imedi /  20 ივნისი 2020, 21:16 / სანდო წყარო

მაკო გომური: ერთი წლის წინ ასე ვიდექი და როგორც ახლა ვქმნი რაიმე „საფრთხეს“, მაშინაც ასეთ „საფრთხეს“ წარმოვადგენდი

ერთი წლის წინ, ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე „საფრთხეს“ თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, - ასე მიმართა 20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა მაკო გომურმა პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს.

მისი განცხადებით, მთავრობის მისამართით ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია და ამ კითხვების რაოდენობა მატულობს.

„ძალიან რთულია ამ წუთას აქ დგომა და მეგონა, რომ ძალიან ენერგიულად მოვედი დღეს, თუმცა ახლა ვხვდები, ძალიან რთული ყოფილა ისევ, ერთი წლის შემდეგ აქ დგომა. პირველ რიგში, თქვენ მადლობა იმისთვის, რომ ეს საშინელი ერთი წელი თქვენთან ერთად გამოვიარე იმიტომ, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ და ყოველთვის დარდობდით, როგორ ვიქნებოდი მე, რა წინსვლა იქნებოდა.

ზუსტად ერთი წელი გავიდა 20 ივნისიდან. ერთი წლის წინ ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა - რატომ? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე, არადა რეალობა ხომ მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემ წინ პარლამენტის შენობაში, ყოველ წამს ცდილობენ, რომ თავისი „ტრიუკებით", თავისი რეპლიკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში“, - განაცხადა მაკო გომურმა.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 08:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 200-ს გადააჭარბა

​​​​​​​თურქეთში ახალი კორონავირუსის ინფექციით უკვე 5 206 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, აქ ვირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 1 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ვირუსი 204 610 ადამიანს დაუდგინდა, 179 492-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ერლ კამერონი

05 ივლისი 2020, 08:47

მსოფლიო

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი გარდაიცვალა

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი 102 წლისა გარდაიცვალა. მსახიობი 1917 წლის 8 აგვისტოს ბერმუდში დაიბადა. სიცოცხლის ბოლო წლები კი ქალაქ კენილვორტში, მეუღლესთან ერთად გაატარა. ოჯახის წევრების თქმით, მსახიობი ძილისას გარდაიცვალა.

05 ივლისი 2020, 08:34

მსოფლიო

ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მისი ჩაქრობა მეხანძრეებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. ცეცხლი 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე 32 სახანძრო ეკიპაჟი და 160-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული.

05 ივლისი 2020, 08:17

COVID19

ყაზახეთში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდა

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალება მასობრივი და საოჯახო ღონისძიებები. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, ბასეინები, პლაჟები, აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიeქტები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები.

05 ივლისი 2020, 08:03

მსოფლიო

პარიზის სასამართლომ ფრანგ ჯიჰადისტს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

​​​​​​​პარიზის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეს, ტაილერ ვილუსს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისას, სირიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის 30 წლით მიუსაჯა პატიმრობა. ვილუსს ბრალი 2013-2015 წლებში ტერორისტული ჯგუფის წევრობაში, ISIS-ის მებრძოლთა ჯგუფის ლიდერობასა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში დასდეს.

05 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში, მაიამიში უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა

აშშ-ში, მაიამიში (ფლორიდას შტატი) უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა. ამის შესახებ mirror წერს.

05 ივლისი 2020, 00:43

ტაბლოიდი

ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს

გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს.

ინდოეთი ოქროს პირბადე

05 ივლისი 2020, 00:30

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი კორონავირუსისგან დაცვას ოქროსგან დამზადებული ნიღბით ცდილობს

შანკარ კურადემ ოქროსგან დამზადებული ნიღაბი აირჩია, რომელშიც სასუნთქად ნახვრეტებია გაკეთებული. მისი საფასური 3,8 ათას დოლარს აღემატება.

ეთიოპია

05 ივლისი 2020, 00:23

მსოფლიო

ეთიოპიაში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მომღერლის მკვლელობის შემდეგ არეულობას 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 166 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიაში ძალადობრივი დემონსტრაციის დროს, რომელიც ცნობილი მომღერლის მკვლელობას მოჰყვა. იუწყება მედია პოლიციაზე დაყრდნობით. ეთიოპიაში ცნობილი მომღერლის, ჰანტალუ ჰუნდესას მკვლელობამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.

05 ივლისი 2020, 00:01

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ რაჭაში აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინფორმაციას და ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალას „მთის ამბები“ ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 23:59

ტაბლოიდი

შრი-ლანკაზე მდინარის ნაპირიდან ნიანგმა პოლიციელი გაიტაცა

შრი-ლანკაზე ნიანგმა გაიტაცა პოლიციელი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილ ტელეფონს ეძებდა. ამის შესახებ Ada Derana წერს.

ციურიხი

04 ივლისი 2020, 23:40

მსოფლიო

ციურიხის ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმას ემსხვერპლა

DW-ის ცნობით, 55 წლის ქალს ვეფხვი მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის ვოლიერში იმყოფებოდა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის ვიზიტორები და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ქალის დახმარება ვოლიერიდან მისი გამოყვანით სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 23:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ოპოზიციას სიძულვილის ენის აკრძალვა

პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს და მისი პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას დაუჭირეს მხარი.

04 ივლისი 2020, 23:05

საზოგადოება

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ილია მეორე

04 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

ილია მეორე: გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის მილოცვას საპატრიარქო ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 22:32

სპორტი

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გავრცელების გამო მეორედ შეწყდა

მთავრობამ ვირუსის გავრცელების მატების გამო, 14-დღიანი კარანტინი გამოაცხადა და ეროვნული პირველობაც ავტომატურად შეწყდა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 22:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია

„არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია და ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება“, ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

„იქნება ორპორალური სისტემის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაცილებით უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ძალებს და დებატებს ვიხილავთ პარლამენტში“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების თემაზე ისაუბრა.

04 ივლისი 2020, 21:51

სამართალი

პროკურორი: დავით ჭაკუას ორივე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა. მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს

მგონია, რომ მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ძალიან კარგად მესმის, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც წაართვეს ქონება და შეიძლება, დღეს ვერ დაუბრუნდეს; უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უშუალო მწამებელი სასჯელს ჯერ კიდევ არ იხდის. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.