21 ივნისი 2020, 13:59 / სანდო წყარო

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, „ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, - წერია კანონპროექტში.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: ირანი მზად არის ყველა სცენარისთვის

ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამედ რეზა არეფი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ აცხადებს, რომ ირანი მზად არის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომის ნებისმიერი სცენარისთვის.

07 აპრილი 2026, 23:53

საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს. ინფორმაცია საქართველოს რკინიგზამ გამოაქვეყნა.

შეჰბაზ შარიფი დონალდ ტრამპი

07 აპრილი 2026, 23:48

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გადადებას და ამავე პერიოდით ზავის გამოცხადებას სთხოვს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გადადებას და ამავე პერიოდით ზავის გამოცხადებას სთხოვს.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

07 აპრილი 2026, 22:26

მსოფლიო

The Washington Post: ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეტის ტრაბახი ირანის ომის შესახებ რეალობას ეწინააღმდეგება

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომს კვლავ „აბსოლუტურ წარმატებად“ ახასიათებს და სულ ახლახან, ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საქმეები „დაუჯერებლად კარგად“ მიდის, ხოლო თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ თეირანი აშშ-ის ძალების მიერ „შერცხვენილი და დამცირებულია“, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

გიორგი გაბუნია

07 აპრილი 2026, 21:24

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის. მათ მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა არის ის ძალიან რთული ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს

„პოლიტიკო“ ახლა საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობდა და საუბრობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

არჩილ გორდულაძე

07 აპრილი 2026, 21:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს, დაუბრუნდნენ ნამდვილად ევროპულ საწყისებს, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სხვა ქვეყნებში ჩაურევლობას და სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას

უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

07 აპრილი 2026, 21:04

საზოგადოება

კახეთში მიუსაფარი ძაღლები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კახეთში მიუსაფარი ძაღლები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. ჰიპერპოპულაციის პროგრამის გამჭვირვალობისა და სპეკულაციების პრევენციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს გეგმას წინასწარ აცნობს.

07 აპრილი 2026, 20:52

ჯანდაცვა

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლება და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. რა პროექტები მიმდინარეობს რეგიონებში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლება და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. რეგიონებში შესაბამისი პროექტები მიმდინარეობს. განახლებულ კლინიკას ქუთაისში ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრა. სამუშაოები გრძელდება ბათუმში. ვრცლად იხილეთ „ქრონიკის“ სიუჟეტი.

ჯეი დი ვენსი

07 აპრილი 2026, 20:52

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი უნგრელებს: ბრიუსელელ ბიუროკრატებს არ უნდა მოუსმინოთ - მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მოსახლეობას სუვერენიტეტის დაცვისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა.

07 აპრილი 2026, 20:43

პოლიტიკა

ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა ვიქტორ ორბანის მთავრობას და დი ვენსის ზარი დონალდ ტრამპს ბუდაპეშტის ყრილობიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა ვიქტორ ორბანის მთავრობას და დი ვენსის ზარი დონალდ ტრამპს ბუდაპეშტის ყრილობიდან. ვიცე-პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრიუსელს უნგრელი ლიდერი ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვისთვის არ მოსწონს.

კეროლაინ ლევიტი

07 აპრილი 2026, 20:42

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით.

07 აპრილი 2026, 20:38

მსოფლიო

რას წერს POLITICO გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის ჩამორჩენაზე და რა შეფასებები კეთდება თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეოპოლიტიკური ცვლილებები და ევროკავშირის ჩამორჩენა. პრობლემების შესახებ გამოცემა POLITICO ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. ბრიუსელში სულ უფრო ხშირად მსჯელობენ იმ საფრთხეზე, რომელსაც გაერთიანების პროცესებს მიღმა დარჩენა ჰქვია. გართულებული საგარეო ურთიერთობები, მიმდინარე ომები და შიდა კონფლიქტები- მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.

07 აპრილი 2026, 20:38

სამართალი

50 ბრალდებული - მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. გამოვლინდა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფთა ჯგუფი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ცემა, მუქარა და რეკეტი. ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 50 ადამიანია ბრალდებული, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მორიგი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებებით გამოავლინა.

გივი მიქანაძე

07 აპრილი 2026, 20:35

საზოგადოება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

07 აპრილი 2026, 20:31

პოლიტიკა

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ამას ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტი დასრულებულია.

07 აპრილი 2026, 20:28

პოლიტიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე და დეზინფორმაცია. რეალურად, როდის დაიწყო სასამართლო პროცესი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეზინფორმაციის უწოდებს მმართველი გუნდი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს. რომლის თანახმად, თითქოს, აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი შუაღამით ჩატარდა და ის აზერბაიჯანს გადასცეს.

ვოლკერ ტურკი

07 აპრილი 2026, 20:27

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: საერთაშორისო სამართლის თანახმად, მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულს წარმოადგენს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დაგმო „აგრესიული რიტორიკა“ ახლო აღმოსავლეთის ომში და გააფრთხილა მხარეები, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმა „ომის დანაშაულია“.

რონ ჯონსონი

07 აპრილი 2026, 20:15

მსოფლიო

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს აშშ-ის მიერ ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რონ ჯონსონმა - პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირემ - განაცხადა, რომ იგი მხარს არ უჭერს აშშ-ის მიერ ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

07 აპრილი 2026, 19:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო

ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო, რომელიც ირანის „მთელი ცივილიზაციის“ განადგურებას ეხებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ მეტრეველი

07 აპრილი 2026, 19:32

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.