22 ივნისი 2020, 12:57 / სანდო წყარო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, სადაც ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება, გაიმართა გენერალური დებატები, რა დროსაც გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მხრიდან.

დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს. მათ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ, დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

გამომსვლელებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების დარღვევებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შემდგომი ხელშესახები პროგრესის მიღწევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებზე, რაც განსაკუთრებით კორონავირუსის კონტექსტში კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფას, უარყოფით გავლენას ახდენს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებებზე.

ამასთან, გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელი და უპირობო დაშვება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

დელეგაციები მიესალმნენ საბჭოს 43-ე სესიის დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ ყოველწლიური რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” ინიცირებას და დაადასტურეს რეზოლუციის მხარდაჭერა დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში კენჭი ეყრება აღნიშნულ რეზოლუციას. საბჭოს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობითი პროცესზე. აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.

ყველა სიახლე

ანტონ სილუანოვი

01 სექტემბერი 2026, 02:17

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

ვლადიმირ პუტინი სი ძინპინი

01 სექტემბერი 2026, 01:30

მსოფლიო

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 01:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.

01 სექტემბერი 2026, 00:13

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.

01 სექტემბერი 2026, 00:06

საზოგადოება

დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო

პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.

01 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს

რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.

პიტერ მადიარი

31 აგვისტო 2026, 23:30

მსოფლიო

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

31 აგვისტო 2026, 22:42

საზოგადოება

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.

კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 აგვისტო 2026, 22:05

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 21:57

პოლიტიკა

Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.

31 აგვისტო 2026, 21:50

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:32

პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.

31 აგვისტო 2026, 21:30

საზოგადოება

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

31 აგვისტო 2026, 21:28

მსოფლიო

ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.

31 აგვისტო 2026, 21:22

ეკონომიკა

საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

31 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის

პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

31 აგვისტო 2026, 21:15

სამართალი

აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.