალი

მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს - ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი

ერთის მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტირად, თითოეულ დეტალთან ჩაყოლით გამოიძიონ საქმე და დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა სინამდვილში, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს და დასასჯელი დაისაჯოს - ამის შესახებ საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

10 ივლისი 2020, 14:25

საზოგადოება

2013-დან 2019 წლამდე, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები 58%-ით შემცირდა

ბოლო წლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში ცოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ: 2019 წელს, 2013 წელთან შედარებით, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები შემცირდა 58%-ით და შედეგად ადამიანებშიც.

უკრაინის ელჩთან შეხვედრა

10 ივლისი 2020, 14:22

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

10 ივლისი 2020, 14:20

საზოგადოება

დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის მოწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტით ხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, კეთდება საფეხმავლო ბილიკები, უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა. დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი სარწყავი სისტემით. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე.

10 ივლისი 2020, 14:19

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ლელა აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაზე, მის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 14:07

საზოგადოება

კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და და ჯარიმები გადაუხდელობის შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება, არ არის ეფექტური მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს.